თავი VI — ადმინისტრაციული წარმოების ზოგადი დებულებანი. მარტივი ადმინისტრაციული წარმოება
თუ ამ კოდექსის 89-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირები არ დანიშნავენ წარმომადგენელს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, მათ წარმომადგენლად ჩაითვლება განცხადებაზე პირველი ხელმომწერი პირი.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1801 - სსმ I, №37, 14.07.2005წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-1096-1052(2კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.06.2010
…მე-5 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა მოქმედებდეს კანონის და არა მიზანშეწონილობის საფუძველზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, მიიღოს გადაწყვეტილება საქმისათვის არსებითი…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება