1. გარემოებათა არსებითად შეცვლისას, რაც ზიანს აყენებს მხარეს ან საზოგადოებრივ ინტერესს, მხარე უფლებამოსილია მეორე მხარეს მოსთხოვოს თანხმობა ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესაცვლელად.
2. თუ ცვლილება ხელშეკრულებაში არსებითად ეწინააღმდეგება ხელშეკრულების შინაარსს, მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს ხელშეკრულების გაუქმება.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1801 - სსმ I, №37,14.07.2005წ., მუხ.245
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №ბს-276-274(კ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.07.2016
…გასცემს საკუთრების უფლების მოწმობას და დამოწმებულ საკადასტრო აზომვით ნახაზს, რომელზედაც სხვა საკადასტრო მონაცემებთან ერთად ასახული უნდა იყოს საკუთრების უფლება აღიარებული მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობების საზღვრები და ფართობი. კანონის 71-ე მუხლის მიხედვით განისაზღვრა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების სოფლად მცხოვრებ კომლებს (ოჯახებს), რომლებსაც…
- საქმე №ბს-3-3(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.05.2006
მ-სა და თავდაცვის სამინისტროს შორის დაიდო ვადიანი ადმინისტრაციული ხელშეკრულება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის I ნაწილის «ზ» ქვეპუნქტის შესაბამისად, ხოლო ამავე კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად‚ თუ ცვლილება არსებითად ეწინააღმდეგება ხელშეკრულების შინაარსს, მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი გაუქმება.
- საქმე №3გ-ად-473-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.03.2003
29 ნოემბრის ¹285 ბრძანების გაუქმებას შკკ-ს 30-ე, 34-ე, 37-ე, 41-ე, 42-ე, 422, 71-ე, 96-ე და 98-ე მუხლების საფუძველზე, რადგან შპს “ქ.-ს” დირექტორად ნ.ჩ.-ის დანიშვნა უკანონოდ მიაჩნდა და თვლიდა, რომ შპს “ქ.-ო” იყო სახაზინო საწარმო “ქ.-ს” სამართალმემკვიდრე, რომლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად იგი იყო დანიშნული 1999წ.
- საქმე №330310018002632446 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.12.2019
…ანტიბიოტიკები; მშობიარობის შემდგომ ფსიქოზის მაღალი ალბათობა, რასაც იწვევს ორსულობის „ფიზიოლოგიური დაუმთავრებლობის“ შეგრძნება; ქალს მთელი ცხოვრება რჩება ნაწიბური და ა.შ. აპელანტი მიუთითებს ზაკ-ის მეორე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, 65.2, 71-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ გაუგებარია სასარჩელო მოთხოვნის მოტივი, ჯერ მხარე ხელს აწერს ხელშეკრულებას, იღებს მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს, და ამავე დროს, სახელშეკრულებო ურთიერთობის დარღვევის გამო, დაკისრებული საჯარიმო სანქციის გაუქმებას ითხოვს.
- საქმე №330310116001246656 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.07.2018
…რაიონში ლ----–--ის ქ. №---ში დანგრეული ნაწილის აღსადგენად ფაქტიურად დაკავებული 129 კვ.მ. მიწის ნაკვეთი; 6. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 26 დეკემბრის №1-------- წერილი (გადაწყვეტილება); 7. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს: 1. 1996 წლის 6 ივლისის ადმინისტრაციული ხელშეკრულება (რეესტრის №5------);
- საქმე №150310018002699902 · ახალქალაქის რაიონული სასამართლო · 15.04.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება