თავი VIII — სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებები, აცილება
1. პირს, რომელსაც აცილება მისცეს, აცილების საკითხის განხილვამდე უფლება აქვს, მისცეს განმარტება.
2. მოსამართლის აცილების შუამდგომლობაზე გადაწყვეტილებას იღებს:
ა) საქმის ერთპიროვნულად განხილვისას, თუ აცილების შუამდგომლობა დაყენებულია საქმის განმხილველი მოსამართლის მიმართ, – ეს მოსამართლე;
ბ) საქმის კოლეგიურად განხილვისას, თუ აცილების შუამდგომლობა დაყენებულია მოსამართლის (მოსამართლეების) მიმართ, – ის მოსამართლე (მოსამართლეები), რომლის (რომელთა) მიმართაც აცილების შუამდგომლობა არ დაყენებულა;
გ) საქმის კოლეგიურად განხილვისას, თუ აცილების შუამდგომლობა დაყენებულია სასამართლოს მთელი შემადგენლობის მიმართ, – საქმის განმხილველი სასამართლოს შემადგენლობა;
დ) ამ კოდექსის 114-ე მუხლით დადგენილი წესით მოწმის დაკითხვისას, თუ აცილების შუამდგომლობა დაყენებულია მაგისტრატი მოსამართლის მიმართ, – ეს მაგისტრატი მოსამართლე.
3. გამოძიებისას დაყენებული აცილების შუამდგომლობა უნდა გადაწყდეს 24 საათში, ხოლო სასამართლო სხდომაზე დაყენებული შუამდგომლობა – დაუყოვნებლივ, სათათბირო ოთახში ან ადგილზე თათბირით.
4. განცხადებული აცილების შუამდგომლობაზე პროკურორს გამოაქვს დადგენილება, ხოლო სასამართლოს – განჩინება.
საქართველოს 2015 წლის 18
დეკემბრის კანონი
№4677
- ვებგვერდი, 29.12.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.12.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 18.12.2015 კანონი №4677
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (01.05.2013 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 64. აცილების შუამდგომლობის გადაწყვეტის წესი 1. პირს, რომელსაც აცილება მისცეს, აცილების საკითხის განხილვამდე უფლება აქვს, მისცეს განმარტება. 2. მოსამართლის აცილების შუამდგომლობაზე გადაწყვეტილებას იღებს: ა) საქმის ერთპიროვნულად განხილვისას, თუ აცილების შუამდგომლობა დაყენებულია საქმის განმხილველი მოსამართლის მიმართ, – ეს მოსამართლე; ბ) საქმის კოლეგიურად განხილვისას, თუ აცილების შუამდგომლობა დაყენებულია მოსამართლის (მოსამართლეების) მიმართ, – ის მოსამართლე (მოსამართლეები), რომლის (რომელთა) მიმართაც აცილების შუამდგომლობა არ დაყენებულა; გ) საქმის კოლეგიურად განხილვისას, თუ აცილების შუამდგომლობა დაყენებულია სასამართლოს მთელი შემადგენლობის მიმართ, – საქმის განმხილველი სასამართლოს შემადგენლობა.შემადგენლობა; დ) ამ კოდექსის 114-ე მუხლით დადგენილი წესით მოწმის დაკითხვისას, თუ აცილების შუამდგომლობა დაყენებულია მაგისტრატი მოსამართლის მიმართ, – ეს მაგისტრატი მოსამართლე. 3. გამოძიებისას დაყენებული აცილების შუამდგომლობა უნდა გადაწყდეს 24 საათში, ხოლო სასამართლო სხდომაზე დაყენებული შუამდგომლობა – დაუყოვნებლივ, სათათბირო ოთახში ან ადგილზე თათბირით. 4. განცხადებული აცილების შუამდგომლობაზე პროკურორს გამოაქვს დადგენილება, ხოლო სასამართლოს – განჩინება.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(20)
- საქმე №3აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.07.2025
გ–ემ საქართველოს სსსკ-ის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვა საქმის განმხილველი სასამართლოს მთელი შემადგენლობის აცილება, შუამდგომლობის თბილისის…
- საქმე №28აგ.-2015 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.07.2015
მ-ს 2015 წლის 6 მარტის წერილი, რითიც დაირღვა საქართველოს სსსკ-ის 64-ე მუხლის მე-4 ნაწილი. კასატორთა აზრით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არსებითი დარღვევაა ისიც, რომ სასამართლომ არ შეასრულა სსსკ-ის 313-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება შუამდგომლობის დასაბუთებულობის შესწავლის შესახებ;
- საქმე №140100119003140310 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.11.2019
მოცემულ შემთხვევაში დგინდება, რომ რ---–---- გ------–--–ს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი. პალატა მოცემულ შემთხვევაში ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომლის ჩადენასაც მსჯავრდებული აღიარებს და გულწრფელად ინანიებს.
- საქმე №330100118002789930 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 14.06.2019
…თანახმად, დანიშნული სასჯელის ნაწილი - 2 (ორი) წელი და 8 (რვა) თვე გ-------–----–---–--ნს განესაზღვროს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 1 (ერთი) წელი და 4 (ოთხი) თვე, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად. სსსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გ-------–----–---–--ნს გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი. გ-------–----–---–--ნს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 26 ნოემბრიდან.
- საქმე №110100118002604426 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 03.06.2019
…ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სა-მართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამა-ტებითი სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით.
- საქმე №010100118002585024 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 31.05.2019
- საქმე №060100118002593836 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 31.05.2019
- საქმე №080100118002426303 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 17.05.2019
- საქმე №820100119002844895 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 14.05.2019
- საქმე №190100118002355427 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.06.2018
- საქმე №170100120003462210 · თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო · 17.03.2020
- საქმე №170100119003251924 · თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო · 05.12.2019
- საქმე №140100119003141574 · გორის რაიონული სასამართლო · 26.11.2019
- საქმე №330100119003076095 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 20.09.2019
- საქმე №330100119003123681 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 06.09.2019
- საქმე №140100119002893737 · გორის რაიონული სასამართლო · 23.05.2019
- საქმე №170100119002812335 · თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო · 24.01.2019
- საქმე №ბს-851(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2023
- საქმე №170100119003225501 · თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო · 12.12.2019
- საქმე №020100118002552061 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 28.10.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება