წინა რედაქცია (14.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 36. აცილების შესახებ სასამართლო განჩინების გასაჩივრება აცილების თაობაზე სასამართლო განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლო გადაწყვეტილებასთან ერთად, 377-ე და 404-ე მუხლებით დადგენილი წესით. საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2398 – სსმ I, №43(50), 21.09.1999 წ., მუხ.227 თავი V პროცესის ხარჯები # #
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(46)
საქმე №ას-1447-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2024
ხოლო, ამავე კოდექსის 36-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) ან ექსპედიტორის მიზეზით რკინიგზის სადგურში ან ნავსადგურის მისამართზე მისული ან…
საქმე №ას-1284-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.11.2024
…აღნიშნულის გათვალისწინებით, არსებობს საქმეზე (სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე) წარმოების შეწყვეტის, ასევე, საქმეზე მიღებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი წინაპირობები. 13. სსსკ-ის 36-ე მუხლის მიხედვით, აცილების თაობაზე სასამართლო განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლო გადაწყვეტილებასთან ერთად, 377-ე და 404-ე მუხლებით დადგენილი წესით.
საქმე №ას-917-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2023
…მოსამართლე გელა ქირიას ან კოლეგიური შემადგენლობის სხვა წევრების (მერაბ ლომიძე, გია ბერაია) მიუკერძოებლობის გამაბათილებელ მსჯელობას. შესაბამისად, განცხადება მოსამართლეთა აცილების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. სსსკ-ის 36-ე მუხლის შესაბამისად, აცილების თაობაზე სასამართლო განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლო გადაწყვეტილებასთან ერთად, 377-ე და 404-ე მუხლებით დადგენილი წესით.
საქმე №ბს-546(კს-ს-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.11.2021
…მოსამართლე ნანა კალანდაძის აცილების შესახებ. საქართველოს კონსტიტუციის 31.1 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უზრუნველსაყოფად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36-ე მუხლის თანახმად, აცილების შესახებ სასამართლო განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლო გადაწყვეტილებასთან ერთად, 377-ე და 404-ე მუხლებით დადგენილი წესით.
საქმე №ას-493-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2021
ვ) სარჩელის საგანია სამემკვიდრეო უფლების დადგენა, სამკვიდრო ქონების გაყოფა და მამკვიდრებელს გარდაცვალებისას საცხოვრებელი ადგილი, ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი ან სამკვიდრო ქონება საქართველოში ჰქონდა. 116. სპეციალური კანონის 35.1 და 36.1 მუხლების მიხედვით, სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, კერძოდ, ხელშეკრულებათა განმარტება, შესრულება, შეწყვეტა, აგრეთვე,…
საქმე №ბს-1099(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.01.2021
საქმე №ბს-1440(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.02.2019
კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36-ე, 90-ე და 240-ე მუხლების შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად საჩივრდება მხოლოდ სამი განჩინება, სხვა განჩინებები კი, აღნიშნული კოდექსის 377-ე მუხლის მიხედვით, შეიძლება გახდეს სააპელაციო სასამართლოში მხოლოდ განხილვის საგანი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, მუხლი 36, №1106, 14.11.1997, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29962/muxli-36/