1. კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს ყველა სხდომაზე დგება სხდომის ოქმი, რომელშიც უნდა მიეთითოს:
ა) კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება;
ბ) სხდომის დრო და ადგილი;
გ) სხდომის თავმჯდომარის და წევრების ვინაობა;
დ) განხილვის საგანი;
ე) კენჭისყრის შედეგები;
ვ) მიღებული გადაწყვტილება.
2. სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე, აგრეთვე მდივანი, თუ ის მონაწილეობდა ოქმის შედგენაშ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(12)
- საქმე №ბს-589(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.11.2021
კასატორები აღნიშნავენ, რომ სზაკ-ის 106-ე, 112-ე მუხლები არ ადგენენ ოქმის წერილობითი ფორმის სავალდებულოობას. აღნიშნული მუხლებით დადგენილია მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს ყველა სხდომაზე ოქმის შედგენის საჭიროება, შესაბამისად, ოქმი შესაძლებელია შედგეს როგორც წერილობით, ასევე ტექნიკური საშუალების გამოყენებით.
- საქმე №ას-310-292-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.09.2015
განცხადების საფუძველზე წარმოება დაიწყო და სამეურვეო საბჭოს 2011 წლის 18 თებერვლის სხდომა ჩატარდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე, 77-ე, 78-ე, 10 3-ე, 104-ე, 105-ე, 106-ე მუხლების შესაბამისად. მოსარჩელეს ტელეფონით ეცნობა, რომ ტარდებოდა სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომა, რომელიც განიხილავდა მის პირად განცხადებას ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
- საქმე №ბს-1342-1284(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.04.2010
…და არ შეუძენია იურიდიული ძალა. ასევე არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სსრ 1953 წლის სამოქალაქო კოდექსის 182-ე, 1821-ე, 1822-ე, 189-ე მუხლები, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52.1, 53.5, 105-ე, 106-ე მუხლები, სათანადოდ არ გამოიკვლია საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და არ შეაფასა ისინი. კასატორის მითითებით, უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ დ.
- საქმე №ბს-445-424(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.07.2009
პალატის მოსაზრებით, სზაკ-ის 106-ე მუხლით დადგენილია სწორედ “სხვა რამ», კერძოდ, განისაზღვრა კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს სხდომაზე ოქმის შედგენის სავალდებულობა და ამ ოქმის შედგენის სავალდებულო რეკვიზიტები, მათ შორის მიღებული გადაწყვეტილების ოქმში დაფიქსირება.
- საქმე №ბს-36-36(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.06.2009
…პირველ ნაწილშიც მითითებულია, რომ თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კოლეგიურ ორგანოში ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად და ამ თავში აღნიშნული დებულებების გათვალისწინებით. ხსენებული კოდექსის 106-ე მუხლით რეგლამენტირებულია კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს სხდომის ოქმი, რომლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს ყველა სხდომაზე დგება სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე, აგრეთვე _ მდივანი, თუ ის მონაწილეობდა ოქმის შედგენაში.
- საქმე №ბს-200-352-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.11.2003
- საქმე №340310015741111 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.06.2019
- საქმე №330310018002383261 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 22.05.2019
- საქმე №270310018002416020 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 03.05.2019
- საქმე №330310018002310170 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 16.04.2019
- საქმე №270310018002416020 · წალენჯიხის რაიონული სასამართლო · 13.11.2018
- საქმე №330310018002383261 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 11.10.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება