1. ექსპერტს უფლება აქვს:
ა) გაეცნოს საექსპერტო კვლევისათვის საჭირო მასალას, ამოიწეროს საჭირო ცნობა და გადაიღოს ასლი;
ბ) მოითხოვოს დამატებითი მასალის წარდგენა; გამოკვლევის პროცესში აიღოს მასრის, ტყვიისა და სხვა ობიექტის საცდელი ნიმუში; ექსპერტიზის ჩატარების ინიციატორს მოსთხოვოს საექსპერტო კვლევისათვის საჭირო დამატებითი ინფორმაცია;
გ) უარი თქვას დასკვნის მიცემაზე და ექსპერტიზის გაგრძელებაზე, თუ დასმული საკითხები სცილდება მისი ცოდნის ფარგლებს ან თუ მისთვის წარდგენილი მასალა საკმარისი არ არის დასკვნის მისაცემად;
დ) ექსპერტიზის ჩატარების ინიციატორის, გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს ნებართვით დაესწროს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას;
ე) მონაწილეობა მიიღოს ექსპერტიზის საგანთან და საექსპერტო კვლევასთან დაკავშირებული მტკიცებულების გამოკვლევაში;
ვ) მტკიცებულების აღმოჩენის, გამოკვლევისა და დემონსტრირებისათვის გამოიყენოს სამეცნიერო-ტექნიკური საშუალება, სპეციალური ცოდნა და გამოცდილება.
2. ექსპერტი ვალდებულია:
ა) თუ საექსპერტო კვლევით დადგინდა გარემოება, რომლის შესახებაც ექსპერტიზის ჩატარების ინიციატორს ან/და პროცესის სხვა უფლებამოსილ მონაწილეს კითხვა არ დაუსვამს, იგი ასახოს დასკვნაში;
ბ) დაიცვას და საექსპერტო კვლევის შემდეგ ექსპერტიზის ჩატარების ინიციატორს დაუბრუნოს კვლევის ობიექტი, თუ საექსპერტო კვლევისას ეს ობიექტი სრულად არ დახარჯულა;
გ) თუ არსებობს კანონით დადგენილი საფუძველი, განაცხადოს თვითაცილებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 09.10.2009).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (25.11.2011 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 52. ექსპერტის უფლება-მოვალეობანი 1. ექსპერტს უფლება აქვს: ა) გაეცნოს საექსპერტო კვლევისათვის საჭირო მასალას, ამოიწეროს საჭირო ცნობა და გადაიღოს ასლი; ბ) მოითხოვოს დამატებითი მასალის წარდგენა; გამოკვლევის პროცესში აიღოს მასრის, ტყვიისა და სხვა ობიექტის საცდელი ნიმუშინიმუში; ; ექსპერტიზის ჩატარების ინიციატორს მოსთხოვოს საექსპერტო კვლევისათვის საჭირო დამატებითი ინფორმაცია; გ) უარი თქვას დასკვნის მიცემაზე და ექსპერტიზის გაგრძელებაზე, თუ დასმული საკითხები სცილდება მისი ცოდნის ფარგლებს ან თუ მისთვის წარდგენილი მასალა საკმარისი არ არის დასკვნის მისაცემად; დ) ექსპერტიზის ჩატარების ინიციატორის, გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს ნებართვით დაესწროს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას; ე) მონაწილეობა მიიღოს ექსპერტიზის საგანთან და საექსპერტო კვლევასთან დაკავშირებული მტკიცებულების გამოკვლევაში; ვ) მტკიცებულების აღმოჩენის, გამოკვლევისა და დემონსტრირებისათვის გამოიყენოს სამეცნიერო-ტექნიკური საშუალება, სპეციალური ცოდნა და გამოცდილება. 2. ექსპერტი ვალდებულია: ა) თუ საექსპერტო კვლევით დადგინდა გარემოება, რომლის შესახებაც ექსპერტიზის ჩატარების ინიციატორს ან/და პროცესის სხვა უფლებამოსილ მონაწილეს კითხვა არ დაუსვამს, იგი ასახოს დასკვნაში; ბ) დაიცვას და საექსპერტო კვლევის შემდეგ ექსპერტიზის ჩატარების ინიციატორს დაუბრუნოს კვლევის ობიექტი, თუ საექსპერტო კვლევისას ეს ობიექტი სრულად არ დახარჯულა; გ) თუ არსებობს კანონით დადგენილი საფუძველი, განაცხადოს თვითაცილება.თვითაცილებ
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №ბს-599(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2023
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებს მთავარი პროკურატურის 2014 წლის 8 იანვრის №13/670 წერილზე, რომლითაც აღსრულების ეროვნულ ბიუროს ეცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2009 წლის 17 თებერვლის ბრძანებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ყადაღა დაედო ნ.ჯ-ის კუთვნილ ავტომანქანას.
- საქმე №2კ-607აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.11.2021
…არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე ს. დ-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა განჩინების საფუძველზე ამოღებული ქალისა და მამაკაცის აქსესუარები, საიუველირო ნაკეთობები და ძვირფასი ქვები.
- საქმე №2კ-680აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.11.2021
საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის აღნიშნულ პოზიციას და უთითებს, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებით არ გამოკვეთილა საქართველოს სსსკ-ის 144-ე მუხლით (ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი) და სსსკ-ის 52-ე მუხლის პირველი ნაწილით (ექსპერტის უფლება-მოვალეობები) დადგენილი რომელიმე წესის უგულებელყოფა. ადვოკატი აგრეთვე უთითებს, რომ სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი განაჩენი, მათ შორის, ეფუძნება სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის - ე.
- საქმე №2კ-182აპ.-14 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.09.2014
მასვე საქართველოს სსსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულის იარაღი -,,იჟ-18“ მოდელის № სანადირო თოფი.
- საქმე №2კ-622აპ.-11 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.01.2012
მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 26 იანვრიდან. კ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 26 იანვრიდან. საქართველოს სსსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, როგორც დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული საგნები, ა. ს-ს, ო. ო-სა და კ.
- საქმე №2კ-798აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება