თავი VI — ადმინისტრაციული წარმოების ზოგადი დებულებანი. მარტივი ადმინისტრაციული წარმოება
1. ამ კოდექსით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უფლება აქვს:
ა) განმცხადებელს;
ბ) ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც უფლებამოსილია აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება მიიღოს;
გ) პირს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით ენიჭება ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უფლება;
დ) სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ე) დაინტერესებულ მხარეს.
2. ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი უნდა იყოს სპეციალიზებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სპეციალიზაციის სტანდარტების შესაბამისად.
3. ადმინისტრაციული ორგანო უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების სრულ ხელმისაწვდომობას „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5011 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5911 – ვებგვერდი, 25.05.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6828 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 14.07.2020 კანონი №6828
- 21.05.2020 კანონი №5911
- 20.09.2019 კანონი №5011
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(43)
- საქმე №ბს-880(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.05.2026
სასამართლომ განმარტა, რომ მართალია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონი პირდაპირ არ აწესებდა ამგვარ დათქმას, თუმცა გამოყენებული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 75-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი და 95-ე მუხლი, რომლებიც ითვალისწინებდნენ დაინტერესებული პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობისა და ინფორმირების ვალდებულებას.
- საქმე №ბს-139(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.11.2022
მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში სააგენტოს, როგორც ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ( საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 75-ე მუხლის,,დ“ ქვეპუნქტი) ფუნქცია შემოიფარგლება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დამცავ ზონებში დოკუმენტაციის შეთანხმებით.
- საქმე №ბს-593(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.01.2021
კერძოდ, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაარღვია დაინტერესებული მხარისათვის შეტყობინების ვალდებულება, არ გამოიკვლია ყველა მნიშვნელოვანი გარემოება, არ გაუგზავნა მას სადავო აქტები, რითაც ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 75-ე, 95-ე, 96.1, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლები. ამდენად, მოსარჩელემ საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ ქალაქ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს…
- საქმე №ბს-512-499(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.07.2015
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ასევე მიუთითა, ზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის,,ბ“ ქვეპუნქტზე, 75-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ გარდა ზაკ-ის აღნიშნული მუხლების იმპერატიული მოთხოვნისა,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის“ კოდექსი ითხოვს ზედამხედევლობის ორგანოს მიერ საქმის განხილვის ადგილის, თარიღის, დროისა და საქმის განმხილველი თანამდებობის პირის ვინაობის შესახებ დამრღვევის ინფორმირებას.
- საქმე №ბს-362-351(კ-კს-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.03.2014
სზაკ-ის მე-13 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილზე, 75-ე მუხლის,,ე” ქვეპუნქტზე, 95-ე მუხლის მე-2 ნაწილსა და 99-ე მუხლის მე-6 ნაწილზე მითითებით სასამართლომ დაასკვნა, რომ ბინის მესაკუთრეები და ბინებში ფაქტობრივად მცხოვრები…
- საქმე №ბს-201-195(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.02.2010
- საქმე №ბს-976-934(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.12.2009
- საქმე №ბს-82-80(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.05.2009
- საქმე №ბს-864-831(გ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.01.2009
- საქმე №ბს-1113-1075(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.01.2009
- საქმე №ბს-1255-1217(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.01.2009
- საქმე №ბს-1231-1193(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.12.2008
- საქმე №ბს-36-36(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.06.2008
- საქმე №ბს-996-953(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.01.2008
- საქმე №ბს-771-733(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.11.2007
- საქმე №ბს-270-255(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2007
- საქმე №ბს-289-275(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.09.2006
- საქმე №ბს-118-111(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.07.2006
- საქმე №ბს-11-11(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.06.2006
- საქმე №ბს-1079-659(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.02.2006
- საქმე №ბს-235-374-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.01.2004
- საქმე №ბს-200-352-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.11.2003
- საქმე №3გ-ად-1-ა-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.03.2003
- საქმე №3გ-ად-379-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.03.2003
- საქმე №3გ-ად-147-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2003
- საქმე №3გ-ად-357-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.11.2002
- საქმე №3გ-ად-47-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.05.2002
- საქმე №020310017002006615 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 28.10.2019
- საქმე №120310018002339477 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 08.07.2019
- საქმე №330310016001482061 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.05.2018
- საქმე №820310017001929857 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 17.04.2018
- საქმე №330310017001791888 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.04.2018
- საქმე №080310119003251916 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 05.03.2020
- საქმე №010310017002137947 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 20.12.2019
- საქმე №111310119002962859 · ხარაგაულის მაგისტრატი სასამართლო · 05.07.2019
- საქმე №820310018002768658 · ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო · 04.07.2019
- საქმე №030310519002902036 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 25.06.2019
- საქმე №330310019002993218 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 31.05.2019
- საქმე №020310017002006615 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 27.05.2019
- საქმე №120310019002855178 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 22.05.2019
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 43-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება