1. საჩივარი, შუამდგომლობა ან სხვა დოკუმენტი ვადის ამოწურვამდე უნდა ჩაბარდეს მის მიღებაზე უფლებამოსილ პირს.
2. საჩივარი, შუამდგომლობა ან სხვა დოკუმენტი შეიძლება ნებისმიერი საშუალებით ჩაბარდეს მის მიღებაზე უფლებამოსილ პირს.
3. სასამართლოს გადაწყვეტილებით ვადა, გარდა დაკავებისა და პატიმრობის ვადებისა, გაცდენილად არ ჩაითვლება, თუ იგი გაცდენილია დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) გამ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 09.10.2009).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №2კ-363აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.08.2025
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით, საქართველოს სსსკ-ის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით, 87-ე, 89-ე მუხლებით, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით, 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით, და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1.
- საქმე №2კ-338აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.06.2022
ბ-ის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამომცემმა მართლწესრიგის ოფიცერმა დაარღვია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 87-ე მუხლის მოთხოვნები და დადგენილ ვადაში არ ჩააბარა ადრესატს დოკუმენტი.
- საქმე №010332218900016826 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 15.10.2018
აღნიშნული ქმედებით ადვოკატმა მსჯავრდებულის ბედი ანდო ფოსტის მუშაკს. მას შეგნებული ჰქონდა, რომ საკასაციო საჩივრის უფლებამოსილი პირისათვის ჩაუბარებლობის შემთხვევაში კარგავდა უზენაეს სასამართლოში განაჩენის გასაჩივრების უფლებას. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 87.1 მუხლის თანახმად, საჩივარი ვადის ამოწურვამდე უნდა ჩაჰბარდეს მის მიღებაზე უფლებამოსილ პირს.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება