თავი IV — სასამართლოს შემადგენლობა. აცილება #
1. იმ შემთხვევაში, როდესაც რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში არის მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობა კოლეგიური შემადგენლობით საქმეთა განხილვისათვის, ერთპიროვნულად საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია დაადგინოს საქმის კოლეგიური განხილვა სამი მოსამართლის შემადგენლობით, თუ:
ა) საქმის განხილვასა და გადაწყვეტას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასამართლო პრაქტიკისათვის;
ბ) საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება.
2. მოტივირებული განჩინება საქმის სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობით განხილვის შესახებ მოსამართლეს გამოაქვს მთავარ სხდომაზე ამ საქმის განხილვის დაწყებამდე. განჩინება გადაეცემა სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც განსაზღვრავს კოლეგიურ შემადგენლობას ამ საქმის განმხილველი თავდაპირველი მოსამართლის აუცილებელი მონაწილეობით.
3. (ამოღებულია)
.
4. (ამოღებულია)
.
საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.71
საქართველოს 2001 წლის 8 ივნისის კანონი №918 – სსმ I, №18, 28.06.2001 წ., მუხ.56
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (25.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 26. განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეთა განხილვის წესი 1. იმ შემთხვევაში, როდესაც რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში არის მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობა კოლეგიური შემადგენლობით საქმეთა განხილვისათვის, ერთპიროვნულად საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია დაადგინოს საქმის კოლეგიური განხილვა სამი მოსამართლის შემადგენლობით, თუ: ა) საქმის განხილვასა და გადაწყვეტას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასამართლო პრაქტიკისათვის; ბ) საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება. 2. მოტივირებული განჩინება საქმის სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობით განხილვის შესახებ მოსამართლეს გამოაქვს მთავარ სხდომაზე ამ საქმის განხილვის დაწყებამდე. განჩინება გადაეცემა სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც განსაზღვრავს კოლეგიურ შემადგენლობას ამ საქმის განმხილველი თავდაპირველი მოსამართლის აუცილებელი მონაწილეობით. 3. (ამოღებულია) . 4. (ამოღებულია) . საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000წ.,13.07.2000 წ., მუხ.71 საქართველოს 2001 წლის 8 ივნისის კანონი №918 – სსმ I, №18, 28.06.2001წ.,28.06.2001 წ., მუხ.56 საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243მუხ.2
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(52)
- საქმე №ბს-181(გ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.12.2025
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ სსიპ…
- საქმე №ას-1068-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.06.2025
…კანონის მე-5 მუხლიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი. ამავე კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად ცნობის შემდეგ აუცილებელია რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება.
- საქმე №ბს-1483(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.02.2024
პალატამ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე, 26-ე მუხლები, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე, 86-ე, 97-ე, 98-ე მუხლები და დადგენილად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლად…
- საქმე №ას-1218-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.01.2024
…14.3. მუხლი). მართალია, „ბ.ა–ის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის შესაბამისად, ბმა „ ბ.ც–ს“ ამ კანონის მიღებიდან 3 თვის ვადაში ახალი დებულება/წესდება არ მიუღია, მაგრამ ამავე კანონის 26-ე მუხლის მე-7 პუნქტის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ამხანაგობის თავმჯდომარე აღჭურვილი იყო უფლებამოსილებით დაედო ხელშეკრულებები და წარედგინა…
- საქმე №ას-1192-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.03.2021
სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-20 პუნქტის თანახმად, იპოთეკა წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრაციით, რეგისტრაციისთვის სავალდებულოა საჯარო რეესტრში შესაბამისი განცხადებით ამ ხელშეკრულების ერთი ეგზემპლარის წარდგენა, ხოლო, 26-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება შედგა ქართულ ენაზე ოთხ თანაბარმნიშვნელოვან ეგზემპლარად, ერთი დარჩა ნოტარიუსის არქივში, ერთი განკუთვნილი იყო საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციისთვის, ხოლო, დანარჩენი ორი გადაეცათ მხარეებს.
- საქმე №ბს-1134(გ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.04.2020
- საქმე №ას-1263-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.12.2018
- საქმე №ბს-1137-1131(გ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.01.2018
- საქმე №ბს-1015-1011(გ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.01.2018
- საქმე №ბს-1014-1010(გ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.12.2017
- საქმე №ბს-717-713(გ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.11.2017
- საქმე №ბს-219-217(გ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.10.2017
- საქმე №ბს-715-711(გ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.09.2017
- საქმე №ას-918-884-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.07.2017
- საქმე №ას-436-408-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.06.2017
- საქმე №ბს-952-943(გ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.05.2017
- საქმე №ბს-960-951(გ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.05.2017
- საქმე №ბს-934-926(გ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.03.2017
- საქმე №ბს-298-290(გ-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.06.2013
- საქმე №ას-740-696-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.11.2012
- საქმე №ას-180-173-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.07.2012
- საქმე №ას-1224-1244-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.02.2012
- საქმე №ას-630-591-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.06.2011
- საქმე №ას-630-591-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.02.2011
- საქმე №ას-603-566-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.09.2010
- საქმე №ბს-530-510(უს-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.05.2010
- საქმე №ას-1182-1443-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.02.2010
- საქმე №ბს-309-301(2კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.06.2008
- საქმე №ბს-859-821(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.03.2008
- საქმე №ას-1004-1256-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.10.2005
- საქმე №ვ-1239-ა-49-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2004
- საქმე №3გ/ად-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.05.2003
- საქმე №3კ/437-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2002
- საქმე №330210015773571 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.02.2020
- საქმე №330210018002603398 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.04.2019
- საქმე №330210018002394897 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.12.2018
- საქმე №330210015741555 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 01.11.2018
- საქმე №190310016001253178 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 31.10.2018
- საქმე №110210017001906649 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 12.03.2018
- საქმე №210210018002786603 · სიღნაღის რაიონული სასამართლო · 16.01.2020
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 52-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება