გადაწყვეტილება №24404/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24404/2/2024
25 დეკემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ "--------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,20.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "------" 5.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24404/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების 2024 წლის 15 აგვისტოს №18826 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 18.09.2024 წლის №002-183 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 15.11.2024 წლის №24260 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 17 520,2 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი 10 714
ჯარიმა - 5 357
საურავი - 1 449,2
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის საქმიანობაა წყლის გამაცხელებლების იმპორტი ჩინეთიდან, დახერხილი ხის მასალის იმპორტი რუსეთიდან და შემდგომ მათი საბითუმო რეალიზაცია.
აუდიტის დეპარტამენტის 29.03.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 4.11.2022 წლიდან 1.11.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზისას, შემოსავალში გათვალისწინებულ იქნა კომპანიის მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზაცია, ვინაიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს სმფ-ების ნაშთი არ გააჩნდა, ხოლო გადახდილ თანხებში საბაჟო დეკლარაციებში დაფიქსირებული საინვოისო ღირებულება ტრანსპორტირების გათვალისწინებით, გარდა რუსეთიდან იმპორტირებული საქონლისა, ვინაიდან გადამხდელის მიერ არ იყო წარმოდგენილი შეძენილი საქონლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და აგრეთვე საბანკო ამონაწერები.
ხარჯის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა №0256 მანუალი და გათვალისწინებულ იქნა ინვოისით შეძენილი საქონლის ღირებულების 75%, ადგილობრივი შეძენები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, გაცემული ხელფასები, სსიპ-გან მიღებული მომსახურებები და სხვა. განკარგვადი თანხა ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 81-ე, 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 10.04.2024 წლის №002-58 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.05.2024 წლის №12280 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 19.07.2024 წლის №23339/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურმა საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად განიხილა დაბრუნებული საჩივარი და გამოსცა 15.08.2024 წლის №18826 ბრძანება, საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე. იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 15.08.2024 წლის №18826 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 10.09.2024 წლის დასკვნა, 17.09.2024 წლის №20477 ბრძანება და 18.09.2024 წლის №002-183 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულება შემცირდა 19 625 ლარით (გადასახადი 13 083 ლარი, ჯარიმა 6 542 ლარი).
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 18.09.2024 წლის გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 15.11.2024 წლის №24260 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და 304- ე მუხლის 21 ნაწილზე, ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება. ამასთან, გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი არგუმენტები, რაც თავდაპირველ საჩივარში არ ყოფილა დაფიქსირებული და შესაბამისად. არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადაწყვეტილება აღსრულდა ნაწილობრივ. შემოწმების აქტის შინაარსიდან გამომდინარე საშემოსავლო ნაწილში დარიცხვა გამოიწვია ხარჯისთვის №0256 მანუალით ინვოისით შეძენილი საქონლის 75% ღირებულების გამოყენებამ. გადაანგარიშების შედეგად აღმოჩნდა, რომ თურმე სალაროში ცალკე ყოფილა განკარგვადი თანხები, რომელიც აუდიტორმა დაუქვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. სალაროში განკარგვადი ფულადი სახსრები ვერ იქნებოდა, ვინაიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს 2023 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით კომპანიის საწესდებო კაპიტალი შეადგენდა 262 000 ლარს. (იხ.კრების ოქმები). აღნიშნული გაუგებრობა გამოიწვია აქტის შინაარსის ბუნდოვანებამ.
მომჩივანი მიუთითებს სსკ-ის 267-ე მუხლსა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და მიაჩნია, რომ ზემოთ აღნიშნული საკითხზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე უნდა მოხდეს სადავო საკითხის დამატებით შესწავლა და დარიცხული თანხების გადაანგარიშება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 15.08.2024 წლის №18826 ბრძანებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 10.09.2024 წლის დასკვნის მიხედვით, იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად არის გათვალისწინებული ხარჯებში, რის შედეგადაც დარიცხული თანხები შემცირდა 19 625 ლარის ოდენობით.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას საგადასახადო ორგანოს მიერ იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად იქნა გათვალისწინებული ხარჯებში. ამასთან, საბჭო აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი არგუმენტები, რაც თავდაპირველ საჩივარში არ ყოფილა დაფიქსირებული და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 15.08.2024 წლის №№18826 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი მიუთითებს სსკ-ის 267-ე მუხლსა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს სადავო საკითხის დამატებით შესწავლა და დარიცხული თანხების გადაანგარიშება.
ფაქტობრივი გარემოებები
ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზისას, შემოსავალში გათვალისწინებულ იქნა კომპანიის მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზაცია, ვინაიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს სმფ-ების ნაშთი არ გააჩნდა, ხოლო გადახდილ თანხებში საბაჟო დეკლარაციებში დაფიქსირებული საინვოისო ღირებულება ტრანსპორტირების გათვალისწინებით, გარდა რუსეთიდან იმპორტირებული საქონლისა, ვინაიდან გადამხდელის მიერ არ იყო წარმოდგენილი შეძენილი საქონლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და აგრეთვე საბანკო ამონაწერები.
ხარჯის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა №0256 მანუალი და გათვალისწინებულ იქნა ინვოისით შეძენილი საქონლის ღირებულების 75%, ადგილობრივი შეძენები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, გაცემული ხელფასები, სსიპ-გან მიღებული მომსახურებები და სხვა. განკარგვადი თანხა ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და სსკ-ის 81-ე, 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 15.08.2024 წლის №№18826 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
267.