1. სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე დაცვის მხარის მოთხოვნა ბრალდების მხარის იმ ინფორმაციის გაცნობის თაობაზე, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც ბრალდების მხარე აპირებს, დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს. ბრალდების მხარე ასევე ვალდებულია ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაცვის მხარეს გადასცეს მის ხელთ არსებული გამამართლებელი მტკიცებულებები.
2. დაცვის მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ ბრალდების მხარე უფლებამოსილია დაცვის მხარისაგან მიიღოს ის ინფორმაცია, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც დაცვის მხარე აპირებს.
3. ინფორმაციის გაცვლის მოთხოვნის შემდეგ იმ მომენტისათვის არსებული მასალის მხარისათვის სრული მოცულობით გადაუცემლობა იწვევს ამ მასალის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობას.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული მხარეების მიერ ინფორმაციის გაცვლის თაობაზე დგება ოქმი, რომლის ასლიც ეგზავნება სასამართლოს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად.
5. დაცვის მხარის უფლება ინფორმაციის მიღებაზე შეიძლება ბრალდების მხარის შუამდგომლობით შეზღუდოს სასამართლომ მხოლოდ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ან ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის ნაწილში და მხოლოდ წინასასამართლო სხდომამდე.
51. თუ მიღებულია გადაწყვეტილება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე იმ პირის ვინაობის დაფარვის შესახებ, რომელიც გამოძიების ორგანოსთან თანამშრომლობს, დაცვის მხარეს ამ ღონისძიების/მოქმედების და ყველა სხვა საგამოძიებო მოქმედების, აგრეთვე ყველა სხვა საპროცესო მოქმედების ამსახველი მტკიცებულებები გადაეცემა ამ პირის ვინაობის იდენტიფიცირებისგან დამცავი და ამოცნობის შესაძლებლობის შემზღუდავი ფორმით.
6. წინასასამართლო სხდომის გამართვამდე არა უგვიანეს 5 დღისა მხარეებმა ერთმანეთს და სასამართლოს უნდა მიაწოდონ იმ მომენტისათვის მათ ხელთ არსებული სრული ინფორმაცია, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც აპირებენ.
7. მხარეებმა საკუთარი ხარჯით უნდა გადასცენ ერთმანეთს ინფორმაცია დოკუმენტის ასლის სახით, სხვა მასალის შემთხვევაში კი – ცნობის სახით. დასაშვებია ნივთიერი მტკიცებულების დათვალიერებაც, თუ ეს არ იწვევს მის ან მასზე არსებული კვალის დაზიანებას ან განადგურებას.
8. ბრალდებულის სასამართლოში პირველ წარდგენამდე მხარეები ვალდებული არიან მისცენ ერთმანეთს იმ ინფორმაციისა და მტკიცებულების გაცნობის შესაძლებლობა, რომელთა სასამართლოში წარდგენასაც ისინი აპირებენ, ასევე გადასცენ წერილობითი მტკიცებულებების ასლები.
9. დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულებასთან დაკავშირებული მტკიცებულება ბრალდების მხარემ უნდა გადასცეს ამ კოდექსის 1654 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს, რომელსაც იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონებით დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება ეკისრება.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.418
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4631 - ვებგვერდი, 19.05.2011წ.
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2634– ვებგვერდი, 18.08.2014წ.
საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №923 – ვებგვერდი, 03.07.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №954 – ვებგვერდი, 05.09.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 03.09.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 03.09.2025 კანონი №954
- 02.07.2025 კანონი №923
- 01.08.2014 კანონი №2634
- 05.05.2011 კანონი №4631
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (02.07.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 83. შესაძლო მტკიცებულებათა თაობაზე ინფორმაციის გაცვლა მხარეების მიერ 1. სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე დაცვის მხარის მოთხოვნა ბრალდების მხარის იმ ინფორმაციის გაცნობის თაობაზე, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც ბრალდების მხარე აპირებს, დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს. ბრალდების მხარე ასევე ვალდებულია ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაცვის მხარეს გადასცეს მის ხელთ არსებული გამამართლებელი მტკიცებულებები. 2. დაცვის მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ ბრალდების მხარე უფლებამოსილია დაცვის მხარისაგან მიიღოს ის ინფორმაცია, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც დაცვის მხარე აპირებს. 3. ინფორმაციის გაცვლის მოთხოვნის შემდეგ იმ მომენტისათვის არსებული მასალის მხარისათვის სრული მოცულობით გადაუცემლობა იწვევს ამ მასალის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობას. 4. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული მხარეების მიერ ინფორმაციის გაცვლის თაობაზე დგება ოქმი, რომლის ასლიც ეგზავნება სასამართლოს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად. 5. დაცვის მხარის უფლება ინფორმაციის მიღებაზე შეიძლება ბრალდების მხარის შუამდგომლობით შეზღუდოს სასამართლომ მხოლოდ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ან ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის ნაწილში და მხოლოდ წინასასამართლო სხდომამდე. 51. თუ მიღებულია გადაწყვეტილება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე იმ პირის ვინაობის დაფარვის შესახებ, რომელიც გამოძიების ორგანოსთან თანამშრომლობს, დაცვის მხარეს ამ ღონისძიების/მოქმედების და ყველა სხვა საგამოძიებო მოქმედების, აგრეთვე ყველა სხვა საპროცესო მოქმედების ამსახველი მტკიცებულებები გადაეცემა ამ პირის ვინაობის იდენტიფიცირებისგან დამცავი და ამოცნობის შესაძლებლობის შემზღუდავი ფორმით. 6. წინასასამართლო სხდომის გამართვამდე არა უგვიანეს 5 დღისა მხარეებმა ერთმანეთს და სასამართლოს უნდა მიაწოდონ იმ მომენტისათვის მათ ხელთ არსებული სრული ინფორმაცია, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც აპირებენ. 7. მხარეებმა საკუთარი ხარჯით უნდა გადასცენ ერთმანეთს ინფორმაცია დოკუმენტის ასლის სახით, სხვა მასალის შემთხვევაში კი – ცნობის სახით. დასაშვებია ნივთიერი მტკიცებულების დათვალიერებაც, თუ ეს არ იწვევს მის ან მასზე არსებული კვალის დაზიანებას ან განადგურებას. 8. ბრალდებულის სასამართლოში პირველ წარდგენამდე მხარეები ვალდებული არიან მისცენ ერთმანეთს იმ ინფორმაციისა და მტკიცებულების გაცნობის შესაძლებლობა, რომელთა სასამართლოში წარდგენასაც ისინი აპირებენ, ასევე გადასცენ წერილობითი მტკიცებულებების ასლები. 9. დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულებასთან დაკავშირებული მტკიცებულება ბრალდების მხარემ უნდა გადასცეს ამ კოდექსის 1654 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს, რომელსაც იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონებით დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება ეკისრება. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.418
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(96)
- საქმე №2კ-119აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.07.2026
…და არგუმენტებს წარუდგენენ სასამართლოს და რა საკითხებზე იდავებენ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის №3/1/608,609 გადაწყვეტილება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-15). 23. საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლით დადგენილი წესით, დაცვის მხარეს გამოძიების ეტაპზე გაეცვალა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ჰქონდა შესაძლებლობა, ჩაეტარებინა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა კ.
- საქმე №2კ-30აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.05.2026
საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის მე-9 და 25-ე მუხლებს, რომ შეჯიბრებით სამართალწარმოებაში მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა, ასევე – მხარე თავად განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა წრეს, რომელთა წარდგენაც სასამართლოში საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად მიაჩნია საჭიროდ ( საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლი); 8.2. სასამართლო ასევე ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 144-ე მუხლს და იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, მ.
- საქმე №2კ-14აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.05.2026
შეჯიბრებით სამართალწარმოებაში ( საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლი) მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა ( საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლი), მხარე თავად განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა წრეს, რომელთა წარდგენაც სასამართლოში საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად მიაჩნია საჭიროდ ( საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლი), შესაბამისად, სასამართლო დამოუკიდებლად არ ახდენს მოწმეთა მოწვევას, როგორც ამას უთითებს კასატორი;
- საქმე №2კ-1024აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.05.2026
დაცვის მხარეს გამოძიების ეტაპზე, საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლით დადგენილი წესით, გაეცვალა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ჰქონდა შესაძლებლობა ჩაეტარებინა ფონოსკოპიური/ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა, თუ საეჭვოდ მიიჩნევდა ბ.
- საქმე №2კ-1143აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.05.2026
გ–ი და ახალგაზრდა მამაკაცი ჩხუბობდნენ), ხოლო, მეორე მხრივ, – საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლს, რომ შეჯიბრებით სამართალწარმოებაში მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა ( საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლი), მხარე თავად განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა წრეს, რომელთა წარდგენაც სასამართლოში საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად მიაჩნია საჭიროდ ( საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლი); საქართველოს სსსკ-ის 144-ე მუხლს და იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, მ.
- საქმე №2კ-940აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.04.2026
- საქმე №2კ-939აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.04.2026
- საქმე №2კ-916აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.04.2026
- საქმე №2კ-771აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.12.2025
- საქმე №2კ-667აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.11.2025
- საქმე №2კ-560აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.10.2025
- საქმე №2კ-249აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.07.2025
- საქმე №2კ-1268აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.05.2025
- საქმე №2კ-1091აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.04.2025
- საქმე №2კ-855აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.01.2025
- საქმე №2კ-857აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.01.2025
- საქმე №2კ-772აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.12.2024
- საქმე №2კ-458აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.09.2024
- საქმე №2კ-225აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.08.2024
- საქმე №2კ-198აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.07.2024
- საქმე №2კ-1415აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.06.2024
- საქმე №2კ-890აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.03.2024
- საქმე №2კ-908აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.02.2024
- საქმე №2კ-909აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.02.2024
- საქმე №2კ-852აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.01.2024
- საქმე №2კ-992აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.11.2023
- საქმე №2კ-520აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.11.2023
- საქმე №2კ-615აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.10.2023
- საქმე №2კ-475აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.10.2023
- საქმე №2კ-238აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.09.2023
- საქმე №2კ-241აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.09.2023
- საქმე №2კ-1235აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.05.2023
- საქმე №2კ-1314აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.05.2023
- საქმე №2კ-1135აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.05.2023
- საქმე №2კ-1114აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.05.2023
- საქმე №2კ-1150აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.04.2023
- საქმე №5აგ.-2023 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.04.2023
- საქმე №2კ-881აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.02.2023
- საქმე №2კ-229აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.07.2022
- საქმე №2კ-553აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.07.2022
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 96-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება