თავი VI — ადმინისტრაციული წარმოების ზოგადი დებულებანი. მარტივი ადმინისტრაციული წარმოება
1. თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრა-ციული ორგანო გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ იღებს განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში.
2. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არ ეხება მესამე პირის ინტერესებს, უნდა გამოიცეს განცხადების წარდგენიდან 15 დღის ვადაში.
3. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას გამოაქვს გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის განსაზღვრის შესახებ.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1801 - სსმ I, №37, 14.07.2005წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(105)
- საქმე №ბს-483(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.03.2026
№8 სხდომის ოქმებით შეფარდებული იქნა ერთი და იმავე ადმინისტრაციული დარღვევისთვის, რომელიც წარიმართა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის, მე-4, მე-5, მე-7, მე-13, 95-ე, 97-ე, 98-ე და მე-100 მუხლების სრული იგნორირებით, რაც დადასტურებულია სასამართლოს 25.02.2014წ. და 29.09.2017წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით.
- საქმე №ას-525-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.11.2025
აღნიშნული ბრძანების მომზადებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, 51-ე, 96-ე, მე-100 მუხლებით, VI თავის, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტეტუტული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N255 დადგენილებით დამტკიცებული მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესების და პირობების, ქ.
- საქმე №ბს-187(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.09.2025
სასამართლომ მიუთითა, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს სადავო საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად (2022 წლის 17 ნოემბერს წარდგენილ განაცხადზე) უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლით განსაზღვრული რეგულაციით და განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე, გადაწყვეტილება უნდა მიეღო განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში.
- საქმე №ბს-145(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.06.2025
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას, რომ ვინაიდან გადაწყვეტილების მიღება მოითხოვს საკითხის დამატებით კვლევასა და შეფასებას, ამიტომ სააგენტომ არ გამოსცა შესაბამისი გადაწყვეტილება და მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი,…
- საქმე №ბს-844(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.04.2025
…განსაზღვრის შესაძლებლობას, რომლის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს სამ თვეს (სზაკ-ის 100.3, 100.4 მუხ.), შესაბამისად მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით გამოეყენებინა სზაკ-ის მე-100 მუხლით გათვალისწინებული შესაძლებლობა აქტის გამოცემის ვადის განსაზღვრის შესახებ, რაც მას არ განუხორციელებია.
- საქმე №ბს-34(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.03.2025
- საქმე №ას-932-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.09.2024
- საქმე №ბს-1484(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.07.2024
- საქმე №ბს-41(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.03.2024
- საქმე №ბს-1091(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.02.2024
- საქმე №ბს-1423(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.11.2023
- საქმე №ბს-771(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.10.2023
- საქმე №ბს-180(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.03.2023
- საქმე №ბს-302(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.02.2023
- საქმე №ბს-587(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.09.2022
- საქმე №ბს-671(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.07.2022
- საქმე №ბს-1023(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.05.2022
- საქმე №ბს-1044(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.05.2022
- საქმე №ბს-56(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.03.2022
- საქმე №ბს-537(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.12.2021
- საქმე №ბს-169(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.11.2021
- საქმე №ბს-1113(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.10.2021
- საქმე №ბს-535(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.10.2021
- საქმე №ბს-323(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.09.2021
- საქმე №ბს-524(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.10.2020
- საქმე №ბს-54(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.04.2020
- საქმე №ბს-50(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.04.2019
- საქმე №ბს-1030(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.11.2018
- საქმე №ბს-545-538(2კ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.04.2016
- საქმე №ბს-362-351(კ-კს-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.03.2014
- საქმე №ბს-362-351(კ-კს-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.03.2014
- საქმე №ბს-217-209(კ-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.02.2014
- საქმე №ბს-368-357(კ-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.02.2014
- საქმე №ას-685-651-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.10.2013
- საქმე №ბს-618-606(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.07.2013
- საქმე №ბს-486-480(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.02.2013
- საქმე №ბს-324-320(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.11.2012
- საქმე №ბს-627-622(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.12.2011
- საქმე №ბს-348-345(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.06.2011
- საქმე №ბს-1048-1006(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.04.2010
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 105-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება