თავი VI — ადმინისტრაციული წარმოების ზოგადი დებულებანი. მარტივი ადმინისტრაციული წარმოება
1. თუ განმცხადებელმა ან სხვა დაინტერესებულმა მხარემ დანიშნა წარმომადგენელი, ადმინისტრაციული ორგანო დაინტერესებული მხარისათვის განკუთვნილ ყველა დოკუმენტს მას უგზავნის.
2. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული წარმოების ყველა საკითხზე მიმართავს წარმომადგენელს.
3. დაინტერესებული მხარე, რომელიც წარმოდგენილია სხვა პირით, უფლებამოსილია დაესწროს ყველა ზეპირ მოსმენა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(12)
- საქმე №ბს-989(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.11.2025
…მე-2 პუნქტის თანახმად, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერები შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. ამავე კანონის 87-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო სამოქალაქო აქტის ჩანაწერს ბათილად ცნობს დაინტერესებული პირის განცხადებით ან საკუთარი ინიციატივით.
- საქმე №ბს-576(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.09.2023
…ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. სააპელაციო პალატამ „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 86.1, 87.1 მუხლებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოსთვის იმთავითვე (განაცხადის წარდგენისას) ცნობილი იყო, რომ დ.
- საქმე №ბს-495(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.06.2022
…საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 86-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ყველას აქვს უფლება, აწარმოოს ურთიერთობა ადმინისტრაციულ ორგანოსთან წარმომადგენლის მეშვეობით, აგრეთვე ისარგებლოს დამცველის დახმარებით. ამავე კოდექსის 87-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელმა ან სხვა დაინტერესებულმა მხარემ დანიშნა წარმომადგენელი, ადმინისტრაციული ორგანო დაინტერესებული მხარისათვის განკუთვნილ ყველა დოკუმენტს მას უგზავნის.
- საქმე №ბს-342-331(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.10.2010
ქუთაისის მერიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თარიღი, განემარტა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უფლება, ასევე სზაკ-ის 86-ე, 87-ე, 96-ე, 98-ე მუხლებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობანი, იგი მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებით ჩანიშნულ ზეპირ მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისად მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო სადავო აქტის გამოცემის ფაქტობრივი გარემოებები.
- საქმე №ბს-106-88-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.10.2007
მუხლის თანახმად, წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს და მისი გამოცემის დროს დაირღვა ზოგადი ადმინიტრაციული კოდექსის 52-ე, 53-ე, 87-ე, 96-ე, 97-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები, რის გამოც სასამართლოს მიიჩნია, რომ ლ. და ე. ს-ების რეგისტრაციიდან მოხსნა განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის…
- საქმე №ბს-365-349(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.10.2007
- საქმე №ბს-270-255(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2007
- საქმე №ბს-391-518-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2004
- საქმე №330310116001284353 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 14.11.2018
- საქმე №200310015001074960 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 24.07.2018
- საქმე №080310119003251916 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 05.03.2020
- საქმე №330310018002598426 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 28.09.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება