თავი IV — სასამართლოს შემადგენლობა. აცილება #
1. მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ ის:
ა) ამ საქმეში თვითონ წარმოადგენს მხარეს, ან მას ამა თუ იმ მხარესთან საერთო უფლებები ან ვალდებულებები აკავშირებს;
ბ) ამ საქმის ადრინდელ განხილვაში მონაწილეობდა მოწმედ, ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, წარმომადგენლად ან სასამართლო სხდომის მდივნად;
გ) მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია;
დ) პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში
;
ე) იყო მედიატორი იმავე საქმეზე ან ამ საქმესთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის
„გ” ქვეპუნქტის თანახმად, ნათესავებად ითვლებიან:
ა) მეუღლე;
ბ) დანიშნული;
გ) პირდაპირი ხაზის ნათესავები;
დ) და-ძმა;
ე) დისშვილები და ძმისშვილები;
ვ) მშობლების და-ძმები;
ზ) დანათესავებულები (მოყვრები);
თ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ოჯახური ურთიერთობით არიან დაკავშირებულნი.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5550 – ვებგვერდი, 28.12.2011წ.
საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4955 – ვებგვერდი, 27.09.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.09.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 18.09.2019 კანონი №4955
- 20.12.2011 კანონი №5550
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (20.12.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 31. მოსამართლის აცილების სხვა საფუძვლები 1. მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ ის: ა) ამ საქმეში თვითონ წარმოადგენს მხარეს, ან მას ამა თუ იმ მხარესთან საერთო უფლებები ან ვალდებულებები აკავშირებს; ბ) ამ საქმის ადრინდელ განხილვაში მონაწილეობდა მოწმედ, ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, წარმომადგენლად ან სასამართლო სხდომის მდივნად; გ) მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია; დ) პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში ; ე ) ამ საქმეში მონაწილეობდა მედიატორად. [ ე) იყო მედიატორი იმავე საქმეზე ან ამ საქმესთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე. (ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან)] 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტის თანახმად, ნათესავებად ითვლებიან: ა) მეუღლე; ბ) დანიშნული; გ) პირდაპირი ხაზის ნათესავები; დ) და-ძმა; ე) დისშვილები და ძმისშვილები; ვ) მშობლების და-ძმები; ზ) დანათესავებულები (მოყვრები); თ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ოჯახური ურთიერთობით არიან დაკავშირებულნი.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(189)
- საქმე №ბს-773(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.05.2026
ბ-ეის მიერ გასაჩივრებულ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 თებერვლის განჩინებას მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის თაობაზე, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს…
- საქმე №ბს-1047(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.05.2026
…ვინაიდან სასამართლომ დააკმაყოფილა მხოლოდ 35 000 ლარი, ამ შემთხვევაში ამ ოდენობის საპროცესო ხარჯების პროკურატურისათვის დაკისრებაც საფუძველს მოკლებული და დაუსაბუთებელი იყო. კასატორი - მ.ა-ე საქართველოს კონსტიტუციის მე-13 და 31-ე მუხლებზე, აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლზე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18, 413-ე და 1005-ე მუხლებზე მითითებით მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ მოპასუხისთვის მორალური ზიანის სახით დაკისრებული 20 000 ლარი არ არის მისთვის რეალურად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის გონივრული თანხა.
- საქმე №ბ-50-2(ა-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.03.2026
რაც შეეხება განმცხადებლის მოთხოვნას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის (მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ ის: პირადად,…
- საქმე №ას-481-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2026
საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმის განმხილველი შემადგენლობის აცილების საფუძვლები პირობითად შეიძლება დავყოთ ობიექტურ და სუბიექტურ კრიტერიუმებად, თუმცა, ისეთ ვითარებაში, როდესაც სასამართლო აქტითაა დადასტურებული, თუნდაც სუბიექტური წინაპირობის არსებობა (მაგ: სსსკ-ის 31.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი), სასამართლო ყოველთვისაა ვალდებული, განაცხადოს თვითაცილება, მიუხედავად იმისა, მხარე გამოხატავს თუ არა უნდობლობას მის მიმართ.
- საქმე №ბს-620(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.03.2026
რაც შეეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 დეკემბრის განჩინებას მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის თაობაზე, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს…
- საქმე №ას-1131-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2026
- საქმე №ბ-48-1(ა-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.01.2026
- საქმე №ა-252-ა-7-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.12.2025
- საქმე №ას-512-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.12.2025
- საქმე №ას-1175-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2025
- საქმე №ას-1143-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.11.2025
- საქმე №ას-1279-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2025
- საქმე №ბს-130(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.09.2025
- საქმე №ას-510-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2025
- საქმე №ბს-102(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.06.2025
- საქმე №ბს-401(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.03.2025
- საქმე №ას-14-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.03.2025
- საქმე №ას-1254-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.12.2024
- საქმე №ას-1001-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.10.2024
- საქმე №ას-827-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.04.2024
- საქმე №ბ-472-4(ბ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.04.2024
- საქმე №ას-204-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.04.2024
- საქმე №ზ-45-ბ-2-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.03.2024
- საქმე №ბ-66-1(ბ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.03.2024
- საქმე №ას-943-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2023
- საქმე №ას-917-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2023
- საქმე №ბ-1127-4(ა-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.09.2023
- საქმე №ბს-501(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.07.2023
- საქმე №ას-665-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.07.2023
- საქმე №ბს-330(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.05.2023
- საქმე №ას-720-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.05.2023
- საქმე №ას-1033-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2023
- საქმე №ას-74-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.04.2023
- საქმე №ას-1167-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.03.2023
- საქმე №ას-1370-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2022
- საქმე №ას-249-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.06.2022
- საქმე №ას-312-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.04.2022
- საქმე №ას-705-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.04.2022
- საქმე №ბს-1211(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.03.2022
- საქმე №ბ-1622-6(ა-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2022
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 189-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება