თავი VI — ადმინისტრაციული წარმოების ზოგადი დებულებანი. მარტივი ადმინისტრაციული წარმოება
1. თუ განცხადებით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტა მიეკუთვნება სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა უგვიანეს 5 დღისა გადაუგზავნოს განცხადება და მასზე დართული საბუთები უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს.
2. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოსათვის განცხადების გადაგზავნისას დაუშვებელია რაიმე მოსაზრების წარდგენა განცხადებაში დასმული საკითხების გადაწყვეტის შესახებ.
3. განცხადებისა და მასზე დართული საბუთების უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში გადაგზავნის შესახებ, შესაბამისი დასაბუთებით, 2 დღის განმავლობაში, წერილობით ეცნობება განმცხადებელს.
4. თუ განცხადებაში აღნიშნული საკითხი სასამართლოს განსჯადია ან შეუძლებელია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენა, ადმინისტრაციული ორგანო განცხადებას შესაბამისი დასაბუთებით დაუბრუნებს განმცხადებელს მისი შეტანიდან 5 დღის განმავლობაში.
5. განცხადების წარდგენისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადა დაცულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ პირმა კანონით დადგენილ ვადაში განცხადება წარადგინა არაუფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში.
საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(188)
- საქმე №ბს-1233(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.04.2026
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 167-ე მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე, 264-ე, 266-ე, 421-ე, 422-ე, 423-ე მუხლებზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, მე-6, 32-ე, 34-ე, მე-80, 96-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ მიუხედავად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების არსებობისა, ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სამინისტროს შუამდგომლობა საქმისწარმოების შეწყვეტის მოთხოვნით.
- საქმე №ბს-765(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.01.2026
ამდენად, უკეთუ საკითხი აღარ არის სააგენტოს ქვემდებარე, მას შეუძლია იხელმძღვანელოს სზაკ-ის 80.1 მუხლის მოწესრიგებით, რომლის თანახმად თუ განცხადებით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტა მიეკუთვნება სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას,…
- საქმე №ბს-229(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.06.2025
…საჩივარში მითითებული საკითხი ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარმოადგენდა სასამართლოსადმი უწყებრივად ქვემდებარე საქმეს, ადმინისტრაციული ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხილა იგი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში, რის გამოც სზაკ-ის მე-80 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი თანდართულ მასალებთან ერთად მხარეს უკან დაუბრუნდა.
- საქმე №ბს-720(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.05.2025
…თანხის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა არაუფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ს.ც-იმა სცადა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება არაუფლებამოსილი ორგანოსათვის მიმართვის გზით. სზაკ-ის მე-80 მუხლის მე-5 ნაწილის, სკ-ის 138-ე, 139-ე და 140-ე მუხლების საერთო შინაარსის შესაბამისად, კანონმდებელი მნიშვნელობას ანიჭებს კრედიტორის მხრიდან მოთხოვნის…
- საქმე №ბს-908(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.11.2024
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 80-ე მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-4 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, თუ განცხადებით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტა მიეკუთვნება სხვა…
- საქმე №ბს-879(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.11.2024
- საქმე №ბს-766(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.10.2024
- საქმე №ბს-235(3კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.10.2024
- საქმე №ბს-46(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.06.2024
- საქმე №ბს-12(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.03.2024
- საქმე №ბს-1042(2კ-2კს-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.03.2024
- საქმე №ბს-537(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.02.2024
- საქმე №ბს-1307(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.02.2024
- საქმე №ბს-1378(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.12.2023
- საქმე №ბს-455(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.09.2023
- საქმე №ბს-77(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.09.2023
- საქმე №ბს-883(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.06.2023
- საქმე №ბს-1508(კს-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.03.2023
- საქმე №ბს-571(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.01.2023
- საქმე №ბს-373(3კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.07.2022
- საქმე №ბს-410(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.07.2022
- საქმე №ბს-868(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.06.2022
- საქმე №ბს-961(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.05.2022
- საქმე №ბს-52(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.05.2022
- საქმე №ბს-1084(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.04.2022
- საქმე №ბს-954(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.03.2022
- საქმე №ბს-975(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.02.2022
- საქმე №ას-671-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.12.2021
- საქმე №ბს-481(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.07.2021
- საქმე №ბს-1343(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.05.2021
- საქმე №ბს-236(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.04.2021
- საქმე №ბს-1211(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.01.2021
- საქმე №ბს-466(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.12.2020
- საქმე №ბს-422(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.10.2020
- საქმე №ბს-361(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.10.2020
- საქმე №ბს-34(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.07.2020
- საქმე №ბს-183(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.05.2020
- საქმე №ბს-41(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.04.2020
- საქმე №ბს-849(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.01.2020
- საქმე №ბს-1505(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.09.2019
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 188-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება