1. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კოლეგიურ ორგანოში ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად და ამ თავში აღნიშნული დებულებების გათვალისწინებით.
. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესები.
. კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების მიმართ ვრცელდება საქართველოს კონსტიტუციით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო, აგრეთვე მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული წესები.
2. თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, კოლეგიურ ორგანოში შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო. გამონაკლისს წარმოადგენს კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის უფლება – გადაგზავნოს განცხადება უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ან დაუბრუნოს იგი განმცხადებელს, თუ მასში დასმული საკითხების გადაწყვეტა კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას არ განეკუთვნება.
საქართველოს 2009 წლის 22 ოქტომბრის კანონი №1886 - სსმ I, №33, 09.11.2009 წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(21)
- საქმე №ბს-748(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.03.2023
კასატორი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 97-ე და 103-ე მუხლებზე, საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლზე, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლზე, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესხებ…
- საქმე №ბს-475(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.07.2022
განსახილველ შემთხვევაში არ დგინდება, რომ მ. ნ-ას ან მის წარმომადგენელს აღნიშნული შესაძლებლობა მიეცა. არ დასტურდება აგრეთვე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოწმეთა გამოკითხვის პროცესში მ. ნ-ას ან მისი წარმომადგენლის ჩართულობა. სზაკ-ის 103.1 მუხლის თანახმად, კოლეგიურ ორგანოში ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს მარტივი ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესების შესაბამისად, თუ სპეციალური მოწესრიგებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
- საქმე №ბს-33-32(კ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.02.2017
მეთოდოლოგიის 26-ე მუხლის, ასევე სზაკ-ის 103-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად, სრულყოფილად წარმოდგენილი სატარიფო განაცხადის მიღების შემდეგ ან კომისიის ინიციატივით ტარიფის გადახედვის შემთხვევაში კომისიის, როგორც კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს, გადაწყვეტილებით იწყება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება და შესაბამისი ცნობა ქვეყნდება კომისიის ვებგვერდზე.
- საქმე №ბს-477-471(2კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.09.2012
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კოლეგიურ ორგანოში ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად და ამ თავში აღნიშნული დებულებების გათვალისწინებით.
- საქმე №ბს-96-95(2კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.04.2010
თბილისის სააპელაციო პალატამ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2008 წლის 8 მაისის ოქმთან მიმართებაში, რომელიც ითვალისწინებს, რომ საქმე განხილული იქნეს სასამართლო წესით, განმარტა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, კოლეგიურ ორგანოში შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო.
- საქმე №ბს-947-907(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2010
- საქმე №ბს-1582-1537(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.01.2010
- საქმე №ბს-1042-996(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.03.2008
- საქმე №ბს-1243-818(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.07.2006
- საქმე №ბს-90-281-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.01.2004
- საქმე №ბს-200-352-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.11.2003
- საქმე №ბს-48-247-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.11.2003
- საქმე №330310017002103539 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 27.02.2020
- საქმე №190310119002881047 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.10.2019
- საქმე №820310017002073271 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 22.10.2019
- საქმე №330310114535605 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 27.06.2018
- საქმე №110310017002003926 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 27.02.2018
- საქმე №330310019002820792 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 04.03.2020
- საქმე №330310018002270647 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 27.08.2019
- საქმე №330310018002749066 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 29.03.2019
- საქმე №190310017002193163 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 21.05.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება