თავი VI — ადმინისტრაციული წარმოების ზოგადი დებულებანი. მარტივი ადმინისტრაციული წარმოება
1. განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მისცეს განმცხადებელს განცხადების უარმყოფელ გარემოებათა შესახებ საკუთარი აზრის წარდგენის შესაძლებლობა, თუ:
ა) უარი ეფუძნება ინფორმაციას განმცხადებლის შესახებ;
ბ) ინფორმაცია, რომელსაც ეფუძნება უარი, განსხვავდება განმცხადებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციისაგან.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა არ გამოიყენება, თუ განმცხადებელს უკვე წარდგენილი აქვს საკუთარი მოსაზრება აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით, აგრეთვე გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს საჯარო ინტერესს. ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიუთითოს, თუ რა გადაუდებელი გარემოება არსებობს.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1801 - სსმ I, №37, 14.07.2005წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(19)
- საქმე №ბს-514(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2023
ამასთან, განმცხადებელს არ მიეცა წარმოდგენილი ინფორმაციის უარყოფის საშუალება, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული უფლება გარანტირებულია მათ შორის, ადგილობრივი სამართლის მიხედვითაც, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 101-ე მუხლით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ.
- საქმე №ბს-81(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.11.2022
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის მიღებისას დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე, 101-ე მუხლების მოთხოვნები. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო აქტის საფუძვლად მითითებული კონტრდაზვერვის წერილი არ შეიცავს საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესაბამის ფაქტობრივ საფუძვლებს.
- საქმე №ბს-475(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.07.2022
…ჩანაწერიდან არ იკვეთება წარმოებაში დაინტერესებული პირის ან მისი წარმომადგენლის მონაწილეობა. საქმეში მატერიალური სახით დაცულ 11.05.2017წ. ოქმში ასევე შეუვსებელია გრაფა, რომელშიც სტატუსის მაძიებლის მონაცემები უნდა იყოს მითითებული. სზაკ-ის 101.1 მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული წარმოების მასალებში არსებულ გარემოებებზე დაყრდნობით ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილი აქვს განმცხადებლის მოთხოვნის…
- საქმე №ბს-649(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.12.2020
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის იპერატიული დანათქმის თანახმად, განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური…
- საქმე №ბს-260-257(2კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.10.2011
…გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე აქტის გამოცემას.,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” კანონის მე-101 მუხლის, იუსტიციის მინსიტრის 12.11.04წ. ¹1398 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის საფუძველზე სასამართლომ მიუთითა, რომ პირის რეგისტრაციიდან…
- საქმე №ბს-1048-1006(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.04.2010
- საქმე №ბს-365-349(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.10.2007
- საქმე №ბს-464-441(2კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.10.2007
- საქმე №ბს-11-11(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.06.2006
- საქმე №ბს-70-67(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.05.2006
- საქმე №3გ-ად-284-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.11.2002
- საქმე №330310018002261833 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 13.06.2019
- საქმე №330310017001785712 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 15.05.2018
- საქმე №120310019003147666 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 13.11.2019
- საქმე №120310019003148504 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 17.10.2019
- საქმე №120310019002936271 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 09.08.2019
- საქმე №120310019003021753 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 17.07.2019
- საქმე №330310018002323033 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 27.02.2019
- საქმე №140310017002013183 · გორის რაიონული სასამართლო · 29.05.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება