თავი VIII — სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებები, აცილება
1. თუ არსებობს პროცესის რომელიმე მონაწილის მიმართ ამ კოდექსით განსაზღვრული სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება და მას არ განუცხადებია თვითაცილება, მხარეებს უფლება აქვთ დააყენონ აცილების შუამდგომლობა.
2. აცილების შუამდგომლობა ამისთვის უფლებამოსილმა პირმა უნდა დააყენოს დაუყოვნებლივ, პირველი შესაძლებლობისთანავე, მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდება აცილების საფუძველი. წინააღმდეგ შემთხვევაში შუამდგომლობა არ განიხილება.
3. საქმის სასამართლო განხილვისას მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულის, პროკურორის, სასამართლო სხდომის მდივნის, ადვოკატის ან თარჯიმნის აცილების შუამდგომლობას ამისთვის უფლებამოსილი პირები აყენებენ სასამართლოში.
4. გამოძიებისას გამომძიებლის, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ან თარჯიმნის აცილების შუამდგომლობას მხარე აყენებს პროკურორთან.
5. გამოძიებისას პროკურორის აცილების შუამდგომლობას ამისთვის უფლებამოსილი პირები აყენებენ მის ზემდგომ პროკურორთან.
საქართველოს 2018 წლის 4
მაისის
კანონი №2270
–
ვებგვერდი, 21.05.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.05.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 04.05.2018 კანონი №2270
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (01.05.2013 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 63. აცილების შუამდგომლობის დაყენების წესი 1. თუ არსებობს პროცესის რომელიმე მონაწილის მიმართ ამ კოდექსით განსაზღვრული სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება და მას არ განუცხადებია თვითაცილება, მხარეებს უფლება აქვთ დააყენონ აცილების შუამდგომლობა. 2. აცილების შუამდგომლობა ამისთვის უფლებამოსილმა პირმა უნდა დააყენოს დაუყოვნებლივ, პირველი შესაძლებლობისთანავე, მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდება აცილების საფუძველი. წინააღმდეგ შემთხვევაში შუამდგომლობა არ განიხილება. 3. საქმის სასამართლო განხილვისას მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულის, პროკურორის, სასამართლო სხდომის მდივნის, ადვოკატის ან თარჯიმნის აცილების შუამდგომლობას ამისთვის უფლებამოსილი პირები აყენებენ სასამართლოში. 4. გამოძიებისას გამომძიებლისგამომძიებლის, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ან თარჯიმნის აცილების შუამდგომლობას მხარე აყენებს პროკურორთან. 5. გამოძიებისას პროკურორის აცილების შუამდგომლობას ამისთვის უფლებამოსილი პირები აყენებენ მის ზემდგომ პროკურორთან.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(33)
- საქმე №3აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.07.2025
…მასალების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა მის მიერ დაყენებულ აცილების შუამდგომლობაზე. 8. საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეს უფლება აქვს ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა. საქართველოს სსსკ-ის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ არსებობს პროცესის რომელიმე მონაწილის მიმართ ამ კოდექსით განსაზღვრული სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება და მას არ განუცხადებია თვითაცილება, მხარეებს უფლება აქვთ დააყენონ აცილების შუამდგომლობა.
- საქმე №2კ-18აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.05.2018
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე მხარეს შეეძლო შუამდგომლობის წარდგენა სასამართლოსთვის თარჯიმნის აცილების შესახებ, რაც მას არ გაუკეთებია.
- საქმე №060100117001944816 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 24.05.2018
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე მხარეს შეეძლო შუამდგომლობის წარდგენა სასამართლოსთვის თარჯიმნის აცილების შესახებ, რაც მას არ გაუკეთებია.
- საქმე №110100118002604426 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 03.06.2019
…ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სა-მართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამა-ტებითი სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით.
- საქმე №010100118002585024 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 31.05.2019
…ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვ-როს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სა-მართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. ი-–--- ე-------–--ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო – 2018 წლის 16 ივლისიდან 2018 წლის 19 ივლისის ჩათვლით.
- საქმე №060100118002593836 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 31.05.2019
- საქმე №080100118002426303 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 17.05.2019
- საქმე №820100119002844895 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 14.05.2019
- საქმე №330100118002418262 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.01.2019
- საქმე №330100118002297126 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 03.08.2018
- საქმე №330100115002330495 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.07.2018
- საქმე №060100118002307722 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 31.05.2018
- საქმე №170100120003462210 · თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო · 17.03.2020
- საქმე №330100120003451105 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 19.02.2020
- საქმე №170100119003295416 · თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო · 19.12.2019
- საქმე №170100119003252102 · თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო · 10.12.2019
- საქმე №170100119003250052 · თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო · 10.12.2019
- საქმე №170100119003251924 · თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო · 05.12.2019
- საქმე №170100119003201232 · თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო · 15.10.2019
- საქმე №170100119003150134 · თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო · 03.10.2019
- საქმე №330100119003076095 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 20.09.2019
- საქმე №330100119003123681 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 06.09.2019
- საქმე №170100119003084511 · თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო · 23.07.2019
- საქმე №140100119002893737 · გორის რაიონული სასამართლო · 23.05.2019
- საქმე №170100119002871612 · თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო · 20.03.2019
- საქმე №170100119002812257 · თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო · 13.03.2019
- საქმე №170100119002812335 · თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო · 24.01.2019
- საქმე №170100118002654257 · თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო · 08.11.2018
- საქმე №170100118002434796 · თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო · 26.07.2018
- საქმე №170100118002494619 · თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო · 24.07.2018
- საქმე №170100118002247740 · თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო · 08.02.2018
- საქმე №110100118002535139 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 04.06.2019
- საქმე №020100118002552061 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 28.10.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება