თავი VI — ადმინისტრაციული წარმოების ზოგადი დებულებანი. მარტივი ადმინისტრაციული წარმოება
1. თუ განცხადება წარადგინა 25-ზე მეტმა პირმა, განცხადებაზე ხელმომწერი პირები ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში ნიშნავენ ერთ წარმომადგენელს, რომელიც უფლებამოსილია აწარმოოს ურთიერთობა ადმინისტრაციულ ორგანოსთან.
2. წარმომადგენლად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ფიზიკური პირი.
3. წარმომადგენლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელებაზე უარის თქმის შემთხვევაში განმცხადებლებს ადმინისტრაციული ორგანო აძლევს ვადას ახალი წარმომადგენლის დასანიშნა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ბს-1142(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.02.2025
№1279 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე და 45-ე მუხლები და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე…
- საქმე №ბს-825(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.09.2024
…მოქალაქეებს; სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების მიწის კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად სსრ კავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიწა სარგებლობისათვის შეიძლება მისცემოდა სხვა ორგანიზაციებსა და პირებსაც. ამავე კოდექსის 89-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქის მიწებს მიეკუთვნებოდა ქალაქის ფარგლებში არსებული მიწები. მიწა ქალაქის ფარგლებში მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს გამგებლობაში იყო.
- საქმე №ბს-45(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.12.2019
კასატორი სზაკ-ის 58-ე, 76-ე, 79-ე, 89-ე, 179-ე, 180-ე, 182-ე და 185-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნავს, რომ ნ. მ-ის მხრიდან გასული იყო სადავო დადგენილების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა, შესაბამისად ქ.
- საქმე №ბს-705-610-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.10.2004
მოსარჩელის მითითებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 89-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის განმცხადებლისაგან მოითხოვოს სხვა რაიმე დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია კანონით გათვალისწინებული დოკუმენტის ან ინფორმაციის გარდა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება