თავი VI — ადმინისტრაციული წარმოების ზოგადი დებულებანი. მარტივი ადმინისტრაციული წარმოება
1. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია:
ა) დაინტერესებული პირის განცხადება;
ბ) ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება – გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
2. ადმინისტრაციული წარმოება ამ მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაიწყება განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1801 - სსმ I, №37, 14.07.2005წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(174)
- საქმე №ბს-188(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.05.2026
ამასთან, ბრძანების გამოცემის საფუძვლად მითითებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 72-ე მუხლი (ადმინისტრაციული წარმოების სახეები), 76-ე მუხლის პირველი ნაწილის,,ბ’’ ქვეპუნქტი (ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება – გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) და 95-ე მუხლი (დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში).
- საქმე №ბს-604(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.03.2026
…წარმოების უფლება. სზაკ-ის 12.2 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. სზაკ-ის 76.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტით, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება.
- საქმე №ბს-1156(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.02.2026
…მუხლებზე, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს №281 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, 76-ე, 78-ე, 83-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ საქმის მასალების თანახმად, განსახილველ შემთხვევაში მ. ნ-ას საქმის გადაწყვეტისათვის სავალდებულო დოკუმენტი - საბრძოლო მოკვლევა…
- საქმე №ბს-909(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.12.2025
…დანართი №1-ის პირველ მუხლსა და დანართი №2-ის პირველ მუხლზე, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს №281 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, სზაკ-ის 76-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 77-ე მუხლზე, 78-ე მუხლის მე-2 ნაწილსა და 83-ე მუხლზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში ლ.
- საქმე №ბს-1354(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.11.2025
კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე და 78-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს განცხადების წარდგენის თარიღსა და განმცხადებლის ხელმოწერას.
- საქმე №ბს-267(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.10.2025
- საქმე №ბს-1327(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2025
- საქმე №ბს-165(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.05.2025
- საქმე №ბს-1170(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.03.2025
- საქმე №ბს-890(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.03.2025
- საქმე №ბს-493(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.02.2025
- საქმე №ბს-698(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.02.2025
- საქმე №ბს-1386(3კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.02.2025
- საქმე №ბს-73(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.12.2024
- საქმე №ბს-2(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.09.2024
- საქმე №ბს-906(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.05.2024
- საქმე №ბს-1377(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.02.2024
- საქმე №ბს-552(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.02.2024
- საქმე №ბს-647(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.10.2023
- საქმე №ბს-509(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.10.2023
- საქმე №ბს-1066(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.07.2023
- საქმე №ბს-395(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.06.2023
- საქმე №ბს-98(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.05.2023
- საქმე №ბს-92(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.03.2023
- საქმე №ბს-302(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.02.2023
- საქმე №ბს-851(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.12.2022
- საქმე №ბს-876(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.11.2022
- საქმე №ბს-140(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.07.2022
- საქმე №ბს-204(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.05.2022
- საქმე №ბს-86(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.03.2022
- საქმე №ბს-56(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.03.2022
- საქმე №ბს-676(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.09.2021
- საქმე №ბს-1259(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.04.2021
- საქმე №ბს-931(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2021
- საქმე №ბს-1139(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.12.2020
- საქმე №ბს-658(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.10.2020
- საქმე №ბს-556(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.07.2020
- საქმე №ბს-65(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.03.2020
- საქმე №ბს-1379(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.02.2020
- საქმე №ბს-1388(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.02.2020
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 174-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება