1. დაინტერესებულ პირს, რომელიც არ არის მხარე განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში, უფლება აქვს, საქმის არსებით განხილვამდე არანაკლებ 5 დღით ადრე სასამართლოს წარუდგინოს საკუთარი წერილობითი მოსაზრება ამ საქმესთან დაკავშირებით.
2. წერილობითი მოსაზრების წარდგენის მიზანი უნდა იყოს არა პროცესის რომელიმე მონაწილის მხარდაჭერა, არამედ იგი უნდა დაეხმაროს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს განსახილველი საკითხი. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ წერილობითი მოსაზრება არ არის შედგენილი ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით, იგი მას არ განიხილავს.
3. სასამართლო არ არის ვალდებული, გაიზიაროს წერილობით მოსაზრებაში მოყვანილი არგუმენტები.
4. წერილობითი მოსაზრება მოცულობით არ უნდა აღემატებოდეს 30 გვერდს. იგი შედგენილ უნდა იქნეს 3 ასლად, რომელთაგან 2 გადაეცემა მხარეებს, ხოლო 1 რჩება მოსამართლესთან.
5. სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან/და მხარის და წერილობითი მოსაზრების ავტორის წინასწარი თანხმობით საქმის არსებით განხილვაზე გამოიძახოს წერილობითი მოსაზრების ავტორი ზეპირი განმარტების მისაცემად.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
თავი VII
დაზარალებუ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 09.10.2009).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (25.11.2011 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 55. სასამართლოს მეგობარი (Amicus Curiae) 1. დაინტერესებულ პირს, რომელიც არ არის მხარე განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში, უფლება აქვს, საქმის არსებით განხილვამდე არანაკლებ 5 დღით ადრე სასამართლოს წარუდგინოს საკუთარი წერილობითი მოსაზრება ამ საქმესთან დაკავშირებით. 2. წერილობითი მოსაზრების წარდგენის მიზანი უნდა იყოს არა პროცესის რომელიმე მონაწილის მხარდაჭერა, არამედ იგი უნდა დაეხმაროს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს განსახილველი საკითხი. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ წერილობითი მოსაზრება არ არის შედგენილი ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით, იგი მას არ განიხილავს. 3. სასამართლო არ არის ვალდებული, გაიზიაროს წერილობით მოსაზრებაში მოყვანილი არგუმენტები. 4. წერილობითი მოსაზრება მოცულობით არ უნდა აღემატებოდეს 30 გვერდს. იგი შედგენილ უნდა იქნეს 3 ასლად, რომელთაგან 2 გადაეცემა მხარეებს, ხოლო 1 რჩება მოსამართლესთან. 5. სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან/და მხარის და წერილობითი მოსაზრების ავტორის წინასწარი თანხმობით საქმის არსებით განხილვაზე გამოიძახოს წერილობითი მოსაზრების ავტორი ზეპირი განმარტების მისაცემად. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328 თავი VII.VII დაზარალებულიდაზარალებუ
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №330100119002899664 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 22.07.2019
პალატა ვერ გამოიყენებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლს, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელის ან სხვა, უფრო მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნა მხოლოდ მხარეებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმების შემთხვევაში.
- საქმე №330100118002297126 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 03.08.2018
…დამძიმების კუთხით, რადგან საქართველოს სსსკ-ის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად,,,თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი“.
- საქმე №020100119003220670 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 10.10.2019
საპროცესო შეთანხმების პირობების შესაბამისად: გ-------------- ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად, განესაზღვრება თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვლება პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება