თავი IX — სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების წესი
1. პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს:
ა) პირი, რომლის მიმართაც გამოიყენება დაცვის სპეციალური ღონისძიება (პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვა);
ბ) დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების ვადა.
2. დაცვის სპეციალური ღონისძიება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს უვადოდ.
3. დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება არ არის საჯარო. ეს გადაწყვეტილება ეცნობება მხოლოდ დასაცავ პირს.
4. დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების ვადის ამოწურვის შემთხვევაში შესაძლებელია ვადის გაგრძელება, თუ კვლავ არსებობს ამ ღონისძიების გამოყენების საჭიროება.
5. დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში ამ ღონისძიებას აუქმებს მისი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები პირი, რაც დაუყოვნებლივ ეცნობება დასაცავ პირს.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 28.10.2011-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 28.10.2011 კანონი №5170
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (01.07.2011 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 70. გადაწყვეტილება დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ 1. პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებგადაწყვეტილებაშიშესახებ გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს: ა) დაცვისპირი, რომელირომლის მიმართაც გამოიყენება დაცვის სპეციალური ღონისძიება გამოიყენება;(პროცესის ბ)მონაწილის პირი,დაცვის რომლისსპეციალურ მიმართაცპროგრამაში გამოიყენებაჩართვა); ბ) დაცვის სპეციალური ღონისძიება, და ამ ღონისძიების გამოყენების ვადა. 2. დაცვის სპეციალური ღონისძიება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს უვადოდ. 3. დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება არ არის საჯარო. 4.ეს დაცვისგადაწყვეტილება სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე, დასაცავი პირის ამოცნობისა და იდენტიფიცირების მონაცემების გარეშე, წერილობით ეცნობება მხარეებს,მხოლოდ შუამდგომლობისდასაცავ ავტორსპირს. და4. იმ პირს, რომლის მიმართაც გამოიყენება ეს ღონისძიება. 5. დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების ვადის ამოწურვის შემთხვევაში შესაძლებელია ვადის გაგრძელება, თუ კვლავ არსებობს ამ ღონისძიების გამოყენების საჭიროება. 6.5. დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში ამ ღონისძიებას აუქმებს მისი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები პირი, რაც დაუყოვნებლივ ეცნობება დასაცავ პირს. 7. დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების აღსრულების შესახებ 3 დღის ვადაში ეცნობება ამ ღონისძიების გამოყენების ინიციატორს. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება