თავი VIII — სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებები, აცილება
1. მოსამართლე, ნაფიცი მსაჯული, პროკურორი, გამომძიებელი ან სასამართლო სხდომის მდივანი ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის პროცესში, თუ:
ა) კანონით დადგენილი წესით არ იყო თანამდებობაზე დანიშნული ან არჩეული;
ბ) ამ საქმეში მონაწილეობს ან მონაწილეობდა, როგორც ბრალდებული, ადვოკატი, დაზარალებული, ექსპერტი, თარჯიმანი ან მოწმე;
ბ1) ამ საქმეზე გამოძიება მის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე მიმდინარეობს;
გ) არის ბრალდებულის, ადვოკატის, დაზარალებულის ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი;
დ) ისინი ერთმანეთის ოჯახის წევრები ან ახლო ნათესავები არიან;
დ1) იყო მედიატორი იმავე საქმეზე ან ამ საქმესთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე;
ე) არსებობს სხვა გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას.
2. მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის საქმის არსებით განხილვაში, თუ იგი ამ საქმეში მონაწილეობდა, როგორც გამომძიებელი, პროკურორი, წინასასამართლო სხდომის, პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს მოსამართლე ან სასამართლო სხდომის მდივანი. ეს წესი ვრცელდება იმ მოსამართლეზე, რომელიც მონაწილეობდა სისხლის სამართლის საქმის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განხილვაში.
3. მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო შეტანილი საჩივრის განხილვაში.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში საქმის განხილვაში მოსამართლის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოება არ არის ადრე ამ საქმის საკასაციო წესით განხილვაში მისი მონაწილეობა.
5. პროკურორისა და გამომძიებლის მიერ თავიანთი ფუნქციების შესრულება სისხლის სამართლის პროცესის არც ერთ სტადიაზე არ აბრკოლებს ამ საქმეში მათ შემდგომ მონაწილეობას.
6. სისხლის სამართლის საქმეში მონაწილე გამომძიებელი მონაწილეობას ვერ მიიღებს დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით ჩასატარებელ საგამოძიებო მოქმედებაში, თუ არ არსებობს დაცვის მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობა.
საქართველოს 2014
წლის 24
ივლისის კანონი №2518 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.
საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4961 – ვებგვერდი, 27.09.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.09.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 18.09.2019 კანონი №4961
- 24.07.2014 კანონი №2518
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (20.12.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 59. სისხლის სამართლის პროცესში მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულის, პროკურორის, გამომძიებლის ან სასამართლო სხდომის მდივნის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებები 1. მოსამართლე, ნაფიცი მსაჯული, პროკურორი, გამომძიებელი ან სასამართლო სხდომის მდივანი ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის პროცესში, თუ: ა) კანონით დადგენილი წესით არ იყო თანამდებობაზე დანიშნული ან არჩეული; ბ) ამ საქმეში მონაწილეობს ან მონაწილეობდა, როგორც ბრალდებული, ადვოკატი, დაზარალებული, ექსპერტი, თარჯიმანი ან მოწმე; ბ1) ამ საქმეზე გამოძიება მის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე მიმდინარეობს; გ) არის ბრალდებულის, ადვოკატის, დაზარალებულის ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი; დ) ისინი ერთმანეთის ოჯახის წევრები ან ახლო ნათესავები არიან; [დ1) დ1 ) იყო მედიატორი იმავე საქმეზე ან ამ საქმესთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე; (ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან)] ე) არსებობს სხვა გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას. 2. მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის საქმის არსებით განხილვაში, თუ იგი ამ საქმეში მონაწილეობდა, როგორც გამომძიებელი, პროკურორი, წინასასამართლო სხდომის, პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს მოსამართლე ან სასამართლო სხდომის მდივანი. ეს წესი ვრცელდება იმ მოსამართლეზე, რომელიც მონაწილეობდა სისხლის სამართლის საქმის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განხილვაში. 3. მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო შეტანილი საჩივრის განხილვაში. 4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში საქმის განხილვაში მოსამართლის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოება არ არის ადრე ამ საქმის საკასაციო წესით განხილვაში მისი მონაწილეობა. 5. პროკურორისა და გამომძიებლის მიერ თავიანთი ფუნქციების შესრულება სისხლის სამართლის პროცესის არც ერთ სტადიაზე არ აბრკოლებს ამ საქმეში მათ შემდგომ მონაწილეობას. 6. სისხლის სამართლის საქმეში მონაწილე გამომძიებელი მონაწილეობას ვერ მიიღებს დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით ჩასატარებელ საგამოძიებო მოქმედებაში, თუ არ არსებობს დაცვის მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობა.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(72)
- საქმე №8აგ.-2026 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.08.2026
ც–ის საქმეზე თვითაცილება, საქართველოს სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ შესაბამის მოსამართლეებს უკვე ჰქონდათ განხილული და შეფასებული დ.
- საქმე №2კ-1148აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.06.2026
…მოსამართლე ნანა ჯოხაძემ მიუხედავად იმისა, რომ მას წინასასამართლო სხდომაზე განხილული ჰქონდა გ. გ-ის მიმართ წარმოებული ერთ-ერთი (სხვა/არა განსახილველი) სისხლის სამართლის საქმე, არ მიიღო თვითაცილების შესახებ გადაწყვეტილება. 12.9.1. საქართველოს სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის საქმის არსებით განხილვაში, თუ იგი ამ საქმეში მონაწილეობდა, მათ შორის, როგორც წინასასამართლო სხდომის მოსამართლე.
- საქმე №26აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.03.2026
…და უზენაეს სასამართლოებში ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მისი შუამდგომლობის განმხილველი მოსამართლეების აცილების შესახებ, იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულ მოსამართლეებს არსებითად ჰქონდათ განხილული მისი სისხლის სამართლის საქმე. 7. საქართველოს სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის საქმის არსებით განხილვაში, თუ იგი ამ საქმეში მონაწილეობდა, როგორც გამომძიებელი, პროკურორი, წინასასამართლო სხდომის, პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს მოსამართლე ან სასამართლო სხდომის მდივანი.
- საქმე №2კ-626აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.12.2025
კ–ს აცილების თაობაზე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლი ადგენს, რომ მოსამართლე,... გამომძიებელი... ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის პროცესში თუ ისინი ერთმანეთის ოჯახის წევრები ან ახლო ნათესავები არიან.
- საქმე №2კ-501აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.09.2025
ც-ის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობასთან დაკავშირებით (რომლითაც ითხოვს პროკურორ გია შაიშმელაშვილის აცილებას) მიუთითებს, რომ აღნიშნული შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნებს და შესაბამისად, არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი. 21. დ. ც-ს ბრალი ედება იმაში, რომ კ.
- საქმე №38აგ.-2024 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.03.2025
- საქმე №25აგ.-2024 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.12.2024
- საქმე №2კ-993აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.12.2024
- საქმე №2კ-898აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.10.2024
- საქმე №37აგ.-2024 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.10.2024
- საქმე №2კ-1415აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.06.2024
- საქმე №4აგ.-2024 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.04.2024
- საქმე №2კ-1316აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.06.2023
- საქმე №2კ-1291აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.04.2023
- საქმე №45აგ.-2022 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.03.2023
- საქმე №1აგ.-2022 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.04.2022
- საქმე №74აგ.-2021 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.02.2022
- საქმე №46აგ.-2021 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.11.2021
- საქმე №53აგ.-2021 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.11.2021
- საქმე №6აგ.-2021 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.06.2021
- საქმე №60აგ.-2020 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.03.2021
- საქმე №2კ-845აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.02.2021
- საქმე №36აგ.-2020 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.11.2020
- საქმე №24აგ.-2020 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.09.2020
- საქმე №36აგ.-2019 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.02.2020
- საქმე №2კ-459აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.01.2019
- საქმე №12აგ.-2018 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.06.2018
- საქმე №2კ-34-I-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.05.2018
- საქმე №2კ-106აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.07.2017
- საქმე №2კ-172აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.06.2017
- საქმე №500აგ.-2015 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.05.2016
- საქმე №451აგ.-2015 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.04.2016
- საქმე №417აგ.-2015 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.04.2016
- საქმე №396აგ.-2015 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.04.2016
- საქმე №416აგ.-2015 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.03.2016
- საქმე №28აგ.-2015 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.07.2015
- საქმე №2კ-171აპ.-14 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.12.2014
- საქმე №57აგ.-2014 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.06.2014
- საქმე №8აგ.-2014 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.04.2014
- საქმე №608აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.12.2013
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 72-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება