თავი VI — ადმინისტრაციული წარმოების ზოგადი დებულებანი. მარტივი ადმინისტრაციული წარმოება
1. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განცხადების 78-ე მუხლთან შესაბამისობის დადგენიდან 3 დღის განმავლობაში განცხადების და მასზე დართული დოკუმენტების ასლი გაუგზავნოს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს ან საზოგადოებრივ ექსპერტს, რომელსაც კანონმდებლობით მინიჭებული აქვს ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უფლება.
2. თუ კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ან/და საზოგადოებრივი ექსპერტი დასკვნას წარადგენს ორი კვირის ვადაში.
3. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, განსაზღვრულ ვადაში ადმინისტრაციული ორგანოს ან/და საზოგადოებრივი ექსპერტის მიერ დასკვნის წარუდგენლობა ან უარყოფითი დასკვნის წარდგენა არ დააბრკოლებს განცხადების განხილვას და მასში დასმული საკითხების გადაწყვეტას.
საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(10)
- საქმე №ბს-674(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.09.2023
ამავე მუხლის მე-2 პუნქტით, სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით (ცვლილებამდე ანალოგიური შინაარსის ნორმას შეიცავდა საქართველოს კონსტიტუციის 82-ე და 84-ე მუხლები). კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება კი დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების…
- საქმე №ბს-1334(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.01.2020
…საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცველად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. კასატორმა საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილების 3.43, 32.1, 37-ე, სზაკ-ის 84-ე და 78-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ აჭარის ა/რ კულტურული მემკვიდრეობის საბჭო უნდა ჩართულიყო ჯ. ც-ის განცხადებაზე მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში, რადგან საპროექტო ტერიტორია მოქცეულია კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში.
- საქმე №ბს-1553(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.03.2019
ბ-ის ადმინისტრაციული საჩივარი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 185-ე მუხლისა და 84-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, დატოვებული იქნა განუხილველად. ამდენად, მოსარჩელეებმა შპს ე-ის 500 კვ. ძაბვის ქსანი-სტეფანწმინდის ელექტროგადამცემი ხაზის…
- საქმე №ბს-509-506(2კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.11.2017
…რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს. კასატორების - ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს კონსტიტუციის 82.1, 84.1, 85.3 მუხლების დარღვევით. კასატორების მითითებით, სააპელაციო სასამართლომ შეცვალა დავის საგანი, კერძოდ, ზაკ-ის 184-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნის საფუძველზე სოციალური მომსახურების სააგენტოს 26.01.15წ.
- საქმე №ბს-525-522(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.09.2017
…ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. სამშენებლო სამართალი წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართლის კერძო ნაწილს, შესაბამისად მასზე ვრცელდება ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 84-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განცხადების შესაბამისობის დადგენიდან 3 დღის…
- საქმე №ბს-865-827(2კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.06.2010
- საქმე №ბს-555-529(2კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.12.2007
- საქმე №ბს-118-111(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.07.2006
- საქმე №010310017001898607 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 19.06.2018
- საქმე №010310018002289443 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 18.06.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება