თავი VI — ადმინისტრაციული წარმოების ზოგადი დებულებანი. მარტივი ადმინისტრაციული წარმოება
1. ადმინისტრაციულ წარმოებაში ვადის გამოთვლისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-69-ე მუხლებით დადგენილი წესი.
2. თუ დაინტერესებული მხარე ვალდებულია დაიცვას დადგენილი ვადა, აღნიშნული ვადის დინება დაიწყება მხოლოდ დაინტერესებული მხარისათვის შესაბამისი დოკუმენტის ან ინფორმაციის გადაცემის ან ამ ინფორმაციის ოფიციალური გამოქვეყნების დღიდან.
3. გაშვებული ვადა უნდა აღდგეს, თუ დაინტერესებულმა მხარემ კანონით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადა გაუშვა არაბრალეულად – დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზით.
4. დაინტერესებული მხარე გაშვებული ვადის აღდგენის შესახებ წერილობითი განცხადებით მიმართავს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნული გარემოებათა აღმოფხვრიდან არა უგვიანეს 15 დღისა. განცხადებას უნდა დაერთოს შესაბამისი დოკუმენტები და მასალები, რომლებიც ადასტურებენ ვადის გაშვების საპატიო საფუძვლის არსებობას.
5. ადმინისტრაციული ორგანო განცხადებას გაშვებული ვადის აღდგენის შესახებ განიხილავს 5 დღის ვადაში.
6. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია აღადგინოს დაინტერესებული მხარის მიერ საპატიო მიზეზით გაშვებული, ამავე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადაც, თუ ეს არ არის აკრძალული კანონით და ზიანს არ აყენებს მესამე პირის უფლებას ან კანონიერ ინტერეს
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(57)
- საქმე №ბს-460(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2026
ანალოგიური შინაარსის ნორმებს ივალისწინებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსიც (შემდეგში სზაკ), კერძოდ, 94-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გაშვებული ვადა უნდა აღდგეს, თუ დაინტერესებულმა მხარემ კანონით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადა გაუშვა არაბრალეულად –…
- საქმე №ბს-161(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.06.2026
…დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებას, თუ აპლიკანტმა დადგენილ ვადაში არ გამოასწორა ხარვეზი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე კი, განცხადების აპლიკანტისათვის დაბრუნება იწვევს გამარტივებული წარმოების დასრულებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის თანახმად, (1) ადმინისტრაციულ წარმოებაში ვადის გამოთვლისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-69-ე მუხლებით დადგენილი წესი;
- საქმე №ბს-148(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.05.2026
…10 დღიანი ვადის გაშვება უნდა ჩაეთვალოთ საპატიოდ, რადგან მოსარჩელის მამის - ა. ნ-ის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, ვერ შეძლეს საააღსრულებო წარმოების ფარგლებში მათ მიმართ წარდგენილ მოთხოვნაზე პრეტენზიის გაცხადება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, გაშვებული ვადა უნდა აღდგეს, თუ დაინტერესებულმა მხარემ კანონით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადა გაუშვა არაბრალეულად, დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზით.
- საქმე №ბს-16(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.10.2025
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო სზაკ-ის 94-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს ადმინისტრაციულ წარმოებაში გაშვებული ვადის აღდგენის საკითხს. მოცემულ საქმეში, ლ.
- საქმე №ბს-430(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.07.2025
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის მე-3 ნაწილის ანალიზის საფუძველზე განმარტა, რომ გაშვებული ვადის აღდგენისათვის უნდა არსებობდეს ვადის გაშვების ობიექტური მიზეზები, რომლებიც დაადასტურებს პირის არაბრალეულობას გასაჩივრების ვადის გაშვებაში.
- საქმე №ბს-112(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.06.2025
- საქმე №ბს-396(კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.06.2025
- საქმე №ბს-1299(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.05.2025
- საქმე №ბს-1130(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.02.2025
- საქმე №ბს-520(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.01.2025
- საქმე №ბს-572(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.06.2024
- საქმე №ბს-103(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.06.2024
- საქმე №ბს-953(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.05.2024
- საქმე №ბს-41(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.03.2024
- საქმე №ბს-1221(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.10.2023
- საქმე №ბს-771(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.05.2023
- საქმე №ბს-691(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.09.2022
- საქმე №ბს-1067(კს-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.06.2022
- საქმე №ბს-408(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.04.2021
- საქმე №ბს-588(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.10.2020
- საქმე №ბს-476(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.10.2020
- საქმე №ბს-504(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.09.2020
- საქმე №ბ-563-4(ა-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.07.2020
- საქმე №ბს-25(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.04.2020
- საქმე №ბს-40(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.04.2020
- საქმე №ბს-1157(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.12.2018
- საქმე №ბს-236-234(კ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.01.2018
- საქმე №ბს-164-162(2კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.06.2017
- საქმე №ბს-770-762(კ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.10.2016
- საქმე №ბს-757-743(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.12.2015
- საქმე №ბს-320-311(2კ-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.04.2014
- საქმე №ბს-854-836(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.10.2013
- საქმე №ბს-892-854(3კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.03.2010
- საქმე №ბს-906-870(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.01.2009
- საქმე №ბს-1053-1016(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.12.2008
- საქმე №ბს-299-292(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.05.2008
- საქმე №ბს-1062-1015(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.05.2008
- საქმე №ბს-470-447(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.11.2007
- საქმე №ბს-942-899(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.02.2007
- საქმე №ბს-654-621(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.01.2007
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 57-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება