ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 81-ე მუხლი · სზაკ 81
თავი VI — ადმინისტრაციული წარმოების ზოგადი დებულებანი. მარტივი ადმინისტრაციული წარმოება
1. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის მოსთხოვოს განმცხადებელს წარადგინოს სხვა რაიმე დამატებითი საბუთი ან ინფორმაცია კანონით გათვალისწინებული საბუთის ან ინფორმაციის გარდა.
2. დაუშვებელია ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საფუძვლით ადმინისტრაციული წარმოების შეჩერება ან განცხადების განხილვაზე უარის თქმ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(66)
საქმე №ბს-751(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.05.2026
თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2, მე-5 ნაწილებზე და აღნიშნავს, რომ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შესაძლებელია განმცხადებელს დაევალოს ისეთი დოკუმენტაციის ან ინფორმაციის წარდგენა, რომელიც აუცილებელია საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისთვის, თუმცა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის მოსთხოვოს განმცხადებელს წარადგინოს, კანონით გათვალისწინებულის გარდა, სხვა რაიმე დამატებითი საბუთი ან ინფორმაცია.
საქმე №ბს-604(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.03.2026
…გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაასაბუთოს, კანონით გათვალისწინებული რა არსებითი სახის საფუძველი არსებობდა, რომელმაც განაპირობა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. სზაკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, მოსთხოვოს განმცხადებელს წარადგინოს სხვა რაიმე დამატებითი საბუთი ან ინფორმაცია კანონით გათვალისწინებული საბუთის ან ინფორმაციის გარდა.
საქმე №ბს-455(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.02.2026
პალატამ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 81-ე, 83-ე მუხლებზე, 201-202-ე მუხლებზე, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 1032 მუხლზე, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს…
საქმე №ბს-703(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2025
…საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. საჯარო სამართალი აყალიბებს და ზღუდავს სახელმწიფოს, როგორც უზენაეს ხელისუფალს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 81-ე მუხლით იმპერატიულად დადგენილია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოქალაქისათვის კანონით გაუთვალისწინებელი მოთხოვნების დაწესების დაუშვებლობა.
საქმე №ბს-1377(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.02.2024
…მიხედვით, განმცხადებელს უფლება აქვს წარუდგინოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს ყველა სხვა საბუთი, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის მოსთხოვოს განმცხადებელს წარადგინოს სხვა რაიმე დამატებითი საბუთი ან ინფორმაცია კანონით გათვალისწინებული საბუთის ან ინფორმაციის გარდა.
საქმე №ბს-674(3კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.09.2023
საქმე №ბს-350(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.05.2023
საქმე №ბს-907(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.04.2023
საქმე №ბს-1189(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.05.2022
საქმე №ბს-1221(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.02.2022
საქმე №ბს-606(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.02.2022
საქმე №ბს-177(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.10.2021
საქმე №ბს-335(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.09.2021
საქმე №ბს-997(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.06.2021
საქმე №ბს-1196(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.06.2021
საქმე №ბს-388(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.03.2021
საქმე №ბს-334(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.10.2020
საქმე №ბს-34(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.05.2020
საქმე №ბს-1043(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.12.2019
საქმე №ბს-629(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.07.2019
არასწორად იქნა ინტერპრეტირებული და გამოყენებული საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტი, არასწორად არ ჩათვალეს შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული თანხები ხარჯში, როგორც უკიდურესი ზომა არ იქნა გათვალისწინებული სიტუაციური სახელმძღვანელო №0256, არასწორად იქნა მოთხოვნილი ისეთი დოკუმენტაცია, რომელიც აშკარად ცდებოდა ადმინისტრაციული ორგანოს შემზღუდველ სზაკ-ის 81-ე მუხლის დანაწესს და ეს ყოველივე იმ ფონზე, რომ წარდგენილი იქნა დოკუმენტაცია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.
ზემოაღნიშნული ჩანაწერი კი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ჩანაწერთან - ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის მოსთხოვოს განმცხადებელს წარადგინოს სხვა რაიმე დამატებითი საბუთი ან ინფორმაცია კანონით გათვალიწინებული საბუთის ან ინფორმაციის გარდა.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, მუხლი 81. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16270/muxli-81/