1. გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება:
ა) საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი;
ბ) განაჩენი ნასამართლობაზე;
გ) სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არცერთი მონაწილე მათ საეჭვოდ არ ხდის;
დ) ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
2. მხარის ინიციატივით, სასამართლომ შეიძლება უარყოს პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტი, თუ ეს ფაქტი ეწინააღმდეგება სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებს.
საქართველოს 2013 წლის 14 ივნისის კანონი №741 – ვებგვერდი, 27.06.2013
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.06.2013-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 14.06.2013 კანონი №741
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (01.05.2013 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 73. პრეიუდიცია 1. გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება: ა) საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი; ბ) განაჩენი ნასამართლობაზე; გ) სასამართლოსსხვა კანონიერსისხლის ძალაშისამართლის შესულისაქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება;გარემოებები, თუ პროცესის არცერთი მონაწილე მათ საეჭვოდ არ ხდის; დ) ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. 2. მხარის ინიციატივით, სასამართლომ შეიძლება უარყოს პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტი, თუ ეს ფაქტი ეწინააღმდეგება სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებს.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5649)
- საქმე №2კ-136აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.07.2026
პრეიუდიციასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის არსი არის სწორედ ის, რომ მხარეები საქმის ფაქტობრივ გარემოებებს გამოკვლევის გარეშე იღებენ მტკიცებულებად, ე.
- საქმე №2კ-337აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.06.2026
დაცვის მხარეს ბრალდების მხარის არცერთი მტკიცებულება და ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც, ბრალდების მხარის მტკიცებულებები, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული. 10. რაც შეეხება კასატორის ძირითად არგუმენტს, რომ ნარკოტიკული საშუალების ოდენობა არ ქმნიდა…
- საქმე №2კ-940აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.04.2026
უ–ის გამოკითხვის ოქმებში მითითებულ ინფორმაციებს შორის არსებითი წინააღმდეგობის შესახებ კასატორის მტკიცებასთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის დანაწესს (გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება, მათ შორის, ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან), მტკიცებულებების უდავოდ ცნობის მნიშვნელობას, იმ გარემოებას, რომ დაცვის მხარემ უარი განაცხადა ბრალდების მხარის მიერ დასაკითხად წარმოდგენილი ბ.
- საქმე №2კ-881აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.03.2026
…სასამართლო განმარტავს, რომ წინამდებარე საქმის ფარგლებში, სასამართლოს შეფასების/განხილვის საგანს არ წარმოადგენს გ. ს–ის მიმართ სისხლისსამართალწარმოების ფარგლებში უ. ბ–ის უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვის/ხელყოფის საკითხი. 18. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არცერთი მონაწილე მათ საეჭვოდ არ ხდის.
- საქმე №2კ-850აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.02.2026
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულება მიიჩნია პრეიუდიციად, რითაც საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უარი განაცხადა მის გამოკვლევაზე. ამის შემდგომ, 2024 წლის 2 აპრილს, პირველი ინსტანციის სასამართლოში გამართულ…
- საქმე №2კ-907აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.02.2026
- საქმე №2კ-865აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.02.2026
- საქმე №2კ-824აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.12.2025
- საქმე №2კ-548აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.11.2025
- საქმე №2კ-508აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.10.2025
- საქმე №2კ-602აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.07.2025
- საქმე №2კ-212აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.07.2025
- საქმე №2კ-227აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.07.2025
- საქმე №2კ-62აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.07.2025
- საქმე №2კ-216აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.05.2025
- საქმე №2კ-1344აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.04.2025
- საქმე №2კ-1229აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.03.2025
- საქმე №2კ-1135აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.03.2025
- საქმე №2კ-87აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.06.2024
- საქმე №2კ-19აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.05.2024
- საქმე №2კ-90აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.04.2024
- საქმე №2კ-1405აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.03.2024
- საქმე №2კ-908აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.02.2024
- საქმე №2კ-1218აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.02.2024
- საქმე №2კ-817აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.01.2024
- საქმე №2კ-864აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.12.2023
- საქმე №2კ-1045აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.12.2023
- საქმე №2კ-657აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.10.2023
- საქმე №2კ-43აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.05.2023
- საქმე №2კ-1255აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.03.2023
- საქმე №2კ-924აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.03.2023
- საქმე №2კ-971აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.12.2022
- საქმე №2კ-770აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.10.2022
- საქმე №2კ-732აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.10.2022
- საქმე №2კ-733აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.10.2022
- საქმე №2კ-648აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.09.2022
- საქმე №2კ-445აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.08.2022
- საქმე №2კ-550აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.07.2022
- საქმე №2კ-314აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.06.2022
- საქმე №2კ-3აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.05.2022
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 5649-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება