1. კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს მისი ყველა წევრი.
2. კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა.
3. კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(10)
- საქმე №ბს-1242(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.02.2026
ამასთანავე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოხელის რეზერვში ჩარიცხვა ხდება მხოლოდ მობილობის პროცედურის წარუმატებლად დასრულების შემდგომ ( კანონის 105.1 მუხლი) (შდრ. სუსგ Nბს-619(2კ-19), 16.01.2020წ.). 23. სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ…
- საქმე №ბს-1000(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.11.2024
სახელდობრ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 105-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
- საქმე №ბს-1233(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.03.2024
ამასთან, 105 მუხლის თანახმად, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების მოქმედების ვადაა მათი დამტკიცებიდან 3 წელი სანებართვო წარმოების II სტადიის დაწყებამდე.
- საქმე №ბს-475(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.07.2022
ადმინისტრაციული წარმოების კანონიერად ჩატარების შეფასების კუთხით მნიშვნელოვანია, რომ სზაკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.
- საქმე №ბს-937-933(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.01.2018
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა.
- საქმე №ას-310-292-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.09.2015
- საქმე №ბს-1342-1284(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.04.2010
- საქმე №3გ-ად-147-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2003
- საქმე №3გ-ად-47-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.05.2002
- საქმე №110310017002003926 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 27.02.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება