თავი VIII — სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებები, აცილება
1. თუ არსებობს სისხლის სამართლის პროცესში მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულის, პროკურორის, გამომძიებლის, სასამართლო სხდომის მდივნის, ადვოკატის, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის, თარჯიმნის ან ექსპერტის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოება, მან დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს თვითაცილება.
2. გამომძიებელი თვითაცილების შესახებ განცხადებას აკეთებს საპროცესო ხელმძღვანელ პროკურორთან, პროკურორი – მის ზემდგომ პროკურორთან, ხოლო საქმის სასამართლო განხილვისას – სასამართლოში.
3. მოსამართლე თვითაცილების შესახებ განცხადებას აკეთებს სასამართლოს თავმჯდომარესთან.
4. თვითაცილების შესახებ განცხადებას ადვოკატი, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი, ექსპერტი და თარჯიმანი აკეთებენ პროკურორთან, ხოლო საქმის სასამართლო განხილვისას აღნიშნული პირები და სასამართლო სხდომის მდივანი – სასამართლოში.
5. თვითაცილების შესახებ განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს.
6. ექსპერტის თვითაცილების საფუძველია მისი პროფესიული არაკომპეტენტურობა.
საქართველოს 2018 წლის 4
მაისის
კანონი №2270
–
ვებგვერდი, 21.05.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.05.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 04.05.2018 კანონი №2270
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (01.05.2013 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 62. თვითაცილება 1. თუ არსებობს სისხლის სამართლის პროცესში მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულის, პროკურორის, გამომძიებლის, სასამართლო სხდომის მდივნის, ადვოკატის, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის, თარჯიმნის ან ექსპერტის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოება, მან დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს თვითაცილება. 2. გამომძიებელი თვითაცილების შესახებ განცხადებას აკეთებს საპროცესო ხელმძღვანელ პროკურორთან, პროკურორი – მის ზემდგომ პროკურორთან, ხოლო საქმის სასამართლო განხილვისას – სასამართლოში. 3. მოსამართლე თვითაცილების შესახებ განცხადებას აკეთებს სასამართლოს თავმჯდომარესთან. 4. თვითაცილების შესახებ განცხადებას ადვოკატი, თარჯიმანი,მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი, ექსპერტი და თარჯიმანი აკეთებენ პროკურორთან, ხოლო საქმის სასამართლო განხილვისას ზემოაღნიშნულიაღნიშნული პირები და სასამართლო სხდომის მდივანი – სასამართლოში. 5. თვითაცილების შესახებ განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს. 6. ექსპერტის თვითაცილების საფუძველია მისი პროფესიული არაკომპეტენტურობა.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №2კ-1148აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.06.2026
შესაბამისად, არ არსებობდა მოსამართლის – ნანა ჯოხაძე – მიერ, საქართველოს სსსკ-ის 62-ე მუხლის შესაბამისად, თვითაცილების საფუძველი. 12.10. კასატორის მტკიცებაზე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრების ზეპირი…
- საქმე №2კ-854აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.01.2023
მ–სს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2020 წლის 23 ნოემბრიდან 2020 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით და საქართველოს სსსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად.
- საქმე №050100119003339894 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 17.03.2020
…დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, შესაბამისად, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, მისთვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნა და სსსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელის შემცირებას და საბოლოოდ, მის გატავისუფლებას დანიშნული ძირითადი სასჯელის მოხდისაგან.
- საქმე №010100119003302222 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 10.02.2020
…დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, შესაბამისად, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, მისთვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნა და სსსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელის შემცირება.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება