თავი IX — სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების წესი
პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიება შეიძლება გამოყენებულ იქნეს, თუ:
ა) განიხილება საქმე ისეთი ქმედების ჩადენის ფაქტზე, რომლის საჯარო განხილვაც თავისი ბუნებით არსებით ზიანს მიაყენებს პროცესის მონაწილის პირად ცხოვრებას;
ბ) პროცესის მონაწილის ვინაობისა და საქმეში მონაწილეობის გასაჯაროებით მნიშვნელოვანი საფრთხე დაემუქრება მის ან მისი ახლო ნათესავის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან ქონებას;
გ) პროცესის მონაწილე დამოკიდებულია ბრალდებულზე;
დ) (ამოღებულია – 28.10.2011, №5170)
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 28.10.2011-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 28.10.2011 კანონი №5170
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (01.05.2013 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 67. პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების საფუძვლები პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიება შეიძლება გამოყენებულ იქნეს, თუ: ა) განიხილება საქმე ისეთი ქმედების ჩადენის ფაქტზე, რომლის საჯარო განხილვაც თავისი ბუნებით არსებით ზიანს მიაყენებს პროცესის მონაწილის პირად ცხოვრებას; ბ) პროცესის მონაწილის ვინაობისა და საქმეში მონაწილეობის გასაჯაროებით მნიშვნელოვანი საფრთხე დაემუქრება მის ან მისი ახლო ნათესავის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან ქონებას; გ) პროცესის მონაწილე დამოკიდებულია ბრალდებულზე; დ) (ამოღებულია – 28.1.2011,28.10.2011, №5170) საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №330100119002825794 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.07.2019
…განაჩენით: გ-----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით; სსსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 01 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი;
- საქმე №2კ-758-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.03.2013
…პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მეორე ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, საბოლოოდ მას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. საქართველოს სსსკ-ის 67-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მსჯავრდებულ ლ. ა-ს, მძიმე ავადმყოფობის გამო, გადაუვადდა განაჩენის აღსრულება…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება