1. სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე საგამოძიებო ორგანო მესაკუთრეს ან მფლობელს უბრუნებს მალფუჭებად საგნებს, ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში აუცილებელ საგნებს, შინაურ ცხოველებსა და ფრინველებს, თუ მათ ყადაღა არა აქვს დადებული. სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე საგამოძიებო ორგანომ მესაკუთრეს ან მფლობელს შეიძლება დაუბრუნოს სატრანსპორტო საშუალებები, კომპიუტერული სისტემა ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახი საშუალებები, თუ მათ ყადაღა არა აქვს დადებული.
2. თუ ნივთიერი მტკიცებულება არის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც მესაკუთრის/მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ გავიდა მისი კანონიერი მფლობელობიდან, საქმის მწარმოებელი ორგანო უშუალოდ ან უფლებამოსილი ორგანოს მეშვეობით წერილობით შესთავაზებს მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს, თუ ეს პირი ცნობილია, დაიბრუნოს კუთვნილი საგანი. საქმის მწარმოებელმა ორგანომ წერილობითი შეტყობინება საგნის მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს მისი ვინაობის დადგენისთანავე უნდა გაუგზავნოს. წერილობითი შეტყობინების მიღება დასტურდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ წარმოდგენილი სათანადო დოკუმენტით ან ამ შეტყობინებაზე საგნის მესაკუთრის/კანონიერი მფლობელის ხელმოწერით, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – შესაბამისად ოჯახის წევრის ან/და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე/კანონიერი მფლობელი წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 90 დღის ვადაში საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფს კუთვნილი საგნის დაბრუნებასა და ტრანსპორტირებას.
3. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საგნის მესაკუთრე ან კანონიერი მფლობელი ცნობილი არ არის, არ არსებობს ამ საგნის კანონიერი წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან აღნიშნული საგნის დაბრუნება შეუძლებელია სხვა მიზეზით, საგანი შეიძლება ჩაჰბარდეს შესაბამის პირს (ორგანიზაციას) გამოსაყენებლად, შესანახად ან მოსავლელად.
4. თუ მესაკუთრემ/კანონიერმა მფლობელმა ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში არ დაიბრუნა სატრანსპორტო საშუალება, აგრეთვე თუ სატრანსპორტო საშუალების ამოღებიდან 90 დღეში ვერ დადგინდა მისი მესაკუთრის ან კანონიერი მფლობელის ვინაობა ან იმავე ვადაში ვერ ჩაჰბარდა მას შეტყობინება, სატრანსპორტო საშუალება პროკურორის დადგენილებით უბრუნდება პირს, რომელმაც ის შეიძინა და შეძენის მომენტისათვის არ იცოდა სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებით ჩადენილი დანაშაულის შესახებ (კეთილსინდისიერი შემძენი).
5. თუ სატრანსპორტო საშუალების შემძენმა შეძენის მომენტისათვის იცოდა სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებით ჩადენილი დანაშაულის შესახებ ან ამ მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების დაბრუნება შეუძლებელია სხვა მიზეზით, პროკურორი გამოძიების ადგილის მიხედვით მაგისტრატ მოსამართლეს მიმართავს დასაბუთებული შუამდგომლობით სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ. მაგისტრატი მოსამართლე ამ კოდექსის 206-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, წარდგენიდან არაუგვიანეს 5 დღისა განიხილავს აღნიშნულ შუამდგომლობას ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით და წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის ან კეთილსინდისიერი შემძენისათვის დაბრუნების შესახებ. საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე სატრანსპორტო საშუალების შემძენი კეთილსინდისიერად ითვლება. სატრანსპორტო საშუალების შემძენის არაკეთილსინდისიერების მტკიცების ტვირთი პროკურორს ეკისრება.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად მაგისტრატი მოსამართლის მიერ გამოტანილი განჩინება შეიძლება ამ კოდექსის 207-ე მუხლით დადგენილი წესით გაასაჩივროს პროკურორმა ან დაინტერესებულმა პირმა.
61. თუ ნივთიერი მტკიცებულება არის სახელმწიფო ტყის საზღვრებში, დაცული ტერიტორიის საზღვრებში, სახელმწიფო საკუთრებაში ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (გარდა კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიისა) უკანონოდ (უკანონოდ გაჩეხვით ან სხვაგვარად) მოპოვებული მერქნიანი მცენარე, პროკურორი უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე შესაბამისი ორგანოს მიმართვის საფუძველზე მოითხოვოს ამ ნივთიერი მტკიცებულების (მერქნიანი მცენარის) გასხვისების მიზნით მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე შესაბამისი ორგანოსთვის გადაცემა. ნივთიერი მტკიცებულების (მერქნიანი მცენარის) გასხვისების შედეგად მიღებული თანხა სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე განთავსდება მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე შესაბამისი ორგანოს ანგარიშზე და ამის შესახებ ეცნობება პროკურორს.
7. ამ
მუხლის შესაბამისად ნივთიერი მტკიცებულების ბედის გადაწყვეტა დაინტერესებულ პირს არ ართმევს უფლებას, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით იდავოს საგნის კუთვნილების თაობაზე.
8. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საგნის განკარგვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2013 წლის 29 ივლისის კანონი №893 - ვებგვერდი, 20.08.2013წ.
საქართველოს 2016 წლის 8
ივნისის კანონი
№
5390
- ვებგვერდი, 17.06.2016წ.
საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1105 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.
საქართველოს 2022 წლის 24 მაისის კანონი №1575 – ვებგვერდი, 06.06.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3163 – ვებგვერდი, 05.07.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.06.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 5-ჯერ.
- 15.06.2023 კანონი №3163
- 24.05.2022 კანონი №1575
- 15.12.2021 კანონი №1105
- 08.06.2016 კანონი №5390
- 29.07.2013 კანონი №893
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (14.06.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 80. გადაწყვეტილება ნივთიერი მტკიცებულების შესახებ სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე 1. სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე საგამოძიებო ორგანო მესაკუთრეს ან მფლობელს უბრუნებს მალფუჭებად საგნებს, ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში აუცილებელ საგნებს, შინაურ ცხოველებსა და ფრინველებს, თუ მათ ყადაღა არა აქვს დადებული. სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე საგამოძიებო ორგანომ მესაკუთრეს ან მფლობელს შეიძლება დაუბრუნოს სატრანსპორტო საშუალებები, კომპიუტერული სისტემა ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახი საშუალებები, თუ მათ ყადაღა არა აქვს დადებული. 2. თუ ნივთიერი მტკიცებულება არის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც მესაკუთრის/მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ გავიდა მისი კანონიერი მფლობელობიდან, საქმის მწარმოებელი ორგანო უშუალოდ ან უფლებამოსილი ორგანოს მეშვეობით წერილობით შესთავაზებს მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს, თუ ეს პირი ცნობილია, დაიბრუნოს კუთვნილი საგანი. საქმის მწარმოებელმა ორგანომ წერილობითი შეტყობინება საგნის მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს მისი ვინაობის დადგენისთანავე უნდა გაუგზავნოს. წერილობითი შეტყობინების მიღება დასტურდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ წარმოდგენილი სათანადო დოკუმენტით ან ამ შეტყობინებაზე საგნის მესაკუთრის/კანონიერი მფლობელის ხელმოწერით, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – შესაბამისად ოჯახის წევრის ან/და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე/კანონიერი მფლობელი წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 90 დღის ვადაში საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფს კუთვნილი საგნის დაბრუნებასა და ტრანსპორტირებას. 3. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საგნის მესაკუთრე ან კანონიერი მფლობელი ცნობილი არ არის, არ არსებობს ამ საგნის კანონიერი წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან აღნიშნული საგნის დაბრუნება შეუძლებელია სხვა მიზეზით, საგანი შეიძლება ჩაჰბარდეს შესაბამის პირს (ორგანიზაციას) გამოსაყენებლად, შესანახად ან მოსავლელად. 4. თუ მესაკუთრემ/კანონიერმა მფლობელმა ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში არ დაიბრუნა სატრანსპორტო საშუალება, აგრეთვე თუ სატრანსპორტო საშუალების ამოღებიდან 90 დღეში ვერ დადგინდა მისი მესაკუთრის ან კანონიერი მფლობელის ვინაობა ან იმავე ვადაში ვერ ჩაჰბარდა მას შეტყობინება, სატრანსპორტო საშუალება პროკურორის დადგენილებით უბრუნდება პირს, რომელმაც ის შეიძინა და შეძენის მომენტისათვის არ იცოდა სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებით ჩადენილი დანაშაულის შესახებ (კეთილსინდისიერი შემძენი). 5. თუ სატრანსპორტო საშუალების შემძენმა შეძენის მომენტისათვის იცოდა სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებით ჩადენილი დანაშაულის შესახებ ან ამ მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების დაბრუნება შეუძლებელია სხვა მიზეზით, პროკურორი გამოძიების ადგილის მიხედვით მაგისტრატ მოსამართლეს მიმართავს დასაბუთებული შუამდგომლობით სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ. მაგისტრატი მოსამართლე ამ კოდექსის 206-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, წარდგენიდან არაუგვიანეს 5 დღისა განიხილავს აღნიშნულ შუამდგომლობას ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით და წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის ან კეთილსინდისიერი შემძენისათვის დაბრუნების შესახებ. საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე სატრანსპორტო საშუალების შემძენი კეთილსინდისიერად ითვლება. სატრანსპორტო საშუალების შემძენის არაკეთილსინდისიერების მტკიცების ტვირთი პროკურორს ეკისრება. 6. ამ მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად მაგისტრატი მოსამართლის მიერ გამოტანილი განჩინება შეიძლება ამ კოდექსის 207-ე მუხლით დადგენილი წესით გაასაჩივროს პროკურორმა ან დაინტერესებულმა პირმა. 61. თუ ნივთიერი მტკიცებულება არის სახელმწიფო ტყის საზღვრებში, დაცული ტერიტორიის საზღვრებში, სახელმწიფო საკუთრებაში ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (გარდა მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიისა) უკანონოდ (უკანონოდ გაჩეხვით ან სხვაგვარად) მოპოვებული მერქნიანი მცენარე, პროკურორი უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე შესაბამისი ორგანოს მიმართვის საფუძველზე მოითხოვოს ამ ნივთიერი მტკიცებულების (მერქნიანი მცენარის) გასხვისების მიზნით მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე შესაბამისი ორგანოსთვის გადაცემა. ნივთიერი მტკიცებულების (მერქნიანი მცენარის) გასხვისების შედეგად მიღებული თანხა სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე განთავსდება მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე შესაბამისი ორგანოს ანგარიშზე და ამის შესახებ ეცნობება პროკურორს. 7. ამ მუხლის შესაბამისად ნივთიერი მტკიცებულების ბედის გადაწყვეტა დაინტერესებულ პირს არ ართმევს უფლებას, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით იდავოს საგნის კუთვნილების თაობაზე. 8. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საგნის განკარგვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(14)
- საქმე №ას-1053-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.10.2025
მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაემყარა იმ ფაქტობრივ მოცემულობას, რომ მოპასუხეებმა საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოსარჩელისგან ამოღებული ძვირფასი ნივთები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-80 მუხლის დარღვევით გადასცეს არაუფლებამოსილ პირებს, რითაც მოსარჩელეს მიადგა ზიანი, ვინაიდან ვეღარ ახერხებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას და კანონიერი ქონებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
- საქმე №2კ-832აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.10.2023
…რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის დარღვევად ვერ იქნება მიჩნეული ის გარემოება, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი მობილური ტელეფონი საქმის განხილვის დასრულებამდე დაუბრუნდა დაზრალებულ მ. გ-ს. საქართველოს სსსკ-ის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე საგამოძიებო ორგანო მესაკუთრეს ან მფლობელს უბრუნებს მალფუჭებად საგნებს, ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში აუცილებელ საგნებს, შინაურ ცხოველებსა და ფრინველებს, თუ მათ ყადაღა არა აქვს დადებული.
- საქმე №ბს-532(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.06.2023
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გამოძიებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გამო, არ არსებობდა ზემოხსენებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-80 მუხლით სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის კანონიერი საფუძველი.
- საქმე №ბს-1315(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.05.2023
მოცემულ შემთხვევაში, პირველადი მოთხოვნაა დ. ხ-ის მითითებით მისთვის ჩამორთმეული თანხის უკან მიღება. აღნიშნული მოთხოვნა გამოხატულია ფულადი ერთეულით, რის გამოც მისი შესრულების შეუძლებლობა არ დასტურდება. ამჟამად მოქმედი 09.10.2009წ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 80.1 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე საგამოძიებო ორგანო მესაკუთრეს ან მფლობელს უბრუნებს ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში აუცილებელ საგნებს, თუ მათ ყადაღა არა აქვს დადებული.
- საქმე №2კ-1061აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.04.2022
დ-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებას - პლასტმასის ყუთსა და 18 თავ ყველს, საქმის მასალებით ირკვევა, რომ ვინაიდან ყველი წარმოადგენდა მალფუჭებად საგანს, იგი საქართველოს სსსკ-ის მე-80 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე დაუბრუნდა მის მესაკუთრეს.
- საქმე №ბს-950(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.10.2021
- საქმე №2კ-61აპ.-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.07.2013
- საქმე №330100118002653951 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.08.2019
- საქმე №190310016001518365 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 16.04.2019
- საქმე №330100115001026958 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 01.04.2019
- საქმე №140100119002857778 · გორის რაიონული სასამართლო · 03.10.2019
- საქმე №140100118002735343 · გორის რაიონული სასამართლო · 31.03.2019
- საქმე №330100115001026958 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 12.11.2018
- საქმე №330100118002376149 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 02.10.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება