თავი IX — სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების წესი
1. პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიების სახეა პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვა.
2. პროკურორი უფლებამოსილია, საქართველოს გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით, გამოიყენოს პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიება და ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართოს პროცესის მონაწილე, ან პირი, რომელიც შეიძლება გახდეს პროცესის მონაწილე, მასთან დაკავშირებული პირი ან/და მისი ახლო ნათესავი, მათი თანხმობით.
3. პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური პროგრამით დადგენილი წესით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირების მიმართ იყენებს დაცვის კონკრეტულ ღონისძიებებს. ასეთი ღონისძიებებია:
ა) მიკვლევის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება − საჯარო რეესტრში ან სხვა საჯარო ხასიათის ჩანაწერში პროცესის მონაწილის ამოცნობისა და იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველი მონაცემების, კერძოდ, სახელის, გვარის, მისამართის, სამუშაო ადგილის, პროფესიის ან სხვა შესაბამისი ინფორმაციის, შეცვლა ან ამოღება;
ბ) ვინაობის შეცვლა და მასზე ახალი დოკუმენტების გაცემა − ფსევდონიმის მიჭება, გარეგნობის შეცვლა, ამოცნობისა და იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველი საპროცესო და სხვა დოკუმენტების გასაიდუმლოება;
გ) უსაფრთხოების ზომების მიღება (პირადი დაცვა, განგაშზე გამოძახება და სხვ.);
დ) საცხოვრებელი ადგილის დროებით ან სამუდამოდ შეცვლა;
ე) სხვა სახელმწიფოში გაყვანა (რელოკაცია).
4. პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვისა და დაცვის კონკრეტული ღონისძიებების განხორციელების პროცედურებს ერთობლივად განსაზღვრავენ საქართველოს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები.
5. პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიების ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის
კანონი №
3814
–
ვებგვერდი, 13.12.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.11.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 30.11.2018 კანონი №3814
- 28.10.2011 კანონი №5170
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (01.05.2013 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 68. პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიების სახე და მის გამოყენებაზე უფლებამოსილი პირი 1. პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიების სახეა პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვა. 2. პროკურორი უფლებამოსილია, საქართველოს მთავარიგენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით, გამოიყენოს პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიება და ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართოს პროცესის მონაწილე, ან პირი, რომელიც შეიძლება გახდეს პროცესის მონაწილე, მასთან დაკავშირებული პირი ან/და მისი ახლო ნათესავი, მათი თანხმობით. 3. პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური პროგრამით დადგენილი წესით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირების მიმართ იყენებს დაცვის კონკრეტულ ღონისძიებებს. ასეთი ღონისძიებებია: ა) მიკვლევის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება − საჯარო რეესტრში ან სხვა საჯარო ხასიათის ჩანაწერში პროცესის მონაწილის ამოცნობისა და იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველი მონაცემების, კერძოდ, სახელის, გვარის, მისამართის, სამუშაო ადგილის, პროფესიის ან სხვა შესაბამისი ინფორმაციის, შეცვლა ან ამოღება; ბ) ვინაობის შეცვლა და მასზე ახალი დოკუმენტების გაცემა − ფსევდონიმის მიჭება, გარეგნობის შეცვლა, ამოცნობისა და იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველი საპროცესო და სხვა დოკუმენტების გაგასაიდუმლოება; საიდუმლოება; გ) უსაფრთხოების ზომების მიღება (პირადი დაცვა, განგაშზე გამოძახება და სხვ.); დ) საცხოვრებელი ადგილის დროებით ან სამუდამოდ შეცვლა; ე) სხვა სახელმწიფოში გაყვანა (რელოკაცია). 4. პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვისა და დაცვის კონკრეტული ღონისძიებების განხორციელების პროცედურებს ერთობლივად განსაზღვრავენ საქართველოს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები. 5. პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიების ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №2კ-1163აპ.-10 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.02.2011
ტ-ისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო _ 10000 ლარი, საქართველოს სსსკ-ის 68-ე მუხლის VII ნაწილის შესაბამისად, ჩაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში. მ. ქ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის III ნაწილის,,ა” ქვეპუნქტით _ 15 წლით, ხოლო 262-ე მუხლის IV ნაწილის,,ა” ქვეპუნქტით _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება