თავი VI — ადმინისტრაციული წარმოების ზოგადი დებულებანი. მარტივი ადმინისტრაციული წარმოება
1. ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდეს ადმინისტრაციული ორგანოს ის თანამდებობის პირი, რომელიც:
ა) თვითონ არის დაინტერესებული მხარე საქმეში;
ბ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია;
გ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია;
დ) იყო ექსპერტი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით;
დ1) იყო მედიატორი იმავე საქმეზე ან ამ საქმესთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე;
ე) შრომით ურთიერთობაშია საქმეში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან;
ვ) თვითონ ან მისი ოჯახის წევრი ფლობს აქციებს/წილებს იმ საწარმოში, რომელიც წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს;
ზ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის წევრია.
2. ამ კოდექსის მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება:
ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;
ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი;
გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა;
დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.
3. თანამდებობის პირი ვალდებულია ზემდგომ თანამდებობის პირს აცნობოს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ. განცხადება თვითაცილების თაობაზე განიხილება ამ კოდექსის 93-ე მუხლით დადგენილი წესით.
საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ.8
საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4960 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.
საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №879 – ვებგვერდი, 04.08.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 02.08.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 02.08.2021 კანონი №879
- 18.09.2019 კანონი №4960
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(19)
- საქმე №ბს-267(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.12.2021
ამასთან, სადავო დადგენილების მიღებისას დაირღვა სზაკ-ის მე-8 და 92-ე მუხლის მოთხოვნები, სასამართლოში მიმდინარე სხვა დავაზე ნ. კ-ე და კომისიის ზოგიერთი წევრი წარმოადგენდნენ მოწინააღმდეგე მხარეებს.
- საქმე №ბს-632(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.10.2021
კასატორი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება დააფუძნა ისეთ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა და არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს, სამოტივაციო ნაწილი ზოგადი და დაუსაბუთებელია და წარმოებისას დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლის მოთხოვნები. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ.
- საქმე №ბს-548(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.05.2021
ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევები ასევე განსაზღვრულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით. კონკურსანტი/პრეტენდენტი უფლებამოსილია ამავე კოდექსის 93-ე მუხლით დადგენილი წესით განაცხადოს აცილება.
- საქმე №ბს-316(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.01.2021
მათ შორის, სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას კომისიის წევრების აცილების აუცილებლობის თაობაზე, რადგან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლი დეტალურად აწესრიგებს ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის დაუშვებლობის საფუძვლებს, რომლებიც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა.
- საქმე №ბს-362(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.09.2020
პირად ინტერესს გულისხმობს შემთხვევა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სარგებლობა შეუძლია მოუტანოს თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრებს და ნათესავებს, სზაკ-ის 92-ე მუხლი მოიცავს პირადი ინტერესის ამომწურავ ჩამონათვალს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკეთუ არსებობს სხვა გარემოება, რომელსაც შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს გადაწყვეტილების მიმღები პირის პოზიციაზე, ის არ ჩაითვლება მიკერძოებად.
- საქმე №ბს-883-875(3კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.04.2017
- საქმე №ბს-1114-1083(2კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.03.2011
- საქმე №ბს-910-884(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.11.2010
- საქმე №ბს-864-831(გ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.01.2009
- საქმე №ბს-05-05(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.07.2008
- საქმე №ბს-662-634(გ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.07.2008
- საქმე №ბს-955-912(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.01.2007
- საქმე №3გ-ად-147-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2003
- საქმე №190310019002929633 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 22.01.2020
- საქმე №330310015001206447 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 09.03.2018
- საქმე №330310018002664709 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 27.12.2019
- საქმე №190310019002929633 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 27.06.2019
- საქმე №090310018002586556 · ამბროლაურის რაიონული სასამართლო · 18.12.2018
- საქმე №330310017001680205 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 31.07.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება