1. თუ დრო განსაზღვრულია თვეების ან წლების მიხედვით იმგვარად, რომ არ არის საჭირო მათი ერთად გასვლა, მაშინ თვე გამოითვლება ოცდაათი დღით, ხოლო წელი – სამას სამოცდახუთით.
2. თვის დასაწყისად ითვლება თვის პირველი დღე, შუა თვედ – თვის მეთხუთმეტე დღე, ხოლო თვის დასასრულად – თვის ბოლო დღ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
წინა რედაქცია (16.12.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 126. ვადის გამოთვლა თვეების მიხედვით 1. თუ დრო განსაზღვრულია თვეების ან წლების მიხედვით იმგვარად, რომ არ არის საჭირო მათი ერთად გასვლა, მაშინ თვე გამოითვლება ოცდაათი დღით, ხოლო წელი _– სამას სამოცდახუთით. 2. თვის დასაწყისად ითვლება თვის პირველი დღე, შუა თვედ _– თვის მეთხუთმეტე დღე, ხოლო თვის დასასრულად _– თვის ბოლო დღე.დღ
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(51)
საქმე №ას-420-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.06.2026
მოპასუხე „ს.კ.რ..“-ის წარმომადგენელმა სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გ.ხ–ი სასამართლოს მიერ გამართლდა მხოლოს სსკ-ის 139-ე მუხლის ფარგლებში, ხოლო დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
საქმე №ას-758-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.12.2025
…ფაქტობრივი გარემოებები: 4.2.1. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 02.08.2022 წელს დაიწყო გამოძიება გ.ს–ძის მიერ მ.ხ–ძის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტზე. 4.2.2. მ.ხ–ძე 05.08.2022 წელს ცნობილი იქნა დაზარალებულად სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (6 ეპიზოდი) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო.
საქმე №ბს-548(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.09.2025
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,კ“ ქვეპუნქტი, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის,,ა“,,,ბ“ და,,გ“ ქვეპუნქტები, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის,,ა“ ქვეპუნქტი და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,დ“ ქვეპუნქტი.
საქმე №ბს-221(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2025
…სამართლებრივ უფლება-უნარიანობაზე, ვინაიდან, ამ ვადის დინების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრისთანავე, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დინება გრძელდება და განსახილველ შემთხვევაში დენადია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ თუ დრო დადგენილია თვეების ან წლების მიხედვით იმგვარად, რომ არ არის საჭირო მათი ერთად გასვლა, მაშინ თვე გამოითვლება ოცდაათი დღით.
საქმე №ბს-584(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.05.2025
საკასაციო პალატამ მიუთითა „საქართველოს სსრ სახალხო დეპუტატთა სადაბო, სასოფლო საბჭოს შესახებ“ 1968 წლის 25 დეკემბრის კანონზე, მიწის კოდექსის 72-ე მუხლსა და 1987 წელს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 122-ე, 125-ე, 126-ე და 127-ე მუხლებზე და განმარტა, რომ კომლის წევრად არ მითითება არ ნიშნავდა ახალ, ცალკე კომლად ჩამოყალიბებას, ხოლო ცალკე კომლად დაფუძნებას ესაჭიროებოდა ახალი კომლისათვის ნაკვეთის ცალკე გამოყოფა.
საქმე №ბს-103(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.10.2024
საქმე №ას-1623-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.10.2024
საქმე №ბს-1273(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.03.2024
საქმე №ბს-448(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.03.2023
საქმე №ას-464-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.12.2022
საქმე №ბს-705(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.05.2022
საქმე №ბს-1044(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.05.2022
საქმე №ბს-512(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.11.2021
საქმე №ბს-412(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.07.2021
საქმე №ას-80-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.03.2021
საქმე №ბს-1197(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.06.2019
…კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამეწარმეო საზოგადოებასა და მის ერთადერთ პარტნიორს შორის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელშეკრულება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებში იდება. ამავე კანონის 126-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პარტნიორთა გადაწყვეტილების მიღება აუცილებელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ქონების პარტნიორთა შორის განაწილების საკითხზე.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 126, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-126/