1. ამ კოდექსით დადგენილი ვადები გამოითვლება საათებით, დღე-ღამეებით, თვეებით. ვადის გამოთვლისას მხედველობაში არ მიიღება ის დღე-ღამე და ის საათი, რომლებითაც იწყება ვადის დინება, გარდა დაკავებისა და პატიმრობის ვადებისა, რომლებიც გამოითვლება წუთებით.
11. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის გამოთვლისას მხედველობაში მიიღება ის დღე-ღამე და საათი, რომლებიდანაც იწყება ფარული საგამოძიებო მოქმედება.
2. საპროცესო ვადაში შედის არასამუშაო დროც, მათ შორის, დასვენებისა და უქმე დღეები.
3. დღე-ღამეებით გამოთვლილი ვადა იწურება ბოლო დღე-ღამის 24 საათზე. თვეებით გამოთვლილი ვადა იწურება ბოლო თვის შესაბამის რიცხვში, ხოლო თუ ბოლო თვეს არა აქვს შესაბამისი რიცხვი – ამ თვის ბოლო დღე-ღამეს.
საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1722 – ვებგვერდი, 14.09.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 06.09.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 06.09.2022 კანონი №1722
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (24.05.2022 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 86. საპროცესო ვადების გამოთვლის წესი 1. ამ კოდექსით დადგენილი ვადები გამოითვლება საათებით, დღე-ღამეებით, თვეებით. ვადის გამოთვლისას მხედველობაში არ მიიღება ის დღე-ღამე და ის საათი, რომლებითაც იწყება ვადის დინება, გარდა დაკავებისა და პატიმრობის ვადებისა, რომლებიც გამოითვლება წუთებით. 11. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის გამოთვლისას მხედველობაში მიიღება ის დღე-ღამე და საათი, რომლებიდანაც იწყება ფარული საგამოძიებო მოქმედება. 2. საპროცესო ვადაში შედის არასამუშაო დროც, მათ შორის, დასვენებისა და უქმე დღეები. 3. დღე-ღამეებით გამოთვლილი ვადა იწურება ბოლო დღე-ღამის 24 საათზე. თვეებით გამოთვლილი ვადა იწურება ბოლო თვის შესაბამის რიცხვში, ხოლო თუ ბოლო თვეს არა აქვს შესაბამისი რიცხვი – ამ თვის ბოლო დღე-ღამეს.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №2კ-256აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.07.2026
სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 86-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებს. ასევე იმ გარემოებას, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად ადგენს ხარვეზის აღმოფხვრის ვადას – 5 დღე, არ ითვალისწინებს აღნიშნული ვადის გაგრძელების სამართლებრივ საფუძველს.
- საქმე №2კ-335აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.10.2021
საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 86-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თვეებით გამოთვლილი ვადა იწურება ბოლო თვის შესაბამის რიცხვში, ხოლო, თუ ბოლო თვეს არ აქვს შესაბამისი რიცხვი - ამ თვის ბოლო დღე-ღამეს.
- საქმე №2კ-250აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.10.2017
მოცემულ შემთხვევაში, 2010 წლის 22 დეკემბერს დანიშნული წინასასამართლო სხდომისთვის, არაუგვიანეს 5 დღეს წარმოადგენდა 2010 წლის 16 დეკემბერი, ხოლო ინფორმაციის გაცვლის დღიდან 2010 წლის 17 დეკემბრიდან 5 დღე, იმის გათვალისწინებით, რომ სსსკ-ის 86-ე მუხლიდან გამომდინარე ათვლა იწყება მეორე დღეს - 2010 წლის 22 დეკემბერი წარმოადგენდა უკვე მე-5 დღეს.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება