ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 79-ე მუხლი · სზაკ 79
თავი VI — ადმინისტრაციული წარმოების ზოგადი დებულებანი. მარტივი ადმინისტრაციული წარმოება
1. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციაში გაატაროს განცხადება მიღების დღესვე და დასვას მასზე რეგისტრაციის თარიღი და ნომერი.
2. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განმცხადებლის მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ გაუგზავნოს (გადასცეს) მას განცხადების რეგისტრაციაში გატარების დადასტურებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(18)
საქმე №ბს-165(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.05.2025
კასატორი, ასევე, მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე, 76-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 79-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მათ საფუძველზე განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება იწყება შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან.
საქმე №ბს-1044(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.05.2022
…ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა შპს „...“-მა, შესაბამისად აღნიშნული ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადა შეადგენდა 1 თვეს, რომელიც ამოიწურა 2018 წლის 27 ოქტომბერს, თუმცა კასატორის მოსაზრებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 79-ე და მე-100 მუხლების თანახმად, საჩივრის განხილვის ვადა დაიწყო 2018 წლის 27 სექტემბერს და არა 28 სექტემბრიდან, რის გამოც 2018 წლის 26 ოქტომბერს ამოიწურა საქმის განხილვის ვადა.
საქმე №ბს-63(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.07.2021
…ან სამოქალაქო აქტის ჩანაწერსა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობაში მითითებული მონაცემების შეუსაბამობის შემთხვევაში, საწინააღმდეგოს დადგენამდე ნამდვილად მიიჩნევა დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები. ამავე კანონის 79-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერებში მონაცემების შესწორების საფუძველია სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომის აღმოჩენა.
საქმე №ბს-45(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.12.2019
კასატორი სზაკ-ის 58-ე, 76-ე, 79-ე, 89-ე, 179-ე, 180-ე, 182-ე და 185-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნავს, რომ ნ. მ-ის მხრიდან გასული იყო სადავო დადგენილების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა, შესაბამისად ქ.
საქმე №ას-514-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.10.2019
საჯარო სკოლის შინაგანაწესის მე-7 მუხლის მოთხოვნა, სზაკ-ის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 17 აგვისტოს №951 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს…
დანიშნულებაში მითითებულია „ხელფასი, მომსახურების ანაზღაურება, შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება და სხვა“. შემოწმების მიერ გამოვლენილი სხვაობით დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდების საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა.სსკ-ის მე-20, 79-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა. გადაწყვეტილება 1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, მუხლი 79. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16270/muxli-79/