თავი VI — ადმინისტრაციული წარმოების ზოგადი დებულებანი. მარტივი ადმინისტრაციული წარმოება
1. ყველას აქვს უფლება აწარმოოს ურთიერთობა ადმინისტრაციულ ორგანოსთან წარმომადგენლის მეშვეობით, აგრეთვე ისარგებლოს დამცველის დახმარებით.
2. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია წარმომადგენელს მოსთხოვოს მისი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი.
3. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის მოსთხოვოს დაინტერესებულ მხარეს წარმომადგენლის მეშვეობით აწარმოოს ურთიერთობა ადმინისტრაციულ ორგანოსთან, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევის
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(20)
- საქმე №ბს-1237(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.02.2025
…რომ მის მაზლს საკუთრების აღიარებისთვის უკვე მიმართული ჰქონდა კომისიისთვის. ამდენად, აღიარების კომისიას ნ.გ-ის განცხადებების შესწავლის შედეგად მარტივად შეეძლო დაედგინა განმცხადებლის მოთხოვნის მსგავსება ი.გ-ის მოთხოვნასთან. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 86.1 მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება აწარმოოს ურთიერთობა ადმინისტრაციულ ორგანოსთან წარმომადგენლის მეშვეობით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია წარმომადგენელს მოსთხოვოს მისი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი.
- საქმე №ბს-178(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.12.2024
…დაინტერესებული პირი, რომელიც არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან ადმინისტრაციული ორგანო, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს სააგენტოს გადაწყვეტილება ან ქმედება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 86-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ყველას აქვს უფლება აწარმოოს ურთიერთობა ადმინისტრაციულ ორგანოსთან წარმომადგენლის მეშვეობით, აგრეთვე ისარგებლოს დამცველის დახმარებით.
- საქმე №ბს-576(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.09.2023
…ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. სააპელაციო პალატამ „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 86.1, 87.1 მუხლებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოსთვის იმთავითვე (განაცხადის წარდგენისას) ცნობილი იყო, რომ დ.
- საქმე №ბს-375(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.01.2023
პალატამ მიიჩნია, რომ სადავო შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა ემოქმედა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 86-ე მუხლის შესაბამისად და შსთვის მოეთხოვა ნასყიდობის ხელშეკრულებაში გამყიდველი მხარის წარმომადგენლობის დაადასტურებელი…
- საქმე №ბს-495(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.06.2022
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 86-ე მუხლის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება, ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთობა აწარმოოს წარმომადგენლის მეშვეობით.
- საქმე №ბს-897(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.10.2021
- საქმე №ბს-797(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.07.2020
- საქმე №ას-260-248-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2018
- საქმე №ბს-756-742(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.12.2015
- საქმე №ბს-130-123(კ-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.07.2013
- საქმე №ბს-342-331(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.10.2010
- საქმე №ბს-864-831(გ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.01.2009
- საქმე №ბს-361-348(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.07.2008
- საქმე №ბს-846-808(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.11.2007
- საქმე №ბს-270-255(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2007
- საქმე №3გ-ად-15-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.06.2002
- საქმე №330310116001284353 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 14.11.2018
- საქმე №330310019002820792 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 04.03.2020
- საქმე №010350019003110016 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 01.08.2019
- საქმე №330310018002598426 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 28.09.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება