თავი IV — სასამართლოს შემადგენლობა. აცილება #
1. აცილების განცხადების შემდეგ სასამართლომ (მოსამართლემ) შეიძლება მოუსმინოს მხარეებს, აგრეთვე იმ პირს, რომლის მიმართაც განაცხადეს აცილება.
2. აცილების საკითხს სასამართლო წყვეტს ადგილზე მოთათბირებით ან სათათბირო ოთახში.
3. თუ აცილება განუცხადეს მოსამართლეს, რომელიც ერთპიროვნულად განიხილავს საქმეს, აცილების საკითხს წყვეტს თვით ეს მოსამართლე. აცილების მიღების ან თვითაცილების შემთხვევაში მოსამართლე საქმეს გადასცემს სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც მას განსახილველად გადასცემს სხვა მოსამართლეს. თუ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში არ არის სამოქალაქო საქმის განმხილველი სხვა მოსამართლე, მაშინ სასამართლოს თავმჯდომარე საქმეს უგზავნის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს სხვა რაიონული (საქალაქო) სასამართლოსათვის გადასაცემად.
4. თუ აცილება განუცხადეს კოლეგიური შემადგენლობის ერთ-ერთ მოსამართლეს, ამ მოსამართლის აცილების საკითხს გადაწყვეტენ სხვა დარჩენილი მოსამართლეები ასაცილებელი მოსამართლის დაუსწრებლად. მოსამართლის აცილების წინააღმდეგ ან ასეთი აცილების მხარდასაჭერად ხმების თანაბარი რაოდენობის დროს მოსამართლე აცილებულად ითვლება. ასეთ შემთხვევაში იგი უნდა შეიცვალოს სხვა მოსამართლით.
5. თუ აცილება განუცხადეს კოლეგიური სასამართლოს მთელ შემადგენლობას ან მის უმრავლესობას, აცილების საკითხს წყვეტს ამავე სასამართლოს სრული შემადგენლობა ხმების უმრავლესობით. კოლეგიური სასამართლოს მთელი შემადგენლობის ან მისი უმრავლესობის აცილების შემთხვევაში საქმე გადაეცემა ამავე სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც საქმეს განსახილველად გადასცემს კოლეგიური სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პალატის ან სააპელაციო სასამართლოს პალატის მთელი შემადგენლობის აცილების შემთხვევაში საქმე გადაეცემა შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც მას კანონით დადგენილი წესით განსახილველად გადასცემს სხვა შემადგენლობას. თუ სააპელაციო სასამართლოში აცილების მიღებისას ან ამ კოდექსის 29-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეუძლებელია მოსამართლეთა ახალი შემადგენლობის შექმნა, საქმე ეგზავნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს სხვა სააპელაციო სასამართლოსათვის გადასაცემად.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1494 – პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998 წ., გვ.32
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1956 – სსმ I, №15(22), 14.05.1999 წ., მუხ.64
საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.71
საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1740 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.227
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (25.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 34. განცხადებული აცილების გადაწყვეტის წესი 1. აცილების განცხადების შემდეგ სასამართლომ (მოსამართლემ) შეიძლება მოუსმინოს მხარეებს, აგრეთვე იმ პირს, რომლის მიმართაც განაცხადეს აცილება. 2. აცილების საკითხს სასამართლო წყვეტს ადგილზე მოთათბირებით ან სათათბირო ოთახში. 3. თუ აცილება განუცხადეს მოსამართლეს, რომელიც ერთპიროვნულად განიხილავს საქმეს, აცილების საკითხს წყვეტს თვით ეს მოსამართლე. აცილების მიღების ან თვითაცილების შემთხვევაში მოსამართლე საქმეს გადასცემს სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც მას განსახილველად გადასცემს სხვა მოსამართლეს. თუ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში არ არის სამოქალაქო საქმის განმხილველი სხვა მოსამართლე, მაშინ სასამართლოს თავმჯდომარე საქმეს უგზავნის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს სხვა რაიონული (საქალაქო) სასამართლოსათვის გადასაცემად. 4. თუ აცილება განუცხადეს კოლეგიური შემადგენლობის ერთ-ერთ მოსამართლეს, ამ მოსამართლის აცილების საკითხს გადაწყვეტენ სხვა დარჩენილი მოსამართლეები ასაცილებელი მოსამართლის დაუსწრებლად. მოსამართლის აცილების წინააღმდეგ ან ასეთი აცილების მხარდასაჭერად ხმების თანაბარი რაოდენობის დროს მოსამართლე აცილებულად ითვლება. ასეთ შემთხვევაში იგი უნდა შეიცვალოს სხვა მოსამართლით. 5. თუ აცილება განუცხადეს კოლეგიური სასამართლოს მთელ შემადგენლობას ან მის უმრავლესობას, აცილების საკითხს წყვეტს ამავე სასამართლოს სრული შემადგენლობა ხმების უმრავლესობით. კოლეგიური სასამართლოს მთელი შემადგენლობის ან მისი უმრავლესობის აცილების შემთხვევაში საქმე გადაეცემა ამავე სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც საქმეს განსახილველად გადასცემს კოლეგიური სასამართლოს სხვა შემადგენლობას. 6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პალატის ან სააპელაციო სასამართლოს პალატის მთელი შემადგენლობის აცილების შემთხვევაში საქმე გადაეცემა შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც მას კანონით დადგენილი წესით განსახილველად გადასცემს სხვა შემადგენლობას. თუ სააპელაციო სასამართლოში აცილების მიღებისას ან ამ კოდექსის 29-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეუძლებელია მოსამართლეთა ახალი შემადგენლობის შექმნა, საქმე ეგზავნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს სხვა სააპელაციო სასამართლოსათვის გადასაცემად. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1494 – პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998წ.,15.07.1998 წ., გვ.32 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1956 – სსმ I, №15(22), 14.05.1999წ.,14.05.1999 წ., მუხ.64 საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000წ.,13.07.2000 წ., მუხ.71 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1740 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.227 საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243მუხ.2
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(73)
- საქმე №ას-14-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.03.2025
…უნდა მოხდეს მოსამართლის აცილება, მათ შორის, თუკი დასტურდება მისი მიკერძოებულობა. (იხ. სუსგ 13.02.2023 წლის საქმე №ას-23-2023) ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე, 33-ე, 34-ე, 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 420-ე მუხლით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. გ.ბ–ძის შუამდგომლობა მოსამართლის აცილების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
- საქმე №ას-74-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.04.2023
…სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. 19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ აცილება განუცხადეს კოლეგიური შემადგენლობის ერთ-ერთ მოსამართლეს, ამ მოსამართლის აცილების საკითხს გადაწყვეტენ სხვა დარჩენილი მოსამართლეები ასაცილებელი მოსამართლის დაუსწრებლად.
- საქმე №ას-1370-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2022
რამდენადაც დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ ზეპირად დადებული შრომითი ხელშეკრულება ზეპირადვე შეწყდა 2020 წლის 15 თებერვალს და 1-15 თებერვლის ნამუშევარი დღეების ანაზღაურების გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება დამსაქმებელს საქმეში არ წარუდგენია, საკასაციო პალატა სშკ-ის 31-ე და 34-ე მუხლებზე დაყრდნობით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას სახელფასო დავალიანების არსებობისა და მისი გადახდევინების დაყოვნებისთვის პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების არსებობის შესახებ.
- საქმე №ბს-1005(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2022
ს-ას შუამდგომლობა მტკიცებულებათა დართვის შესახებ თავის მხრივ შეუძლებელს ხდიდა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის 12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე მოცემულ საქმეზე დაყენებული შუამდგომლობაზე პასუხის გაცემის გარეშე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ვ.
- საქმე №ას-1295-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2022
კასატორის მოსაზრებით, სშკ-ის 31-ე და 34-ე მუხლების, ასევე, სსსკ-ის 102 და 105-ე მუხლების სწორი განმარტების შემთხვევაში, სასამართლო დაადგენდა მოსარჩელის ხელფასის სწორ და არა განსხვავებულ ოდენობას.
- საქმე №ას-261-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.10.2021
- საქმე №ბს-249(კს-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.07.2021
- საქმე №ზ-317-ა-14-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.09.2019
- საქმე №ბს-1210(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.12.2018
- საქმე №ას-619-619-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.09.2018
- საქმე №ას-490-490-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.05.2018
- საქმე №ას-903-843-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.10.2017
- საქმე №ას-982-914-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.09.2017
- საქმე №ას-578-537-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.07.2017
- საქმე №ას-898-864-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.11.2016
- საქმე №ას-240-228-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.09.2016
- საქმე №ას-813-764-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.10.2015
- საქმე №ბს-629-616(2კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.04.2015
- საქმე №ას-285-271-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2013
- საქმე №ას-1660-1648-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2012
- საქმე №ბს-161-159(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.05.2012
- საქმე №ას-1518-1525-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.11.2011
- საქმე №ას-1064-1094-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.10.2011
- საქმე №ას-1086-1115-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.07.2011
- საქმე №ას-276-260-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.03.2011
- საქმე №ბს-1021-994(კს-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.11.2010
- საქმე №ას-493-462-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2010
- საქმე №ას-879-1165-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.10.2009
- საქმე №ბს-303-293(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.05.2009
- საქმე №ბს-255-245(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.04.2009
- საქმე №ბს-273-263(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.04.2009
- საქმე №ბს-221-215(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.04.2009
- საქმე №ბს-209-203(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.04.2009
- საქმე №ბს-191-185(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.04.2009
- საქმე №ბს-227-221(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.04.2009
- საქმე №ბს-215-209(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.04.2009
- საქმე №ბს-173-167(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.04.2009
- საქმე №ბს-185-179(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.04.2009
- საქმე №ბს-142-137(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.04.2009
- საქმე №ბს-1676-1630(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.04.2009
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 73-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება