თავი VI — ადმინისტრაციული წარმოების ზოგადი დებულებანი. მარტივი ადმინისტრაციული წარმოება
განმცხადებელი უფლებამოსილია მოითხოვოს წარდგენილი, კომერციული საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის დაცვა, თუ სურს ამ ინფორმაციის საიდუმლოობის უზრუნველყოფა.
საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ.8
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6327 – ვებგვერდი, 12.06.2012
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 25.05.2012-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 25.05.2012 კანონი №6327
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №ბს-674(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.09.2023
ამავე მუხლის მე-2 პუნქტით, სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით (ცვლილებამდე ანალოგიური შინაარსის ნორმას შეიცავდა საქართველოს კონსტიტუციის 82-ე და 84-ე მუხლები). კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება კი დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს…
- საქმე №ბს-509-506(2კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.11.2017
ჩ-ის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს კონსტიტუციის 82.1, 84.1, 85.3 მუხლების დარღვევით. კასატორების მითითებით, სააპელაციო სასამართლომ შეცვალა დავის საგანი, კერძოდ, ზაკ-ის 184-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნის საფუძველზე სოციალური მომსახურების სააგენტოს 26.01.15წ.
- საქმე №ბს-33-32(კ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.02.2017
…ინფორმაცია, თავად განსაზღვრავს ინფორმაციის ღირებულებას მისთვის და თავადვე ახდენს ინფორმაციის გასაიდუმლოების საკითხის ინიცირებას, მასვე ეკისრება მტკიცების ტვირთი იმისა, რომ ინფორმაციის მისაწვდომობა საფრთხის შემცველია მისთვის. სზაკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, განმცხადებელი უფლებამოსილია მოითხოვოს წარდგენილი კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვა, თუ სურს ამ ინფორმაციის საიდუმლოების უზრუნველყოფა.
- საქმე №ბს-729-721(კ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.02.2017
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული რეგისტრაცია ნაწილობრივ ეწინააღმდეგება კანონს, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტს, 82-ე მუხლის მე-2 პუნქტს, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მე-4 მუხლს, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილს.
- საქმე №330310114535605 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 27.06.2018
…ინფორმაცია, თავად განსაზღვრავს ინფორმაციის ღირებულებას მისთვის და თავადვე ახდენს ინფორმაციის გასაიდუმლოების საკითხის ინიცირებას, მასვე ეკისრება მტკიცების ტვირთი იმისა, რომ ინფორმაციის მისაწვდომობა საფრთხის შემცველია მისთვის. სზაკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, განმცხადებელი უფლებამოსილია მოითხოვოს წარდგენილი კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვა, თუ სურს ამ ინფორმაციის საიდუმლოების უზრუნველყოფა.
- საქმე №330310017002073255 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 20.12.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება