1. კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს სხდომას ხსნის და დახურულად აცხადებს ამ ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – კანონმდებლობის შესაბამისად დანიშნული (არჩეული) სხდომის თავმჯდომარე.
2. სხდომის თავმჯდომარეს სხდომა მიჰყავს დღის წესრიგის შესაბამისა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ას-310-292-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.09.2015
განცხადების საფუძველზე წარმოება დაიწყო და სამეურვეო საბჭოს 2011 წლის 18 თებერვლის სხდომა ჩატარდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე, 77-ე, 78-ე, 10 3-ე, 104-ე, 105-ე, 106-ე მუხლების შესაბამისად. მოსარჩელეს ტელეფონით ეცნობა, რომ ტარდებოდა სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომა, რომელიც განიხილავდა მის პირად განცხადებას ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
- საქმე №ას-952-895-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.10.2012
…წინასწარ მიმართვა სავალდებულო, აღნიშნულით დაირღვა ადმინისტრაციული წარმოების წესი, დაკავშირებული განცხადების განხილვასთან, რომელიც რეგულირებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 76-ე, 78-ე, 79-ე, 95-ე, 96-ე, 98-ე, 104-ე, 110-ე მუხლებით, აღნიშნული დარღვევის გამო, ამავე კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილისა და 54-ე მუხლის თანახმად, არსებობს სამეურვეო საბჭოს 2011 წლის 21 იანვრის ოქმისა და მისი N3 დანართის ბათილად ცნობის საფუძველი.
- საქმე №ბს-445-424(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.07.2009
მართალია, სზაკ-ის 104-ე მუხლი ადგენს კოლეგიალური ორგანოს სხდომის მიმდინარეობისს წესს, მაგრამ სსიპ –განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დებულებით, რომლითაც განისაზღვრა…
- საქმე №ბს-200-352-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.11.2003
სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 34-ე, 75-ე, 95-ე, 98-ე, 103-ე, 104-ე მუხლები) და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის V თავი), რაც სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” პუნქტების თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების უდავო საფუძველია.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება