სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლი · სსსკ 78
თავი X — მტკიცებულება, მტკიცების საგანი და პროცესი
1. მხარის მოთხოვნის შემთხვევაში დოკუმენტს მტკიცებულებითი ძალა აქვს, თუ ცნობილია მისი წარმომავლობა და ის ავთენტიკურია. მტკიცებულებითი ძალა აქვს აგრეთვე „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული კონტროლირებადი მიწოდების ფარგლებში სრულად ან ნაწილობრივ ჩანაცვლებულ წინასწარ ნიშანდებულ ან/და ყალბ (სიმულაციურ) დოკუმენტს. დოკუმენტი ან ნივთიერი მტკიცებულება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ მხარეს შეუძლია მოწმედ დაკითხოს პირი, რომელმაც მოიპოვა/შექმნა ან/და რომელთანაც სასამართლოსთვის წარდგენამდე ინახებოდა იგი.
2. დოკუმენტი იმავდროულად შეიძლება იყოს სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერი მტკიცებულება, თუ მას შეუნაცვლებლობის თვისება აქვს.
3. თუ ამოღებული და სისხლის სამართლის საქმეზე დართული დოკუმენტი საჭიროა მიმდინარე აღრიცხვისათვის, ანგარიშგებისათვის და სხვა მართლზომიერი მიზნებისათვის, ის ან მისი ასლი შეიძლება კანონიერ მფლობელს დაუბრუნდეს ან გადაეცეს დროებით გამოსაყენებლად.
საქართველოს 2019 წლის 19 დეკემბრის კანონი №5621 – ვებგვერდი, 26.12.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 19.12.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (01.05.2013 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 78. დოკუმენტის მტკიცებულებითი ძალა 1. მხარის მოთხოვნის შემთხვევაში დოკუმენტს მტკიცებულებითი ძალა აქვს, თუ ცნობილია მისი წარმომავლობა და ის ავთენტიკურია. მტკიცებულებითი ძალა აქვს აგრეთვე „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული კონტროლირებადი მიწოდების ფარგლებში სრულად ან ნაწილობრივ ჩანაცვლებულ წინასწარ ნიშანდებულ ან/და ყალბ (სიმულაციურ) დოკუმენტს. დოკუმენტი ან ნივთიერი მტკიცებულება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ მხარეს შეუძლია მოწმედ დაკითხოს პირი, რომელმაც მოიპოვა/შექმნა იგი ან/და რომელთანაც ინახებოდასასამართლოსთვის სასამართლოშიწარდგენამდე წარდგენამდე.ინახებოდა იგი. 2. დოკუმენტი იმავდროულად შეიძლება იყოს სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერი მტკიცებულება, თუ მას შეუნაცვლებლობის თვისება აქვს. 3. თუ ამოღებული და სისხლის სამართლის საქმეზე დართული დოკუმენტი საჭიროა მიმდინარე აღრიცხვისათვის, ანგარიშგებისათვის და სხვა მართლზომიერი მიზნებისათვის, ის ან მისი ასლი შეიძლება კანონიერ მფლობელს დაუბრუნდეს ან გადაეცეს დროებით გამოსაყენებლად.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(56)
საქმე №2კ-136აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.07.2026
ამდენად, დაცულია საქართველოს სსსკ-ის 78-ე მუხლის მოთხოვნა და არ არსებობს გარემოება, რომელიც გამოთხოვილი ჩანაწერისა და ამოღებული ტანსაცმლის ავთენტურობას საეჭვოდ გახდიდა და, აქედან გამომდინარე, გამორიცხავდა ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად მითითებულ მტკიცებულებათა გამოყენების შესაძლებლობას.
საქმე №2კ-781აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.02.2026
…სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება დ. მ....ს მიერ ხელშეკრულების დადებისას (2021 წლის 9 აპრილი) ან/და ხელშეკრულების დადებამდე პერიოდში საქართველოს საზღვრის გადაკვეთის ფაქტი ბ----- მიმართულებით. საქართველოს სსსკ-ის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, დოკუმენტს მტკიცებულებითი ძალა აქვს, თუ ცნობილია მისი წარმომავლობა და ის ავთენტიკურია“.
საქმე №2კ-1091აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.04.2025
გარდა ამისა, სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნული დასკვნის დაშვების და მისი გამოკვლევის შემთხვევაშიც კი, ის ვერ იქნებოდა გაზიარებული სასამართლოს მიერ, რადგან მოცემულ შემთხვევაში ვერ დააკმაყოფილებდა საქართველოს სსსკ-ის 78-ე მუხლით დადგენილ იმპერატიულ წინაპირობებს. კერძოდ, დაცვის მხარემ სამედიცინო დასკვნის სისხლის სამართლის საქმეზე დართვასთან ერთად არ მოითხოვა მისი შემდგენელი პირის დაკითხვა (განმარტა, რომ ვერ მოახერხებდა (15:22:15)).
საქმე №2კ-458აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.09.2024
მეორეს მხრივ, უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 78-ე მუხლი პირის დაკითხვას უკავშირებს იმპერატიულად განსაზღვრულ ორ მიზანს: დოკუმენტის ავთენტიკურობისა და წარმომავლობის დადგენას;
საქმე №2კ-918აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.02.2024
…23-ე ნაწილს, რომლის თანახმად, "დოკუმენტად ითვლება ნებისმიერი წყარო, რომელშიც ინფორმაცია აღბეჭდილია სიტყვიერ-ნიშნობრივი ფორმით ან/და ფოტო-, კინო-, ვიდეო-, ბგერისა თუ სხვა ჩანაწერის სახით ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით“; საქართველოს სსსკ-ის 78-ე მუხლის პირველი ნაწილს "მხარის მოთხოვნის შემთხვევაში დოკუმენტს მტკიცებულებითი ძალა აქვს, თუ ცნობილია მისი წარმომავლობა და ის ავთენტიკურია.
საქმე №2კ-176აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.06.2023
საქმე №2კ-736აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.11.2022
საქმე №2კ-670აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.08.2022
საქმე №2კ-738აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.03.2022
საქმე №2კ-554აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.12.2021
საქმე №2კ-436აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.11.2021
საქმე №2კ-894აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.05.2021
საქმე №2კ-158აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.07.2020
საქმე №2კ-211აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.07.2020
საქმე №2კ-99აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.07.2020
საქმე №2კ-425აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.11.2019
საქმე №2კ-567აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.03.2019
საქმე №2კ-83აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.07.2018
საქმე №2კ-577აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.04.2018
საქმე №2კ-469აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.01.2018
საქმე №2კ-250აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.10.2017
საქმე №2კ-56აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.05.2017
საქმე №2კ-332აპ.-15 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.12.2015
საქმე №83აგ.-2014 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.03.2015
საქმე №52აგ.-2014 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.10.2014
საქმე №2კ-959აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 78, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-78/