ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (24)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №126
2010 წლის 24 აპრილი
ქ. თბილისი
ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ
მუხლი 1.
სოციალური დახმარების მიზანმიმართულებისა და ეფექტიანობის გაზრდის, თანამედროვე გამოცდილების დანერგვის მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:
1. ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა მიზანმიმართულად დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით შეიქმნას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა და დამტკიცდეს მისი ფორმირების თანდართული წესი.
2. ამ დადგენილებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული ღონისძიების შეუფერხებელი და სრულფასოვანი ადმინისტრირების მიზნებისათვის:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს სსიპ – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებულ მონაცემთა ბაზის ხელმისაწვდომობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის;
ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს:
ბ.ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციასა და განმეორებით გადამოწმებასთან დაკავშირებული განაცხადის ფორმის, მისი მიღებისა და აღრიცხვის წესის დამტკიცება 2010 წლის 1 ივნისამდე;
ბ.ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცება 2010 წლის 1 ივნისამდე;
ბ.გ) მონაცემთა ბაზის ფორმირების პროცესში წარმოშობილ ურთიერთობათა მოსაწესრიგებლად საჭირო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადება და გამოცემა;
გ) ყველა დაინტერესებულმა ადმინისტრაციულმა ორგანომ შეუფერხებლად უზრუნველყოს მათ ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზებისა და საჭირო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის.
3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ამ დადგენილებით დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში საკუთარი პასუხისმგებლობით უზრუნველყონ თანდართული წესით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება და განსახორციელებელ ღონისძიებებში მონაწილეობა.
4. სახელმწიფო რწმუნებულებმა – გუბერნატორებმა ხელი შეუწყონ ქვეყანაში სოციალური სისტემის რეფორმის ორგანიზებულად განხორციელებას და შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილება.
მუხლი 3.
დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს 2010 წლის 1 ივნისიდან.
მუხლი 4.
დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესი
თავი I. ზოგადი დებულებები
ეს წესი, საქართველოში მოქმედი სოციალური დახმარების სისტემის მიზანდასახულობის, ეფექტიანობის ამაღლებისა და აღრიცხვიანობის მოწესრიგების მიზნით, ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების იდენტიფიკაციას, აღრიცხვასა და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას, განსაზღვრავს პროცესის მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოების უფლებამოსილებებსა და კომპეტენციას, მის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციულ საკითხებს.
მუხლი 1. მიზნები და ამოცანები
1. ამ წესის მიზანია განსაზღვრული მეთოდოლოგიის გამოყენებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) ფორმირება, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დახმარებას და შეიძლება გახდნენ ამ დახმარების მიმღებნი.
2. ამ წესის ამოცანაა შესაბამისი პროცესის ორგანიზება მეთოდოლოგიური და ტექნიკური ბაზისის შესაქმნელად, რომელიც გამოყენებულ იქნება სახელმწიფო და ადგილობრივ დონეზე სოციალური დახმარების მიზანმიმართულად და ეფექტიანად განაწილებისათვის.
3. მონაცემთა ბაზის ფორმირება წარმოებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:
ა) მაძიებელი – მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მსურველი ოჯახი, რომელიც შეიძლება გახდეს სოციალური დახმარების მიმღები;
ბ) ოჯახი – განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას. ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი. ოჯახის შემადგენლობაში არ გაითვალისწინება:
ბ.ა) სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული, რომელსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა;
ბ.ბ) იძულებით სამკურნალოდ გაგზავნილი პირი;
ბ.გ) ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფი პირი;
ბ.დ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამ თვეზე მეტი ვადით წასული პირი;
ბ.ე) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადებული პირი;
ბ.ვ) ინსტიტუციონალურ დაწესებულებაში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფი პირი;
გ) შინასამეურნეო საქმიანობა – ოჯახის საკეთილდღეოდ მიმართული საქმიანობა, რომელიც ითვალისწინებს საცხოვრებელი ადგილის ერთობლივ გამოყენებას, მის მოვლა-პატრონობას, ოჯახისათვის საჭირო საარსებო საშუალებათა მოპოვებასა და ამ საშუალებების (ფული, პროდუქტები, ტანსაცმელი და ა.შ.) ოჯახის საკეთილდღეოდ განკარგვა-განაწილებას;
დ) სოციალური დახმარება – ნებისმიერი სახის მატერიალური და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელიც მიმართულია მაძიებელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ;
ე) სააგენტოს უფლებამოსილი პირი – სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი, რომელიც დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად ახორციელებს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა-შეფასებას;
ვ) განაცხადი – სპეციალური ფორმა, რომელსაც ავსებს მაძიებელი მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის აღრიცხვაზე ასაყვანად;
ზ) ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდი – სპეციალური უნიკალური ნომერი, რომელიც იძლევა ოჯახის იდენტიფიკაციის საშუალებას და ქმნის მის შესახებ არსებული ინფორმაციის ერთიან კოდიფიცირებულ სისტემას;
თ) ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი – მაძიებლის სხვა წევრთა ნდობით აღჭურვილი ოჯახის სრულწლოვანი ქმედუნარიანი წევრი ან მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელი, რომელიც კისრულობს პასუხისმგებლობას სააგენტოსათვის მიწოდებული მონაცემების სისწორისათვის;
ი) მეთოდოლოგია – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმებისა და მახასიათებლების ერთობლიობა, რომლებიც გამოიყენება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესაფასებლად;
კ) სარეიტინგო ქულა – პირობითი ერთეული, რომელიც მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელია;
ლ) ამონაწერი – ოჯახის სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრის ან კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნის საფუძველზე გაცემული დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია მონაცემთა ბაზაში ოჯახის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ამონაწერის ფორმასა და მისი გაცემის საკითხებს არეგულირებს სააგენტო.
მუხლი 3. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირება
მონაცემთა ბაზის ფორმირება ერთიანი სამართლებრივი პროცესია და მოიცავს:
ა) მაძიებლის განაცხადის მიღებას;
ბ) მაძიებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას;
გ) სარეიტინგო ქულის მინიჭებას.
თავი II. მაძიებლის განაცხადის მიღება
მუხლი 4. მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მიმართვა
მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მიმართვა შეუძლია ოჯახს, რომელიც მიიჩნევს, რომ თავისი სოციალურ-ეკონომიკური პირობების მიხედვით იმყოფება სოციალურად დაუცველ მდგომარეობაში, საჭიროებს დახმარებას და შეიძლება გახდეს ამ დახმარების მიმღები.
მუხლი 5. განაცხადის მიღება აღრიცხვაზე ასაყვანად
1. მაძიებელთა აღრიცხვის ორგანიზებას უზრუნველყოფს სააგენტო თავისი ტერიტორიული ერთეულების მეშვეობით.
2. მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მაძიებელი ავსებს დადგენილი ფორმის განაცხადს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3. სააგენტო უზრუნველყოფს განაცხადის ფორმის მაძიებლისათვის ხელმისაწვდომობას და მაძიებლის მიერ შევსებული განაცხადის მიღებას.
4. განაცხადის შევსება და წარდგენა შეუძლია მაძიებლის უფლებამოსილ წარმომადგენელს.
მუხლი 6. ოჯახის უფლება-მოვალეობანი
1. განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა:
ა) მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით დღე-ღამის განსაზღვრულ პერიოდში (დილის 8:00 საათიდან საღამოს 10:00 საათამდე) დაუბრკოლებლად შეუშვას სააგენტოს უფლებამოსილი პირი თავის საცხოვრებელ ბინაში, მისცეს მას საშუალება სრულად დაათვალიეროს ოჯახის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართობი თუ საერთო სარგებლობის სათავსები, შეამოწმოს ყოფითი პირობები;
ბ) ობიექტური პასუხები გასცეს უფლებამოსილი პირის შეკითხვებს და არ დაამახინჯოს ფაქტები, მოთხოვნისამებრ წარადგინოს საჭირო დოკუმენტები, ხელი მოაწეროს გამოკითხვის შედეგად შევსებულ დოკუმენტს, განსხვავებული აზრის არსებობისას დააფიქსიროს საკუთარი შენიშვნები;
გ) სააგენტომ ნებისმიერი წყაროდან მოიპოვოს საჭირო ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ოჯახის ან მისი ცალკეული წევრ(ებ)ის იდენტიფიკაციას, ფინანსურ და ქონებრივ მდგომარეობას, პერსონალურ და სხვა მონაცემებს, რაც უკავშირდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას;
დ) ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში;
ე) მიეცეთ მოპოვებული ინფორმაცია სხვა სოციალური დახმარების დამნიშვნელ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, რაც მიმართული იქნება მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ;
ვ) სოციალური დახმარების დანიშვნის ან სახელმწიფოს მიერ დადგენილი სხვა შეღავათებით სარგებლობის უფლების მოპოვების შემთხვევაში, ოჯახის მიერ სოციალური დახმარების (შეღავათის ან სხვა სახის სარგებლის) მიღების თაობაზე ინფორმაცია გახდეს საჯარო.
2. ოჯახს უფლება აქვს:
ა) გაეცნოს მონაცემთა ბაზაში მის შესახებ არსებულ ინფორმაციას;
ბ) მოითხოვოს მის შესახებ არსებულ მონაცემებში ცვლილებების (შესწორებების) შეტანა;
გ) მოითხოვოს ამონაწერი მონაცემთა ბაზიდან;
დ) ისარგებლოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
მუხლი 7. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებანი
1. მაძიებელთა იდენტიფიკაციისა და აღრიცხვის პროცესი ემყარება საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობას, რაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ერთობლივი მონაწილეობით.
2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები:
ა) ეხმარებიან სააგენტოს უფლებამოსილ პირ(ებ)ს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მაძიებელთა საცხოვრებელი ადგილის დადგენაში;
ბ) უზრუნველყოფენ თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე უკიდურეს სიღატაკეში მყოფი ოჯახების მოძიებას და ხელს უწყობენ მათ მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის პროცედურის გავლაში;
გ) საკუთარი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფენ რეგისტრირებული ოჯახების შესახებ საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და სააგენტოსათვის მიწოდებას მონაცემთა ბაზაში დაცული მონაცემების სრულყოფის მიზნით;
დ) უფლებამოსილი არიან, მონაწილეობა მიიღონ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაში, დადგენილი წესის შესაბამისად;
ე) ახორციელებენ მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში არსებული პირობების, დემოგრაფიული მდგომარეობის, ეკონომიკური თუ ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით სოციალურ საკითხთა გადაწყვეტისა და სოციალური დახმარების უკეთ დაგეგმვისათვის იყენებენ მონაცემთა ბაზაში არსებულ მონაცემებს.
თავი III. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა
მუხლი 8. მონაცემთა ბაზა
1. მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი დაცვის გაუმჯობესებისა და ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის მიზნით სააგენტო ქმნის „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზას“.
2. მონაცემთა ბაზა მოიცავს ცნობებს ოჯახის საცხოვრებელი ადგილის, მასში შემავალი პირების, აგრეთვე ოჯახის ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.
3. მონაცემთა ბაზა გამოიყენება სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, აგრეთვე სოციალური დახმარების უზრუნველმყოფი სხვა ორგანიზაციების მიერ სოციალური დახმარების დასაგეგმად საჭირო ინფორმაციის სწრაფი მოძიებისა და სოციალური დახმარების პროგრამების მონაწილეთა შერჩევისათვის.
4. მონაცემთა ბაზაში მიწოდებული ინფორმაციის სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ ინფორმაციის გამცემ ოჯახის წევრ(ებ)ს, შესაბამის ორგანოს თუ დაწესებულებას.
5. ოჯახი მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულად ითვლება, თუ მას მინიჭებული აქვს სარეიტინგო ქულა.
6. სარეიტინგო ქულის მისანიჭებლად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად და საჭირო პროცედურების გასატარებლად გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ვადები.
7. ოჯახს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია შეიძლება შეუწყდეს:
ა) ოჯახის წევრის განცხადების წარდგენის შემთხვევაში;
ბ) ყალბი ან არასწორი მონაცემების მიწოდების შემთხვევაში;
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
8. მონაცემთა ბაზის ფორმირებასთან და/ან ადმინისტრირებასთან დაკავშირებით წარმოებული დოკუმენტები ინახება არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ დოკუმენტების შენახვის (ან დაარქივების) შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო.
9. სააგენტოს მიერ, დადგენილი წესის შესაბამისად, გაცემულ ამონაწერს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც დოკუმენტ(ებ)ს, რომლის საფუძველზეც გაკეთდა ჩანაწერი მონაცემთა ბაზაში.
მუხლი 9. მონაცემთა ბაზის კორექტირება
1. სააგენტო მოიძიებს და იღებს ინფორმაციას ოჯახთან დაკავშირებით მომხდარი ცვლილებების შესახებ. ცვლილების შინაარსი შეიძლება ეხებოდეს წევრის დაბადებას, გარდაცვალებას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის არსებით შეცვლას (დასაქმება, ლეგალური შემოსავალი და ა.შ.), ოჯახის ან მისი რომელიმე წევრის მიერ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლას და სხვ.
2. მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის იმ მონაცემების კორექტირება, რომელთა შეცვლაც იწვევს სარეიტინგო ქულის ცვლილებას, შესაძლებელია ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებიდან მომდევნო სამი თვის განმავლობაში. ამ კორექტირებასთან დაკავშირებით სააგენტოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ კორექტირება დასაშვებია ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების საფუძველზე.
3. სააგენტო უფლებამოსილია, ოჯახში განხორციელებული დემოგრაფიული ცვლილების შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ოჯახის წევრის დაბადებას (შვილად აყვანას) ან წევრის გამოკლებას (გარდაცვალება, ოჯახის შემადგენლობიდან გასვლა), ავტომატურად შეიტანოს შესაბამისი ინფორმაცია მონაცემთა ბაზაში, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასებისა და სარეიტინგო ქულის გადათვლის გარეშე.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ოჯახის წევრის ავტომატურად დამატება დასაშვებია, თუ ოჯახის ბოლო შეფასებიდან და ბავშვის დაბადებიდან (შვილად აყვანიდან) არ არის გასული 2 წელი.
5. სააგენტო უფლებამოსილია, მიღებული ან აღმოჩენილი (გამოვლენილი), დადასტურებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც უკავშირდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის არსებით შეცვლას ან ოჯახის წევრის (უფლებამოსილი პირის) მიერ არასწორი მონაცემების მიწოდებას, მიიღოს გადაწყვეტილება სარეიტინგო ქულის არსებული წესით ცვლილების ან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შეწყვეტის თაობაზე, რაც ეცნობება დაინტერესებულ მხარეს. სარეიტინგო ქულის შეცვლა დასაშვებია სტიქიური უბედურების ან დაუძლეველი ძალის გამომწვევი სხვა მოვლენებით მიყენებული ზიანის ფარგლებშიც.
6. დადასტურებულ ინფორმაციად მიიჩნევა სააგენტოს მიერ შესაბამისი ორგანიზაცია-დაწესებულებებიდან მიღებული (მოპოვებული) წერილობითი დოკუმენტი, სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი წერილობითი დასკვნა, ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის ან ოჯახის წევრის მიმართვა, ან/და სხვა აღმოჩენილი (გამოვლენილი) გარემოებები თუ ფაქტი, რაც იძლევა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილების საფუძველს.
თავი IV. ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება და სარეიტინგო ქულა
მუხლი 10. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება
1. განაცხადის შეტანის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ხორციელდება უფლებამოსილი პირის მეშვეობით, დადგენილი მეთოდოლოგიისა და წესების შესაბამისად.
2. სააგენტო უფლებამოსილია, ოჯახის წევრის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას ყალბი ინფორმაციის მიწოდების დადგენის შემთხვევაში, შეუწყვიტოს ოჯახს რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში. ასეთ შემთხვევაში ავტომატურ რეჟიმში ძალას კარგავს ოჯახის განაცხადი მონაცემთა ბაზაში მოსახვედრად. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ოჯახი კარგავს უფლებას, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში განმეორებით მოითხოვოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია.
3. სააგენტო უფლებამოსილია, უარი განაცხადოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების თაობაზე იმ შემთხვევაში, თუ ოჯახს მათივე მოთხოვნით შეუწყდა მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია და ამ მოთხოვნიდან არ არის გასული ერთი წელი.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვა ვრცელდება ოჯახის თითოეულ სრულწლოვან, ქმედუნარიან წევრზე, მიუხედავად იმისა, შეიცვლის თუ არა იგი მუდმივ საცხოვრებელ ადგილს.
5. სააგენტო უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით უზრუნველყოს რეგისტრირებული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება.
6. მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახი, რომელიც მიიჩნევს, რომ მისთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ შეესაბამება მის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, უფლება აქვს მოითხოვოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება სარეიტინგო ქულის მინიჭებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ.
მუხლი 11. სააგენტოს უფლებამოსილი პირი
უფლებამოსილი პირი დაკისრებული ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების ფარგლებში:
ა) უზრუნველყოფს მაძიებლის ინტერვიუირებას;
ბ) ადგენს მაძიებლის განაცხადში შეტანილ მონაცემთა სიზუსტეს;
გ) ახდენს მაძიებლის ქონებისა და ყოფითი პირობების შესწავლა-შეფასებას დადგენილი წესების შესაბამისად;
დ) ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 12. სარეიტინგო ქულა
1. ოჯახის იდენტიფიკაციის შედეგად უფლებამოსილი პირის მიერ მოპოვებული ინფორმაციისა და დადგენილი მეთოდოლოგიის გამოყენებით განისაზღვრება სარეიტინგო ქულა.
2. მინიჭებული სარეიტინგო ქულა მყარი ერთეულია, რომლის შეცვლა, როგორც წესი, შესაძლებელია მისი მინიჭებიდან სულ ცოტა ერთი წლის გასვლის შემდეგ, გარდა მე-9 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებით და მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. სარეიტინგო ქულის მინიჭების თარიღად მიიჩნევა დადგენილი წესის შესაბამისად ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების დღის მომდევნო ოცდამეათე კალენდარული დღე, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სარეიტინგო ქულის მინიჭების თარიღად მიიჩნევა სააგენტოს მიერ მონაცემების კორექტირების თაობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების დღის მეთხუთმეტე კალენდარული დღე.
5. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სარეიტინგო ქულასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სააგენტო პერიოდულად, მაგრამ ოთხ წელიწადში ერთხელ მაინც, უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული იმ ოჯახების გადამოწმებას, რომლებიც მინიჭებული სარეიტინგო ქულის საფუძველზე სხვადასხვა სახის სოციალური დახმარების მიმღებნი არიან.
თავი V. კონტროლი, ზედამხედველობა და დაფინანსება
მუხლი 13. კონტროლი და ზედამხედველობა
მონაცემთა ბაზის ფორმირებისა და ამ წესით გათვალისწინებულ მოქმედებათა შესრულების კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
მუხლი 14. დაფინანსების წყარო
მონაცემთა ბაზის ფორმირება უწყვეტი პროცესია. მისი დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს როგორც სახელმწიფო ბიუჯეტი, ისე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრები.
1
+

მუხლი 1🔗

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ − სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სსიპ − შემოსავლების სამსახურმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მართვაში არსებულმა ა(ა)იპ – საქართველოს სოლიდარობის ფონდმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყონ მათ ხელთ არსებული მონაცემთა ბაზების და/ან საჭირო ინფორმაციის პერიოდულად მიწოდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის, მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად;
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს სსიპ – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებულ მონაცემთა ბაზის ხელმისაწვდომობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის;
ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს:
ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს:
ბ.ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციასა და განმეორებით გადამოწმებასთან დაკავშირებული განაცხადის ფორმის, მისი მიღებისა და აღრიცხვის წესის დამტკიცება;
ბ.ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციასა და განმეორებით გადამოწმებასთან დაკავშირებული განაცხადის ფორმის, მისი მიღებისა და აღრიცხვის წესის დამტკიცება 2010 წლის 1 ივნისამდე;
ბ.ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცება;
ბ.ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცება 2010 წლის 1 ივნისამდე;
ბ.გ) მონაცემთა ბაზის ფორმირების პროცესში წარმოშობილ ურთიერთობათა მოსაწესრიგებლად საჭირო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადება და გამოცემა;
გ) ყველა ადმინისტრაციულმა ორგანომ შეუფერხებლად უზრუნველყოს მათ ხელთ არსებული მონაცემთა ბაზების და/ან საჭირო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის, მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების და/ან მოთხოვნის შესაბამისად.
გ) ყველა დაინტერესებულმა ადმინისტრაციულმა ორგანომ შეუფერხებლად უზრუნველყოს მათ ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზებისა და საჭირო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის.
3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ამ დადგენილებით დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში საკუთარი პასუხისმგებლობით უზრუნველყონ თანდართული წესით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება და განსახორციელებელ ღონისძიებებში მონაწილეობა.
4. სახელმწიფო რწმუნებულებმა – გუბერნატორებმა ხელი შეუწყონ ქვეყანაში სოციალური სისტემის რეფორმის ორგანიზებულად განხორციელებას და შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელებას.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 26 ივლისის დადგენილება №295 – ვებგვერდი, 27.07.2012წ.
მუხლი 2.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის დადგენილება №217 – ვებგვერდი, 19.05.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №672 - ვებგვერდი, 31.12.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 მარტის დადგენილება №153 – ვებგვერდი, 29.03.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №419 - ვებგვერდი, 24.10.2023წ.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილება.
მუხლი 3🔗
მუხლი 3.
დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს 2010 წლის 1 ივნისიდან.
მუხლი 4🔗
მუხლი 4.
დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესი
თავი I. ზოგადი დებულებები
ეს წესი, საქართველოში მოქმედი სოციალური დახმარების სისტემის მიზანდასახულობის, ეფექტიანობის ამაღლებისა და აღრიცხვიანობის მოწესრიგების მიზნით, ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების იდენტიფიკაციას, აღრიცხვასა და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას, განსაზღვრავს პროცესის მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოების უფლებამოსილებებსა და კომპეტენციას, მის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციულ საკითხებს.
მუხლი 1. მიზნები და ამოცანები🔗
მუხლი 1. მიზნები და ამოცანები
1. ამ წესის მიზანია განსაზღვრული მეთოდოლოგიის გამოყენებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) ფორმირება.
1. ამ წესის მიზანია განსაზღვრული მეთოდოლოგიის გამოყენებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) ფორმირება, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დახმარებას და შეიძლება გახდნენ ამ დახმარების მიმღებნი.
2. ამ წესის ამოცანაა შესაბამისი პროცესის ორგანიზება მეთოდოლოგიური და ტექნიკური ბაზისის შესაქმნელად, რომელიც გამოყენებულ იქნება სახელმწიფო და ადგილობრივ დონეზე სოციალური დახმარების მიზანმიმართულად და ეფექტიანად განაწილებისათვის.
3. მონაცემთა ბაზის ფორმირება წარმოებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 მარტის დადგენილება №153 – ვებგვერდი, 29.03.2022წ.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები🔗
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:
ა) მაძიებელი – მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მსურველი ოჯახი, რომელიც შეიძლება გახდეს სოციალური დახმარების მიმღები;
ბ) ოჯახი – ამ წესის მიზნებისათვის, განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას. ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი. ოჯახის შემადგენლობაში არ გაითვალისწინება:
ბ) ოჯახი – განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას. ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი. ოჯახის შემადგენლობაში არ გაითვალისწინება:
ბ.ა) სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული, რომელსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა;
ბ.ბ) იძულებით სამკურნალოდ გაგზავნილი პირი;
ბ.გ) ვადიან სამხედრო სამხედრო სამსახურში მყოფი პირი (გარდა იმ პირისა, რომელიც სამხედრო სამსახურის შესრულებისას სამ დღეში ერთხელ მაინც ბრუნდება ოჯახში);
ბ.გ) ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფი პირი;
ბ.დ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ვადით წასული პირი;
ბ.დ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამ თვეზე მეტი ვადით წასული პირი;
ბ.ე) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადებული პირი;
ბ.ვ) სპეციალიზებულ დაწესებულებაში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფი პირი;
ბ.ვ) ინსტიტუციონალურ დაწესებულებაში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფი პირი;
ბ.ზ) პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებული;
გ) შინასამეურნეო საქმიანობა – ოჯახის საკეთილდღეოდ მიმართული საქმიანობა, რომელიც ითვალისწინებს საცხოვრებელი ადგილის ერთობლივ გამოყენებას, მის მოვლა-პატრონობას, ოჯახისათვის საჭირო საარსებო საშუალებათა მოპოვებასა და ამ საშუალებების (ფული, პროდუქტები, ტანსაცმელი და ა.შ.) ოჯახის საკეთილდღეოდ განკარგვა-განაწილებას;
გ) შინასამეურნეო საქმიანობა – ოჯახის საკეთილდღეოდ მიმართული საქმიანობა, რომელიც ითვალისწინებს საცხოვრებელი ადგილის ერთობლივ გამოყენებას, მის მოვლა-პატრონობას, ოჯახისათვის საჭირო საარსებო საშუალებათა მოპოვებასა და ამ საშუალებების (ფული, პროდუქტები, ტანსაცმელი და ა. შ.) ოჯახის საკეთილდღეოდ განკარგვა-განაწილებას;
დ) სოციალური დახმარება – ნებისმიერი სახის მატერიალური და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელიც მიმართულია მაძიებელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ;
დ) სოციალური დახმარება – ნებისმიერი სახის მატერიალური და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელიც მიმართულია მაძიებელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ;
ე) სააგენტოს უფლებამოსილი პირი – სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი, რომელიც დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად ახორციელებს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა-შეფასებას;
ე) სააგენტოს უფლებამოსილი პირი – სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი, რომელიც დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად ახორციელებს ოჯახის სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა - შეფასებას;
ვ) განაცხადი – სპეციალური ფორმა, რომელსაც ავსებს მაძიებელი მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის აღრიცხვაზე ასაყვანად;
ვ) განაცხადი – სპეციალური ფორმა, რომელსაც ავსებს მაძიებელი მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის აღრიცხვაზე ასაყვანად;
ზ) ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდი – სპეციალური უნიკალური ნომერი, რომელიც იძლევა ოჯახის იდენტიფიკაციის საშუალებას და ქმნის მის შესახებ არსებული ინფორმაციის ერთიან კოდიფიცირებულ სისტემას;
ზ) ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდი – სპეციალური უნიკალური ნომერი, რომელიც იძლევა ოჯახის იდენტიფიკაციის საშუალებას და ქმნის მის შესახებ არსებული ინფორმაციის ერთიან კოდიფიცირებულ სისტემას;
თ) ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი – მაძიებლის სხვა წევრთა ნდობით აღჭურვილი ოჯახის სრულწლოვანი ქმედუნარიანი წევრი ან მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელი, რომელიც კისრულობს პასუხისმგებლობას სააგენტოსათვის მიწოდებული მონაცემების სისწორისათვის;
თ) ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი – მაძიებლის სხვა წევრთა ნდობით აღჭურვილი ოჯახის სრულწლოვანი ქმედუნარიანი წევრი ან მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელი, რომელიც კისრულობს პასუხისმგებლობას სააგენტოსათვის მიწოდებული მონაცემების სისწორისათვის;
ი) მეთოდოლოგია – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმებისა და მახასიათებლების ერთობლიობა, რომლებიც გამოიყენება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესაფასებლად;
ი) მეთოდოლოგია – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმებისა და მახასიათებლების ერთობლიობა, რომლებიც გამოიყენება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესაფასებლად;
კ) სარეიტინგო ქულა – პირობითი ერთეული, რომელიც მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელია;
კ) სარეიტინგო ქულა – პირობითი ერთეული, რომელიც მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელია;
ლ) ამონაწერი – ოჯახის სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრის ან კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნის საფუძველზე გაცემული დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია მონაცემთა ბაზაში ოჯახის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ამონაწერის ფორმასა და მისი გაცემის საკითხებს არეგულირებს სააგენტო.
ლ) ამონაწერი – ოჯახის სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრის ან კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნის საფუძველზე გაცემული დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია მონაცემთა ბაზაში ოჯახის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ამონაწერის ფორმასა და მისი გაცემის საკითხებს არეგულირებს სააგენტო;
მუხლი 3. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირება
მ) დემოგრაფიული ცვლილება - ოჯახის წევრთა შემადგენლობის ცვლილება;
ნ) (ამოღებულია - 23.10.2023, №419).
2. ამ წესის მიზნებისათვის, ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ვადით პერიოდის გამოთვლისას არ გაითვალისწინება ის პერიოდი, როდესაც ოჯახის 18 წლამდე ასაკის წევრის ან/და მისი თანმხლები ოჯახის წევრის საზღვარგარეთ ყოფნა უკავშირდება აღნიშნული 18 წლამდე ასაკის პირის ონკოლოგიური დიაგნოზის გამო უცხოეთში მკურნალობას და მკურნალობის ხარჯი ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამ პუნქტით გათვალისწინებული საგამონაკლისო პერიოდის განსაზღვრა ხორციელდება ა(ა)იპ – საქართველოს სოლიდარობის ფონდის მიერ მოწოდებული წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე (მკურნალობის დაწყებისა და დასრულების თარიღები) შეთანხმებული ფორმატით.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის დადგენილება №217 – ვებგვერდი, 19.05.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 ივნისის დადგენილება №270 - ვებგვერდი, 02.06.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №672 - ვებგვერდი, 31.12.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №419 - ვებგვერდი, 24.10.2023წ.
მუხლი 3. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზის ფორმირება🔗
მონაცემთა ბაზის ფორმირება ერთიანი სამართლებრივი პროცესია და მოიცავს:
ა) მაძიებლის განაცხადის მიღებას და დამუშავებას;
ა) მაძიებლის განაცხადის მიღებას;
ბ) მაძიებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას;
გ) სარეიტინგო ქულის მინიჭებას;
გ) სარეიტინგო ქულის მინიჭებას.
დ) შესაბამის მონაცემთა დამუშავებას, ანალიზს, განახლებას და მონიტორინგს.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის დადგენილება №217 – ვებგვერდი, 19.05.2015წ.
თავი II. მაძიებლის განაცხადის მიღება
მუხლი 4. მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მიმართვა🔗
მუხლი 4. მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მიმართვა
1. მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მიმართვა შეუძლია ნებისმიერ ოჯახს, მათ შორის, იმ ოჯახს, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი სოციალურ-ეკონომიკური პირობების მიხედვით იმყოფება სოციალურად დაუცველ მდგომარეობაში, საჭიროებს დახმარებას და შეიძლება გახდეს ამ დახმარების მიმღები.
მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მიმართვა შეუძლია ოჯახს, რომელიც მიიჩნევს, რომ თავისი სოციალურ-ეკონომიკური პირობების მიხედვით იმყოფება სოციალურად დაუცველ მდგომარეობაში, საჭიროებს დახმარებას და შეიძლება გახდეს ამ დახმარების მიმღები.
2. მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის უფლება აქვს ოჯახს, რომლის წევრ(ებ)ი:
მუხლი 5. განაცხადის მიღება აღრიცხვაზე ასაყვანად
ა) საქართველოს მოქალაქეა;
ბ) ფლობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემულ პირადობის ნეიტრალურ მოქმედ მოწმობას;
გ) უცხოელი, რომელიც ფლობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემულ მოქმედ მუდმივი ბინადრობის მოწმობას;
დ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც ფლობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემულ მოქმედ ბინადრობის მოწმობას;
ე) არის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი, რომელიც ფლობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემულ მოქმედ ბინადრობის მოწმობას.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 მარტის დადგენილება №153 – ვებგვერდი, 29.03.2022წ.
მუხლი 5. განაცხადის მიღება აღრიცხვაზე ასაყვანად🔗
1. მაძიებელთა აღრიცხვის ორგანიზებას უზრუნველყოფს სააგენტო თავისი ტერიტორიული ერთეულების მეშვეობით.
2. მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მაძიებელი ავსებს დადგენილი ფორმის განაცხადს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3. სააგენტო უზრუნველყოფს განაცხადის ფორმის მაძიებლისათვის ხელმისაწვდომობას და მაძიებლის მიერ შევსებული განაცხადის მიღებას.
4. განაცხადის შევსება და წარდგენა შეუძლია მაძიებლის უფლებამოსილ წარმომადგენელს.
5. (ძალადაკარგულია - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება №2/3/663 – ვებგვერდი, 16.05.2018წ. )
მუხლი 6. ოჯახის უფლება-მოვალეობანი
6. (ამოღებულია - 29.12.2018, №672).
1. განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა:
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის დადგენილება №115 – ვებგვერდი, 20.05.2013წ.
ა) მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით დღე-ღამის განსაზღვრულ პერიოდში (დილის 8:00 საათიდან საღამოს 10:00 საათამდე) დაუბრკოლებლად შეუშვას სააგენტოს უფლებამოსილი პირი თავის საცხოვრებელ ბინაში, მისცეს მას საშუალება სრულად დაათვალიეროს ოჯახის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართობი თუ საერთო სარგებლობის სათავსები, შეამოწმოს ყოფითი პირობები;
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება №2/3/663 – ვებგვერდი, 16.05.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №672 - ვებგვერდი, 31.12.2018წ.
მუხლი 6. ოჯახის უფლება-მოვალეობანი🔗
1. განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა :
ა) მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით დღე - ღამის განსაზღვრულ პერიოდში (დილის 8:00 საათიდან საღამოს 10:00 საათამდე) დაუბრკოლებლად შეუშვას სააგენტოს უფლებამოსილი პირი თავის საცხოვრებელ ბინაში, მისცეს მას საშუალება სრულად დაათვალიეროს ოჯახის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართობი თუ საერთო სარგებლობის სათავსები, შეამოწმოს ყოფითი პირობები;
ბ) ობიექტური პასუხები გასცეს უფლებამოსილი პირის შეკითხვებს და არ დაამახინჯოს ფაქტები, მოთხოვნისამებრ წარადგინოს საჭირო დოკუმენტები, ხელი მოაწეროს გამოკითხვის შედეგად შევსებულ დოკუმენტს, განსხვავებული აზრის არსებობისას დააფიქსიროს საკუთარი შენიშვნები;
გ) სააგენტომ ნებისმიერი წყაროდან მოიპოვოს საჭირო ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ოჯახის ან მისი ცალკეული წევრ(ებ)ის იდენტიფიკაციას, ფინანსურ და ქონებრივ მდგომარეობას, პერსონალურ და სხვა მონაცემებს, რაც უკავშირდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას;
დ) ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალება, გამოკლება (ოჯახის შემადგენლობიდან გასვლა), დამატება (გარდა ამ წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), საზღვარგარეთ 3 თვეზე მეტი ვადით წასვლა, ოჯახის წევრის სპეციალიზებულ დაწესებულებაში, პენიტენციურ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ცვლილების თვის მომდევნო თვის ბოლომდე;
დ) ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში;
ე) მიეცეთ მოპოვებული ინფორმაცია სხვა სოციალური დახმარების დამნიშვნელ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, რაც მიმართული იქნება მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ;
ვ) სოციალური დახმარების დანიშვნის ან სახელმწიფოს მიერ დადგენილი სხვა შეღავათებით სარგებლობის უფლების მოპოვების შემთხვევაში, ოჯახის მიერ სოციალური დახმარების (შეღავათის ან სხვა სახის სარგებლის) მიღების თაობაზე ინფორმაცია გახდეს საჯარო;
ვ) სოციალური დახმარების დანიშვნის ან სახელმწიფოს მიერ დადგენილი სხვა შეღავათებით სარგებლობის უფლების მოპოვების შემთხვევაში, ოჯახის მიერ სოციალური დახმარების (შეღავათის ან სხვა სახის სარგებლის) მიღების თაობაზე ინფორმაცია გახდეს საჯარო.
ზ) (ამოღებულია - 23.10.2023, №419).
2. ოჯახს უფლება აქვს:
11. (ამოღებულია - 23.10.2023, №419).
12. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებად ითვლება მხოლოდ ოჯახის წევრ(ებ)ის შემოსავლის გაზრდა/გაჩენა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მიწოდებულ ხელზე აღებული ხელფასის (ყველა სხვა ანაზღაურების ჩათვლით) ოდენობას (საშუალოდ, ბოლო 4 თვეში ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) და „ოჯახის დეკლარაციის“ შესაბამის გრაფაში − „ხელფასი (ყველა სხვა სახის ანაზღაურების ჩათვლით)“ დაფიქსირებულ (საშუალოდ, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) ოდენობას შორის სხვაობა ტოლია ან ნაკლებია 175 ლარზე), უძრავი ქონების ან/და „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიით გათვალისწინებული მოძრავი ქონების შეძენა.
2. ოჯახს უფლება აქვს :
ა) გაეცნოს მონაცემთა ბაზაში მის შესახებ არსებულ ინფორმაციას;
ბ) მოითხოვოს მის შესახებ არსებულ მონაცემებში ცვლილებების (შესწორებების) შეტანა;
გ) მოითხოვოს ამონაწერი მონაცემთა ბაზიდან;
დ) ისარგებლოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 ივნისის დადგენილება №270 - ვებგვერდი, 02.06.2017წ.
მუხლი 7. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებანი
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №672 - ვებგვერდი, 31.12.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 მარტის დადგენილება №153 – ვებგვერდი, 29.03.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №419 - ვებგვერდი, 24.10.2023წ.
მუხლი 7. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებანი🔗
1. მაძიებელთა იდენტიფიკაციისა და აღრიცხვის პროცესი ემყარება საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობას, რაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ერთობლივი მონაწილეობით.
2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები :
2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები:
ა) ეხმარებიან სააგენტოს უფლებამოსილ პირ(ებ)ს შესაბამის ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ ერთეულებში მაძიებელთა საცხოვრებელი ადგილის დადგენაში;
ა) ეხმარებიან სააგენტოს უფლებამოსილ პირ(ებ)ს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მაძიებელთა საცხოვრებელი ადგილის დადგენაში;
ბ) უზრუნველყოფენ თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მსურველი ოჯახების მოძიებას და ხელს უწყობენ მათ რეგისტრაციის პროცედურის გავლაში;
ბ) უზრუნველყოფენ თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე უკიდურეს სიღატაკეში მყოფი ოჯახების მოძიებას და ხელს უწყობენ მათ მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის პროცედურის გავლაში;
გ) საკუთარი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფენ რეგისტრირებული ოჯახების შესახებ საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და სააგენტოსათვის მიწოდებას მონაცემთა ბაზაში დაცული მონაცემების სრულყოფის მიზნით;
დ) (ამოღებულია - 29.03.2022, №153);
დ) უფლებამოსილი არიან, მონაწილეობა მიიღონ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაში, დადგენილი წესის შესაბამისად;
ე) ახორციელებენ მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში არსებული პირობების, დემოგრაფიული მდგომარეობის, ეკონომიკური თუ ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით სოციალურ საკითხთა გადაწყვეტისა და სოციალური დახმარების უკეთ დაგეგმვისათვის იყენებენ მონაცემთა ბაზაში არსებულ მონაცემებს.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 მარტის დადგენილება №153 – ვებგვერდი, 29.03.2022წ.
თავი III. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა
მუხლი 8. მონაცემთა ბაზა
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის დადგენილება №217 – ვებგვერდი, 19.05.2015წ.
მუხლი 8. მონაცემთა ბაზა🔗
1. მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი დაცვის გაუმჯობესებისა და ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის მიზნით სააგენტო ქმნის „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზას“.
2. მონაცემთა ბაზა მოიცავს ცნობებს ოჯახისა და მისი თითოეული წევრის შესახებ, საცხოვრებელი ადგილის, განათლებისა და ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თაობაზე, ასევე ინფორმაციას მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირთა საარსებო შემწეობის გაცემის, განახლებისა და შეწყვეტის შესახებ და სხვა ინფორმაციას, რაც უკავშირდება სააგენტოს მიერ პროგრამის ადმინისტრირებას.
2. მონაცემთა ბაზა მოიცავს ცნობებს ოჯახის საცხოვრებელი ადგილის, მასში შემავალი პირების, აგრეთვე ოჯახის ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.
3. მონაცემთა ბაზა გამოიყენება სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, აგრეთვე სოციალური დახმარების უზრუნველმყოფი სხვა ორგანიზაციების მიერ სოციალური დახმარების დასაგეგმად საჭირო ინფორმაციის სწრაფი მოძიებისა და სოციალური დახმარების პროგრამების მონაწილეთა შერჩევისათვის.
4. მონაცემთა ბაზაში მიწოდებული ინფორმაციის სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ ინფორმაციის გამცემ ოჯახის წევრ(ებ)ს, შესაბამის ორგანოს თუ დაწესებულებას.
5. ოჯახი მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულად ითვლება, თუ მას მინიჭებული აქვს სარეიტინგო ქულა.
6. სარეიტინგო ქულის მისანიჭებლად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად და საჭირო პროცედურების გასატარებლად გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ვადები.
7. ოჯახს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია შეიძლება შეუწყდეს:
ა) ოჯახის წევრის განცხადების წარდგენის შემთხვევაში;
ბ) ოჯახის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას ყალბი და/ან არასწორი მონაცემების მიწოდების შემთხვევაში;
ბ) ყალბი ან არასწორი მონაცემების მიწოდების შემთხვევაში;
გ) (ამოღებულია - 23.10.2023, №419).
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
დ) თუ ოჯახის რომელიმე წევრი აღარ მიეკუთვნება ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრეს;
ე) ოჯახის მიერ ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობის შემთხვევაში;
ვ) ოჯახს, რომელიც მინიჭებული სარეიტინგო ქულის საფუძველზე არ იღებს სააგენტოს მიერ ადმინისტრირებად ფულადი სახის სახელმწიფო გასაცემელს, შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია ბოლო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებიდან ოთხი წლის გასვლის შემდეგ;
ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
71. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეწყვეტის საფუძველი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებასთან მიმართებით არ ვრცელდება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის 93 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.
8. მონაცემთა ბაზის ფორმირებასთან და/ან ადმინისტრირებასთან დაკავშირებით წარმოებული დოკუმენტები ინახება არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ დოკუმენტების შენახვის (ან დაარქივების) შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო.
9. სააგენტოს მიერ, დადგენილი წესის შესაბამისად, გაცემულ ამონაწერს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც დოკუმენტ(ებ)ს, რომლის საფუძველზეც გაკეთდა ჩანაწერი მონაცემთა ბაზაში.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №389 - ვებგვერდი, 09.08.2016წ.
მუხლი 9. მონაცემთა ბაზის კორექტირება
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 ივნისის დადგენილება №270 - ვებგვერდი, 02.06.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №672 - ვებგვერდი, 31.12.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 მარტის დადგენილება №153 – ვებგვერდი, 29.03.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №419 - ვებგვერდი, 24.10.2023წ.
მუხლი 9. მონაცემთა ბაზის კორექტირება🔗
1. სააგენტო მოიძიებს და იღებს ინფორმაციას ოჯახთან დაკავშირებით მომხდარი ცვლილებების შესახებ. ცვლილების შინაარსი შეიძლება ეხებოდეს წევრის დაბადებას, გარდაცვალებას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის არსებით შეცვლას (დასაქმება, ლეგალური შემოსავალი და ა.შ.), ოჯახის ან მისი რომელიმე წევრის მიერ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლას და სხვ.
2. მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ან რეგისტრაციის მაძიებელი ოჯახის იმ მონაცემების კორექტირება, რომელთა შეცვლაც გამოიწვევს სარეიტინგო ქულის ცვლილებას (გარდა დემოგრაფიული ცვლილებისა), შესაძლებელია ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებიდან მომდევნო 90 (ოთხმოცდაათი) დღის განმავლობაში, უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სააგენტოში განცხადებითა და შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ით (საჭიროების შემთხვევაში) მიმართვის შემთხვევაში. ამ კორექტირებასთან დაკავშირებით სააგენტოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში დაშვებული შეცდომის (ხარვეზის) გამოსწორების მიზნით, შესაბამისი ცვლილების/დამატების შეტანა შესაძლებელია ამავე პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ან დაინტერესებული მხარის მიმართვის შემთხვევაში, თუ ეს მიმართვა გაკეთებულია აქტის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ კორექტირება დასაშვებია ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების საფუძველზე.
2. მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის იმ მონაცემების კორექტირება, რომელთა შეცვლაც იწვევს სარეიტინგო ქულის ცვლილებას, შესაძლებელია ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებიდან მომდევნო სამი თვის განმავლობაში. ამ კორექტირებასთან დაკავშირებით სააგენტოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ კორექტირება დასაშვებია ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების საფუძველზე.
3. სააგენტო უფლებამოსილია, ოჯახში განხორციელებული დემოგრაფიული ცვლილების შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ოჯახის წევრის დაბადებას (შვილად აყვანას), ავტომატურად შეიტანოს შესაბამისი ინფორმაცია მონაცემთა ბაზაში, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების გარეშე და ოჯახის წერილობითი მიმართვის საფუძველზე მოახდინოს ახალი სარეიტინგო ქულის გადათვლა. ოჯახში განხორციელებული დემოგრაფიული ცვლილების შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ოჯახის წევრის გამოკლებას (ოჯახის წევრ(ებ)ის (გარდა ყველა წევრისა) გარდაცვალებას, სპეციალიზებულ/პენიტენციურ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსებას ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ვადით გასვლას), ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ფასდება განმეორებით.
3. სააგენტო უფლებამოსილია, ოჯახში განხორციელებული დემოგრაფიული ცვლილების შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ოჯახის წევრის დაბადებას (შვილად აყვანას) ან წევრის გამოკლებას (გარდაცვალება, ოჯახის შემადგენლობიდან გასვლა), ავტომატურად შეიტანოს შესაბამისი ინფორმაცია მონაცემთა ბაზაში, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასებისა და სარეიტინგო ქულის გადათვლის გარეშე.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ოჯახის წევრის ავტომატურად დამატება დასაშვებია, თუ ოჯახის ბოლო შეფასებიდან და ბავშვის დაბადებიდან (შვილად აყვანიდან) არ არის გასული 2 წელი.
5. სააგენტო უფლებამოსილია, მიღებული ან აღმოჩენილი (გამოვლენილი), დადასტურებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც უკავშირდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლას, მიიღოს გადაწყვეტილება, სარეიტინგო ქულის არსებული წესით ცვლილების თაობაზე, რაც ეცნობება დაინტერესებულ მხარეს. სარეიტინგო ქულის შეცვლა დასაშვებია სტიქიური უბედურების ან დაუძლეველი ძალის გამომწვევი სხვა მოვლენებით მიყენებული ზიანის ფარგლებშიც.
5. სააგენტო უფლებამოსილია, მიღებული ან აღმოჩენილი (გამოვლენილი), დადასტურებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც უკავშირდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის არსებით შეცვლას ან ოჯახის წევრის (უფლებამოსილი პირის) მიერ არასწორი მონაცემების მიწოდებას, მიიღოს გადაწყვეტილება სარეიტინგო ქულის არსებული წესით ცვლილების ან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შეწყვეტის თაობაზე, რაც ეცნობება დაინტერესებულ მხარეს. სარეიტინგო ქულის შეცვლა დასაშვებია სტიქიური უბედურების ან დაუძლეველი ძალის გამომწვევი სხვა მოვლენებით მიყენებული ზიანის ფარგლებშიც.
6. დადასტურებულ ინფორმაციად მიიჩნევა სააგენტოს მიერ შესაბამისი ორგანიზაცია-დაწესებულებებიდან მიღებული (მოპოვებული) წერილობითი დოკუმენტი ან ინფორმაცია, სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი წერილობითი დასკვნა, ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის ან ოჯახის წევრის მიმართვა ან/და სხვა აღმოჩენილი (გამოვლენილი) გარემოებები თუ ფაქტი, რაც იძლევა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილების საფუძველს.
6. დადასტურებულ ინფორმაციად მიიჩნევა სააგენტოს მიერ შესაბამისი ორგანიზაცია-დაწესებულებებიდან მიღებული (მოპოვებული) წერილობითი დოკუმენტი, სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი წერილობითი დასკვნა, ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის ან ოჯახის წევრის მიმართვა, ან/და სხვა აღმოჩენილი (გამოვლენილი) გარემოებები თუ ფაქტი, რაც იძლევა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილების საფუძველს.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის დადგენილება №230 – ვებგვერდი, 19.03.2014წ.
თავი IV. ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება და სარეიტინგო ქულა
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის დადგენილება №217 – ვებგვერდი, 19.05.2015წ.
მუხლი 10. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 მარტის დადგენილება №153 – ვებგვერდი, 29.03.2022წ.
მუხლი 91. მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირები🔗
1. მონაცემთა ბაზის გამართულ ფუნქციონირებაზე, მუდმივ განახლებაზე, ანალიზსა და დამუშავებაზე პასუხისმგებელია სააგენტო, მისი დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის შესაბამისად.
2. მონაცემთა ბაზის დამუშავება და ინფორმაციის გენერირება ხორციელდება სააგენტოს მიერ დადგენილი წესით.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის დადგენილება №217 – ვებგვერდი, 19.05.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 მარტის დადგენილება №153 – ვებგვერდი, 29.03.2022წ.
მუხლი 10. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება🔗
1. განაცხადის შეტანის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ხორციელდება უფლებამოსილი პირის მეშვეობით, დადგენილი მეთოდოლოგიისა და წესების შესაბამისად.
11. ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებამდე სააგენტო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) მონაცემთა ბაზაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შესაბამის უფლებამოსილ პირს აწვდის ინფორმაციას განაცხადში მითითებული ოჯახის ყოველი წევრის შემოსავლების შესახებ.
2. სააგენტო უფლებამოსილია, ოჯახის წევრის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას ყალბი ინფორმაციის მიწოდების დადგენის შემთხვევაში, შეუწყვიტოს ოჯახს რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში. ასეთ შემთხვევაში ავტომატურ რეჟიმში ძალას კარგავს ოჯახის განაცხადი მონაცემთა ბაზაში მოსახვედრად. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ოჯახი კარგავს უფლებას, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში განმეორებით მოითხოვოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია.
12. ოჯახის შემოსავლებში, როგორც დროებითი ხასიათის მქონე შემოსავალი, არ გაითვალისწინება საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე ან ტექნიკური პერსონალის წევრისთვის, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი სახსრებიდან მიღებული ხელფასი/შრომის ანაზღაურება.
13. ოჯახის შემოსავლებში, როგორც ერთჯერადი ხასიათის შემოსავალი, არ გაითვალისწინება „მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის №193 განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული გეგმის ფარგლებში სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის გაცემული კომპენსაცია.
14. ოჯახის შემოსავლებში, როგორც დროებითი ხასიათის მქონე შემოსავალი, არ გაითვალისწინება 2024 წლის საქართველოს მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ფარგლებში სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის მიერ მიღებული ხელფასი.
15. ოჯახის შემოსავლებში, როგორც დროებითი ხასიათის მქონე შემოსავალი, არ გაითვალისწინება 2015 წლის 13-14 ივნისს ქ. თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის გაცემული ფულადი თანხა/კომპენსაცია/დახმარება.
16. ოჯახის შემოსავლებში არ გაითვალისწინება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სოციალური შეღავათები.
17. ოჯახის შემოსავლებში არ გაითვალისწინება „თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხული პირ(ებ)ის მიერ ამავე კანონის შესაბამისად მიღებული ხელფასი/შემოსავალი.
18. ოჯახის შემოსავლებში არ გაითვალისწინება სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული პირებისთვის (ეკომიგრანტი) პროფესიული განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით ტრანსპორტირებისათვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება.
19. ოჯახის შემოსავლებში, როგორც ერთჯერადი ხასიათის შემოსავალი, არ გაითვალისწინება ნაფიცი მსაჯულის (ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის) მიერ საკუთარი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მიღებული ანაზღაურება.
110. 2023 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე სპორადული რეგისტრაციის ან სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, ამავე პერიოდის განმავლობაში, არ გაითვალისწინება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას.
111. ოჯახის შემოსავლებში არ გაითვალისწინება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ მოსწავლეზე ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ სტუდენტზე სახელმწიფოსაგან ან/და ზოგადსაგანმანათლებლო ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისაგან ან/და სხვა წყაროდან გაცემული სტიპენდია.
2. სააგენტოს უფლება აქვს, ოჯახის წევრის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას არასწორი და/ან ყალბი ინფორმაციის მიწოდების დადგენის შემთხვევაში, შეუწყვიტოს რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში ან უარი უთხრას მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე ან აუკრძალოს ოჯახს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში განმეორებით მოითხოვოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია. რეგისტრაციის შეწყვეტის/რეგისტრაციაზე უარის შემთხვევაში, ოჯახის განაცხადი ავტომატურ რეჟიმში ძალას კარგავს მონაცემთა ბაზაში მოსახვედრად.
21. სააგენტო უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, მიიღოს გადაწყვეტილება, ოჯახისათვის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, განმეორებითი რეგისტრაციის აკრძალვის გაუქმების შესახებ.
3. სააგენტო უფლებამოსილია, უარი განაცხადოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების თაობაზე იმ შემთხვევაში, თუ ოჯახს მათივე მოთხოვნით შეუწყდა მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია და ამ მოთხოვნიდან არ არის გასული ერთი წელი.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვა ვრცელდება ოჯახის თითოეულ სრულწლოვან, ქმედუნარიან წევრზე, მიუხედავად იმისა, შეიცვლის თუ არა იგი მუდმივ საცხოვრებელ ადგილს.
5. სააგენტო უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით უზრუნველყოს რეგისტრირებული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება.
6. მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახი, რომელიც მიიჩნევს, რომ მისთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ შეესაბამება მის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, უფლება აქვს მოითხოვოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება სარეიტინგო ქულის მინიჭებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 ივლისის დადგენილება №267 – ვებგვერდი, 07.07.2011წ.
მუხლი 11. სააგენტოს უფლებამოსილი პირი
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 7 მაისის დადგენილება №115 – ვებგვერდი, 20.05.2013წ.
უფლებამოსილი პირი დაკისრებული ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების ფარგლებში:
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 მაისის დადგენილება №133 – ვებგვერდი, 31.05.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის დადგენილება №15 4 – ვებგვერდი, 2 1.06.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 16 სექტემბრის დადგენილება №238– ვებგვერდი, 16.09.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის დადგენილება № 230 – ვებგვერდი, 19.03.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აგვისტოს დადგენილება №465 – ვებგვერდი, 05.08.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის დადგენილება №217 – ვებგვერდი, 19.05.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ივლისის დადგენილება №338 – ვებგვერდი, 13.07.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №674 - ვებგვერდი, 31.12.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №389 - ვებგვერდი, 09.08.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №672 - ვებგვერდი, 31.12.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 მაისის დადგენილება №332 – ვებგვერდი, 29.05.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 აგვისტოს დადგენილება №442 – ვებგვერდი, 01.08.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 მარტის დადგენილება №153 – ვებგვერდი, 29.03.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 5 ივნისის დადგენილება №208 - ვებგვერდი, 07.06.2023 წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 6 დეკემბრის დადგენილება №474 - ვებგვერდი, 07.12.2023 წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №260 - ვებგვერდი, 12.08.2024წ.
მუხლი 11. სააგენტოს უფლებამოსილი პირი🔗
უფლებამოსილი პირი დაკისრებული ფუნქციებისა და უფლება - მოვალეობების ფარგლებში :
ა) უზრუნველყოფს მაძიებლის ინტერვიუირებას;
ბ) ადგენს მაძიებლის განაცხადში შეტანილ მონაცემთა სიზუსტეს;
გ) ახდენს მაძიებლის ქონებისა და ყოფითი პირობების შესწავლა - შეფასებას დადგენილი წესების შესაბამისად;
გ) ახდენს მაძიებლის ქონებისა და ყოფითი პირობების შესწავლა-შეფასებას დადგენილი წესების შესაბამისად;
დ) ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 7 მაისის დადგენილება №115 – ვებგვერდი, 20.05.2013წ.
მუხლი 12. სარეიტინგო ქულა
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 მაისის დადგენილება №133 – ვებგვერდი, 31.05.2013წ.
1. ოჯახის იდენტიფიკაციის შედეგად უფლებამოსილი პირის მიერ მოპოვებული ინფორმაციისა და დადგენილი მეთოდოლოგიის გამოყენებით განისაზღვრება სარეიტინგო ქულა.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის დადგენილება №154 – ვებგვერდი, 2 1.06.2013წ.
მუხლი 12. სარეიტინგო ქულა🔗
1. ოჯახის იდენტიფიკაციის შედეგად მოპოვებული ინფორმაციისა და დადგენილი მეთოდოლოგიის გამოყენებით განისაზღვრება სარეიტინგო ქულა.
11. ამ წესის მე-10 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაცია სააგენტოს მიეწოდება შეთანხმებული ფორმატით, სააგენტოსთან გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად.
2. მინიჭებული სარეიტინგო ქულა მყარი ერთეულია, რომლის შეცვლა, როგორც წესი, შესაძლებელია მისი მინიჭებიდან სულ ცოტა ერთი წლის გასვლის შემდეგ, გარდა მე-9 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებით და მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. სარეიტინგო ქულის მინიჭების თარიღად მიიჩნევა დადგენილი წესის შესაბამისად ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების დღის მომდევნო ოცდამეათე კალენდარული დღე, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სარეიტინგო ქულის მინიჭების თარიღად მიიჩნევა, სააგენტოს მიერ მონაცემების კორექტირების თაობაზე, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების დღის მე-15 კალენდარული დღე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კორექტირების შესახებ გამოცემულია ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების თარიღიდან არა უმეტეს 16 კალენდარული დღის განმავლობაში, მაშინ სარეიტინგო ქულის მინიჭების თარიღად მიიჩნევა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების დღის მომდევნო 30-ე კალენდარული დღე.
4. ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სარეიტინგო ქულის მინიჭების თარიღად მიიჩნევა სააგენტოს მიერ მონაცემების კორექტირების თაობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების დღის მეთხუთმეტე კალენდარული დღე.
41. მინიჭებული სარეიტინგო ქულა ძალაშია ოჯახის რეგისტრაციის შეწყვეტამდე ან ახალი სარეიტინგო ქულის ძალაში შესვლამდე.
5. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სარეიტინგო ქულასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სააგენტო პერიოდულად, მაგრამ ოთხ წელიწადში ერთხელ მაინც, უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული იმ ოჯახების გადამოწმებას, რომლებიც მინიჭებული სარეიტინგო ქულის საფუძველზე სხვადასხვა სახის სოციალური დახმარების მიმღებნი არიან.
5. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სარეიტინგო ქულასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, სააგენტო პერიოდულად, მაგრამ ოთხ წელიწადში ერთხელ მაინც, უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული იმ ოჯახების გადამოწმებას, რომლებიც მინიჭებული სარეიტინგო ქულის საფუძველზე, ღებულობენ სააგენტოს მიერ ადმინისტრირებად, ფულადი სახის სახელმწიფო გასაცემელს.
6. (ამოღებულია - 23.10.2023, №419).
7. (ამოღებულია - 23.10.2023, №419).
8. (ამოღებულია - 23.10.2023, №419).
9. „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის გათვალისწინებით, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის დაუსაქმებელი წევრის დასაქმების მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, სააგენტო უზრუნველყოფს საჭირო მონაცემების მიწოდებას სსიპ – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსათვის.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტის მიზნებისათვის, დაუსაქმებელ პირად ჩაითვლება ის ფიზიკური პირი, რომელსაც სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზაში წინა უწყვეტი 4 (ოთხი) თვის განმავლობაში (ყოველთვიურად) არ უფიქსირდება ხელფასი და ამავდროულად არ არის თვითდასაქმებული.
11. სააგენტოსა და სსიპ – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის მონაცემების მიწოდება ხორციელდება მხარეთა მიერ შეთანხმებული ფორმატით, სსიპ − ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნიკური მხარდაჭერით.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 აპრილის დადგენილება №147 – ვებგვერდი, 27.04.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 7 მაისის დადგენილება №115 – ვებგვერდი, 20.05.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 მაისის დადგენილება №133 – ვებგვერდი, 31.05.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის დადგენილება №154 – ვებგვერდი, 21.06.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის დადგენილება №217 – ვებგვერდი, 19.05.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 ივნისის დადგენილება №270 - ვებგვერდი, 02.06.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 მარტის დადგენილება №153 – ვებგვერდი, 29.03.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №419 - ვებგვერდი, 24.10.2023წ.
მუხლი 121. გარდამავალი დებულებები🔗
1. 2015 წლის პირველი მაისიდან, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება განხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული გრაფიკის და/ან სააგენტოს ინიციატივით, მიუხედავად, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიმართვისა, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების თაობაზე.
2. „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით განსაზღვრულ გარდამავალ პერიოდში კომუნალური მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზებში არსებული ინფორმაცია არ წარმოადგენს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახ(ებ)ის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმების ან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შეწყვეტის საფუძველს.
3. დაევალოს სააგენტოს, უზრუნველყოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული იმ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება, რომლებზეც გავრცელდა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესებით“ გათვალისწინებული ადმინისტრირების საგამონაკლისო ნორმები.
4. მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების გრაფიკი, სააგენტოსთან შეთანხმებით, მტკიცდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
5. სააგენტო არ არის უფლებამოსილი, განახორციელოს რაიმე სხვა დამატებითი ადმინისტრირების ღონისძიება, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ქმედებისა, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებთან მიმართებით, ამავე დადგენილების მოქმედების პერიოდში წარმოშობილი გარემოებებიდან გამომდინარე.
6. (ამოღებულია - 23.10.2023, №419).
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის დადგენილება №217 – ვებგვერდი, 19.05.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №389 - ვებგვერდი, 09.08.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 მარტის დადგენილება №153 – ვებგვერდი, 29.03.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №419 - ვებგვერდი, 24.10.2023წ.
თავი V. კონტროლი, ზედამხედველობა და დაფინანსება
მუხლი 13. კონტროლი და ზედამხედველობა🔗
მუხლი 13. კონტროლი და ზედამხედველობა
მონაცემთა ბაზის ფორმირებისა და ამ წესით გათვალისწინებულ მოქმედებათა შესრულების კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
მონაცემთა ბაზის ფორმირებისა და ამ წესით გათვალისწინებულ მოქმედებათა შესრულების კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №672 - ვებგვერდი, 31.12.2018წ.
მუხლი 14. დაფინანსების წყარო
მუხლი 14. დაფინანსების წყარო🔗
მონაცემთა ბაზის ფორმირება უწყვეტი პროცესია. მისი დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს როგორც სახელმწიფო ბიუჯეტი, ისე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრები.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.12.2024.
- როდის იქნა მიღებული „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“?
- „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 24.04.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №126. სარეგისტრაციო კოდი — 00000000.00(0).000.000000.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 24 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.12.2024.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.12.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“, №126, 24.04.2010, სარეგისტრაციო კოდი 00000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.12.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/93652/