თავი VI — ადმინისტრაციული წარმოების ზოგადი დებულებანი. მარტივი ადმინისტრაციული წარმოება
1. ადმინისტრაციული წარმოების მხარე შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანო, ფიზიკური ან იურიდიული პირი.
2. ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო.
3. ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე.
4. თუ დაინტერესებული მხარის განცხადება ან მის მიერ წარდგენილი სხვა დოკუმენტი შედგენილია არასახელმწიფო ენაზე, დაინტერესებული მხარე ვალდებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში წარადგინოს განცხადების ან დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.
5. თუ კანონით დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეასრულოს გარკვეული მოქმედება, ეს ვადა დაიწყება მხოლოდ თარგმანის წარდგენისას, ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში.
6. თუ კანონით განსაზღვრულია ვადა, რომლის განმავლობაში დაინტერესებული მხარე ვალდებულია წარადგინოს რაიმე განცხადება ან დოკუმენტი, ეს ვადა დაცულად ჩაითვლება დოკუმენტის არასახელმწიფო ენაზე წარდგენის დროსაც.
7. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია დაადგინოს ვადა წარდგენილი დოკუმენტის თარგმნისთვის, რომელიც არ შეიძლება იყოს სამ დღეზე ნაკლები. ამ ვადის გაშვება შეიძლება გახდეს დაინტერესებული მხარის განცხადების განხილვაზე უარის თქმის საფუძველ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(24)
- საქმე №ბს-39(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.10.2025
წერილში ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 73-ე მუხლების თანახმად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს სახელმწიფო ენაზე და იგი ასევე მზადყოფნას გამოთქვამს, ეთნიკურ უმცირესობასთან კომუნიკაცია განახორციელოს შესაბამისი ენის მცოდნე მოხელის დახმარებით.
- საქმე №ბს-925(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.06.2025
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ვ’’ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლზე, N39-18 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტზე, მე-2 მუხლის მე-4, მე-7 და მე-9 პუნქტებზე, 73-ე მუხლის მე-14 პუნქტზე და აღნიშნა, რომ...ის დასავლეთით არსებული ე.წ. „...ის“ ტერიტორიის სამშენებლო განაშენიანებისათვის დამუშავებული განაშენიანების რეგულირების გეგმის…
- საქმე №ბს-937(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.02.2025
ა-ის განემარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე, შესაბამისად, ყველა საბუთი (თუ იგი არ იყო შედგენილი ქართულ ენაზე) უნდა წარედგინა ქართულად ნათარგმნი და სანოტარო წესით დამოწმებული სახით.
- საქმე №ბს-484(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.07.2022
სააპელაციო პალატამ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-14 მუხლზე, ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, ასევე საგადასახადო კოდექსის 2071 მუხლზე მითითებით, ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილი აუდიო-ვიდეო მასალაზე, რომელიც ასახავდა მებაჟე-ოფიცრისა და მოსარჩელის კომუნიკაციის ფაქტს და მასზე დაყრდნობით უსაფუძვლოდ მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება იმის თაობაზე, რომ ა.
- საქმე №ბს-687(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.06.2022
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-14 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული წარმოების ენაა ქართული, ხოლო აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზური, 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთში აგრეთვე - აფხაზურ ენაზე.
- საქმე №ბს-930-922(2კ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.04.2017
- საქმე №ბს-628-615(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.07.2015
- საქმე №ბს-357-353(2კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.05.2015
- საქმე №ას-1190-1132-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.02.2015
- საქმე №ბს-797-766(2კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.06.2009
- საქმე №ბს-446-424(2კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.11.2007
- საქმე №ბს-745-711(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.10.2007
- საქმე №ბს-684-651(2კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.04.2007
- საქმე №3გ-ად-536-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.06.2003
- საქმე №330310018002566312 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.11.2019
- საქმე №330310016001571100 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 16.07.2019
- საქმე №330310018002433580 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 15.05.2019
- საქმე №330310018002479099 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 24.04.2019
- საქმე №330310017002077980 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 04.10.2018
- საქმე №330310017001820057 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.07.2018
- საქმე №330310019002932967 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 04.06.2019
- საქმე №330310018002715262 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 21.02.2019
- საქმე №330310018002479099 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 31.01.2019
- საქმე №330310018002433580 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 20.11.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება