ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც დაიდო ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ნაცვლად, ძალაში შედის იმ ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი თანხმობის შემდეგ, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად აუცილებელია სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1801 - სსმ I, №37, 14.07.2005წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(8)
- საქმე №ბს-777(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2026
…2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 68-ე მუხლის, 72-ე მუხლის მე-13 პუნქტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად - 1.
- საქმე №ბს-974(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.10.2019
…თანახმად კი, განცხადებას უნდა დაერთოს მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიული გეგმა არსებული მდგომარეობით (მასშტაბი 1:500 ან 1:1000). აღნიშნული დადგენილების 67-ე მუხლის მე-2 პუნქტი შეიცავს II კლასს მიკუთვნებულ შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალს; 68-ე მუხლი შეეხება II კლასის შენობა-ნაგებობაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის წესს; ხოლო 69-ე მუხლის პირველ პუნქტში მოცემულია იმ აუცილებელი ინფორმაციის (დოკუმენტაციის) ჩამონათვალი, რომელსაც უნდა შეიცავდეს II კლასის შენობა-ნაგებობის სამშენებლო დოკუმენტის პროექტი.
- საქმე №ბს-1489-1446(2კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.02.2009
ასევე, დაეცვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII კარის, მე-5 და 68-ე მუხლების იმპერატიული მოთხოვნები. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს…
- საქმე №ბს-896-857(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.05.2007
და 68-ე მუხლები და განმარტა, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც დაიდო ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ნაცვლად, ძალაში შედის იმ ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი…
- საქმე №ას-11-463-06 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.09.2006
გარდა ამისა, შეგებებული სარჩელის ავტორის მითითებით, პრივატიზების ხელშეკრულების დადებისას დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე და 68-ე მუხლის მოთხოვნები. ამ ნორმების თანახმად, შპს «ს. მ-ესა» და ს. დ-იანს შორის გარიგების დასადებად საჭირო იყო მისი წერილობითი თანხმობა.
- საქმე №ბს-1576-1150(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.05.2006
- საქმე №ბს-21-16-კ-05 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.03.2005
- საქმე №330310016001235758 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 10.10.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება