1. პროკურორმა დაზარალებულის მოთხოვნის შემთხვევაში წინასწარ უნდა შეატყობინოს მას შემდეგი საპროცესო მოქმედებების ჩატარების ადგილი და დრო:
ა) ბრალდებულის პირველი წარდგენა მაგისტრატ მოსამართლესთან;
ბ) წინასასამართლო სხდომა;
გ) სასამართლოს მთავარი სხდომა;
დ) სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობის განხილვის სასამართლო სხდომა;
ე) სასჯელის შეფარდების სასამართლო სხდომა;
ვ) სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო სხდომა.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ინფორმაცია დაზარალებულს წერილობით უნდა გადაეცეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვაგვარი საშუალებით გადაცემა გონივრულია მოცემულ გარემოებებში და საკმარის დროს იძლევა შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.
21. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დაზარალებულს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს შეზღუდვიდან გამომდინარე, სპეციფიკური საჭიროების გათვალისწინებით.
3. პროკურორი ვალდებულია შეატყობინოს დაზარალებულს საპროცესო შეთანხმების დადება.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2014
წლის 24
ივლისის კანონი №2518 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6842 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
თავი VII1
მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი
საქართველოს 2018 წლის 4
მაისის
კანონი №2270
–
ვებგვერდი, 21.05.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 04.05.2018 კანონი №2270
- 14.07.2020 კანონი №6842
- 24.07.2014 კანონი №2518
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (29.12.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 58. ინფორმაცია და განმარტება 1. პროკურორმა დაზარალებულის მოთხოვნის შემთხვევაში წინასწარ უნდა შეატყობინოს მას შემდეგი საპროცესო მოქმედებების ჩატარების ადგილი და დრო: ა) ბრალდებულის პირველი წარდგენა მაგისტრატ მოსამართლესთან; ბ) წინასასამართლო სხდომა; გ) სასამართლოს მთავარი სხდომა; დ) სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობის განხილვის სასამართლო სხდომა; ე) სასჯელის შეფარდების სასამართლო სხდომა; ვ) სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო სხდომა. 2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ინფორმაცია დაზარალებულს წერილობით უნდა გადაეცეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვაგვარი საშუალებით გადაცემა გონივრულია მოცემულ გარემოებებში და საკმარის დროს იძლევა შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად. [21. 2 1 . შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დაზარალებულს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს შეზღუდვიდან გამომდინარე, სპეციფიკური საჭიროების გათვალისწინებით. (ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან)] 3. პროკურორი ვალდებულია შეატყობინოს დაზარალებულს საპროცესო შეთანხმების დადება. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328 თავი VII1 მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №330100118002297126 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 03.08.2018
…იყო განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის მქონე პირი, თუმცა აღნიშნული გარემოება საქართველოს სსსკ-ის ნორმებიდან გამომდინარე მხედველობაში არ მიიღება სასჯელის დანიშვნის დროს მისი პასუხისმგებლობის დამძიმების კუთხით, რადგან საქართველოს სსსკ-ის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად,,,თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება