თავი VIII — სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებები, აცილება
1. საქმის განმხილველი სასამართლოს აცილების შემთხვევაში საქმე გადაეცემა სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც მას განსახილველად გადასცემს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
2. თუ აცილებულ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მთელი შემადგენლობა, იმავე დონის სხვა სასამართლოში წარმართვის საკითხის გადასაწყვეტად საქმე გადაეცემა შესაბამისი სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც საქმის შესვლიდან 48 საათის განმავლობაში წყვეტს აღნიშნულ საკითხს.
3. თუ აცილებულ იქნა სააპელაციო სასამართლოს მთელი შემადგენლობა, იმავე დონის სხვა სასამართლოში წარმართვის საკითხის გადასაწყვეტად საქმე გადაეცემა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც საქმის შესვლიდან 48 საათის განმავლობაში წყვეტს აღნიშნულ საკითხ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 09.10.2009).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(13)
- საქმე №3აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.07.2025
გ–ემ საქართველოს სსსკ-ის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვა საქმის განმხილველი სასამართლოს მთელი შემადგენლობის აცილება, შუამდგომლობის თბილისის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად გადაგზავნა, საქართველოს სსსკ-ის 65-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესით გადაწყვეტილების მიღება და აღნიშნული შუამდგომლობის განხილვის შედეგების შესახებ ინფორმაციის (განჩინების) მისთვის გადაგზავნა.
- საქმე №030100119003183709 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 12.12.2019
…მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძება შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმებულია, ასევე გაუქმებულია სსსკ-ის 199-ე მუხლით დაწესებული ყველა ვალდებულება და მას დაუბრუნდეს საკუთარი პასპორტი და პირადობის მოწმობა. საქართველოს სსსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ თ----- რ-------ს დაევალოს პირობითი მსჯავრის ვადაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
- საქმე №030100118002267191 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 28.06.2019
განაჩენი გადაეგზავნოს მხარეებს და შ-----ს----–-----ს ქცევაზე კონტროლის მიზნით ( საქართველოს სსსკ-ის 65-ე მუხლი) საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს, სსიპ არასაპატიმრო სასჯელთააღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
- საქმე №140100119003141574 · გორის რაიონული სასამართლო · 26.11.2019
…64-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირობითი მსჯავრის განსაზღვრისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა. ამავე კოდექსის 65-ე მუხლით, პირობითი მსჯავრის დროს, თუ არსებობს საამისო საფუძველი, სასამართლოს შეუძლია მსჯავრდებულს დააკისროს გარკვეული ზეკანონური მოვალეობის შესრულებაც, რომელიც ხელს შეუწყობს მის გამოსწორებას.
- საქმე №030100119003130976 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 04.09.2019
განაჩენი გადაეგზავნოთ მხარეებს და ა-–---- ხ----–--–---ს ქცევაზე კონტროლის მიზნით ( საქართველოს სსსკ-ის 65-ე მუხლი) საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს, სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
- საქმე №030100119002870896 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 17.04.2019
- საქმე №030100118002267191 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 05.06.2018
- საქმე №030100118002387435 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 13.05.2018
- საქმე №030100118002383970 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 13.05.2018
- საქმე №030100118002383711 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 02.05.2018
- საქმე №030100118002350426 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 04.04.2018
- საქმე №030100118002254441 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 31.01.2018
- საქმე №030100118002385487 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 14.11.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება