1. მხარეებმა შუამდგომლობა შეიძლება დააყენონ ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე.
2. შუამდგომლობა შეიძლება იყოს წერილობითი ან ზეპირი. წერილობითი შუამდგომლობა უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს. ზეპირი შუამდგომლობა შეტანილ უნდა იქნეს ოქმში. სასამართლოში საქმის განხილვისას შუამდგომლობა სასამართლოს უნდა წარედგინოს წერილობითი ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე ახალი არსებითი გარემოების საფუძველზე შუამდგომლობას დააყენებს იმავე სასამართლო სხდომაზე. შუამდგომლობა დასაბუთებული უნდა იყოს, მასში კონკრეტულად უნდა იყოს გადმოცემული ჯერ მოთხოვნა და შემდეგ მოთხოვნის არგუმენტაცია და იგი უნდა ეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს შუამდგომლობაში დასმულ საკითხებთან.
3. შუამდგომლობის გადაწყვეტამდე მის დამყენებელ მხარეს უფლება აქვს, გაითხოვოს იგი.
4. იმავე შინაარსის შუამდგომლობა, რომელზედაც უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, იმავე სასამართლოში აღარ განიხილება.
5. გამოძიების სტადიაზე შუამდგომლობა განხილულ და გადაწყვეტილ უნდა იქნეს მისი დაყენების მომენტიდან არა უგვიანეს 3 დღისა, ხოლო სასამართლოში – დაუყოვნებლივ, გარდა ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. სასამართლოში საქმის განხილვისას შუამდგომლობის დასაყენებლად და დასასაბუთებლად სასამართლო მხარეს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას.
7. სასამართლოში საქმის განხილვისას დაყენებულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით პოზიციის გამოსახატავად სასამართლო მხარეს განუსაზღვრავს გონივრულ ვადა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 09.10.2009).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(20)
- საქმე №2კ-754აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.01.2026
43-60)), თუმცა დაცვის მხარეს არც პირველი ინსტანციის სასამართლოში და არც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას არ მოუთხოვია საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილისა (მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება) და 93-ე მუხლის (მხარეებმა შუამდგომლობა შეიძლება დააყენონ ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე) საფუძველზე აღნიშნული მასალის გამოთხოვა.
- საქმე №15აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.11.2025
რაც შეეხება თავად მსჯავრდებულის შუამდგომლობას ასაკზე აპელირებით (მისი განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 იანვრის განაჩენის გამოტანისას იყო 60 წელს გადაცილებული) ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის შესახებ, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, საქართველოს სსსკ-ის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეებმა შუამდგომლობა შეიძლება დააყენონ ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით,…
- საქმე №2კ-29-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.02.2025
ამავე დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის შესაბამისად, იმავე შინაარსის შუამდგომლობა, რომელზედაც უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, იმავე სასამართლოში აღარ განიხილება, ხოლო მსჯავრდებულ პ.
- საქმე №2კ-890აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.03.2024
ამ ვადის გასვლის შემდეგ სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე) და საქართველოს სსსკ-ის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის (შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული, მასში კონკრეტულად უნდა იყოს გადმოცემული ჯერ მოთხოვნა და შემდეგ მოთხოვნის არგუმენტაცია და იგი უნდა ეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს შუამდგომლობაში დასმულ საკითხებთან) დანაწესების გათვალისწინებით ადვოკატის ნ.
- საქმე №2კ-679აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.10.2022
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, დაცვის მხარემ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე და 239-ე მუხლების საფუძველზე წარადგინა შუამდგომლობები ახალი მტკიცებულებების დასაშვებად ცნობისა და მოწმეთა დაკითხვის შესახებ.
- საქმე №2კ-270აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.06.2022
- საქმე №2კ-28-I-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.05.2022
- საქმე №2კ-29-I-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.12.2020
- საქმე №49-I-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.01.2020
- საქმე №2კ-723აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.05.2019
- საქმე №2კ-33-I-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.02.2018
- საქმე №136აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.11.2016
- საქმე №83აგ.-2014 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.03.2015
- საქმე №010100116001476464 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 13.05.2019
- საქმე №020100117001986595 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 29.06.2019
- საქმე №150100118002445788 · ახალქალაქის რაიონული სასამართლო · 13.06.2018
- საქმე №150100117002247082 · ახალქალაქის რაიონული სასამართლო · 27.02.2018
- საქმე №150100118002248616 · ახალქალაქის რაიონული სასამართლო · 21.02.2018
- საქმე №150100118002292702 · ახალქალაქის რაიონული სასამართლო · 20.02.2018
- საქმე №150100118002258782 · ახალქალაქის რაიონული სასამართლო · 22.01.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება