თავი VI — ადმინისტრაციული წარმოების ზოგადი დებულებანი. მარტივი ადმინისტრაციული წარმოება
1. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს, რომელიც მიიჩნევს, რომ არსებობს ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირის აცილების საფუძველი, ამ კოდექსის 91-ე მუხლის შესაბამისად უფლება აქვს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე წერილობით განუცხადოს მას აცილება.
2 აცილების შესახებ განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს.
3. აცილების შესახებ განცხადებას იხილავს და აცილების ან თვითაცილების საკითხს წყვეტს იმ თანამდებობის პირის ხელმძღვანელი თანამდებობის პირი, რომლის მიმართაც განცხადებულია აცილება, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – ზემდგომი ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირი.
4. კოლეგიური ორგანოს შემადგენლობაში შემავალი თანამდებობის პირის აცილების საკითხს წყვეტს კოლეგიური ორგანო ამ თანამდებობის პირის მონაწილეობის გარეშე.
5. მთელი კოლეგიური ორგანოს ან კოლეგიური ორგანოს წევრთა იმ რაოდენობის აცილების ან თვითაცილების შემთხვევაში, რომელიც გადაწყვეტილების მისაღებად არაუფლებამოსილს ხდის ამ ორგანოს, აგრეთვე იმ თანამდებობის პირის აცილების ან თვითაცილების შემთხვევაში, რომელსაც არ ჰყავს ზემდგომი ორგანო, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს კანონმდებლობის შესაბამისად ამ საკითხის გადასაწყვეტად დანიშნული, მისი მოვალეობის შემსრულებელი ან დამოუკიდებელი ორგანო.
6. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებული მხარე ვალდებულია აცილების შესახებ განცხადება წარადგინოს ადმინისტრაციული წარმოების დაწყებიდან ან იმ მომენტიდან 2 დღის განმავლობაში, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ფაქტი ან გარემოება, რომელიც იძლევა აცილების საფუძველს.
საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ.8
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1801 - სსმ I, №37, 14.07.2005წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(17)
- საქმე №ბს-71(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.06.2022
ამდენად, საკუთრების აღიარების კომისიამ სადავო აქტი მიიღო განცხადებაზე საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრული გამოკვლევის გარეშე, სზაკ-ის 53-ე და 93-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევით, რის გამოც სადავო აქტი დაუსაბუთებელია როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით.
- საქმე №ბს-483(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.12.2021
შესაბამისად, ისინი აკმაყოფილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლებით, ასევე, სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 93-ე მუხლისა და 98-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რომელთა თანახმად, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო, გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგების საფუძველზე.
- საქმე №ბს-548(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.05.2021
კონკურსანტი/პრეტენდენტი უფლებამოსილია ამავე კოდექსის 93-ე მუხლით დადგენილი წესით განაცხადოს აცილება. ამავე წესის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საკონკურსო კომისია აფასებს კონკურსანტს მის მიერ წარმოდგენილი კონკურსანტის ანკეტაში მოყვანილი ინფორმაციის საფუძველზე ამ წესით დამტკიცებული კონკურსანტის შეფასების ფორმის მიხედვით (დადგენილების დანართი №4).
- საქმე №ბს-316(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.01.2021
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე, 97-ე, 112-ე, 114-ე მუხლები, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4-მე-8, 53-ე, 91-ე- 93-ე, 96-ე მუხლები, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება,...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი.
- საქმე №ბს-504-501(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.10.2019
საკუთრების აღიარების კომისიამ სადავო აქტი მიიღო განცხადებაზე თანდართული მასალების და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრული გამოკვლევის გარეშე, სზაკ-ის 53-ე და 93-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევით, სადავო აქტი დაუსაბუთებელია როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, რის გამო საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეამოწმოს სადავო ნაწილში აღიარების კომისიის 22.12.2015წ.
- საქმე №ბს-1506(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.02.2019
- საქმე №ბს-883-875(3კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.04.2017
- საქმე №ბს-662-634(გ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.07.2008
- საქმე №330310016001281596 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 28.10.2019
- საქმე №010332117700029997 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.05.2018
- საქმე №330310015001206447 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 09.03.2018
- საქმე №330310018002664709 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 27.12.2019
- საქმე №010350019003110016 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 01.08.2019
- საქმე №190310019002929633 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 27.06.2019
- საქმე №180310018002301465 · მცხეთის რაიონული სასამართლო · 25.05.2018
- საქმე №090310018002300848 · ამბროლაურის რაიონული სასამართლო · 27.04.2018
- საქმე №120310018002253897 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 09.02.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება