1. დავის საგნის ფასი განისაზღვრება:
ა) ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით;
ბ) ნივთის (ქონების) გადაცემის ან მიწოდების შესახებ სარჩელისა – ამ ნივთის (ქონების) საბაზრო ღირებულებით;
გ) ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით;
დ) ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელისა – არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით;
ე) უვადო ან სამუდამო (გარდაცვალებამდე) გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელისა – სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით;
ვ) გასაცემის ან გადასახდელის შემცირების ანდა გადიდების შესახებ სარჩელისა – იმ თანხით, რომლითაც მცირდება ანდა დიდდება გასაცემი ან გადასახდელი, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში;
ზ) ქონების ქირავნობის ხელშეკრულების ვადამდე მოშლის შესახებ სარჩელისა – დარჩენილი ვადით, მაგრამ არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით;
თ) გასაცემის ან გადასახდელის შეწყვეტის შესახებ სარჩელისა – არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში დარჩენილი გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით;
ი) უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელისა – უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით;
კ) 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა.
2. თუ არაქონებრივ დავასთან ერთად განიხილება მისგან წარმოშობილი ქონებრივ-სამართლებრივი დავა, დავის საგნის ფასი განისაზღვრება უფრო მაღალი ღირებულების მოთხოვნის მიხედვით.
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (23.06.2006 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 41. დავის საგნის ფასის განსაზღვრის წესი ქონებრივ-სამართლებრივ1. დავებში დავის საგნის ფასი ქონებრივ დავებში შემდეგნაირად განისაზღვრება: ა) ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით; ბ) თუ სარჩელი აღძრულია ნივთის (ქონების) გადაცემისაგადაცემის თუან მიწოდების შესახებ სარჩელისა – ამ ნივთის (ქონების) საბაზრო ღირებულებით; გ) ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხისთანხების ერთობლიობით; დ) ვადიანი გასაცემისაგასაცემის დაან გადასახდელის შესახებ სარჩელისა – არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში ყველა გასაცემი დაან გადასახდელი თანხისთანხების ერთობლიობით; ე) უვადო ან სამუდამო (გარდაცვალებამდე) გადასახდელისგასაცემის ან გასაცემისგადასახდელის შესახებ სარჩელისა – სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხისთანხების ერთობლიობით; ვ) გასაცემის ან გადასახდელის შემცირებისაშემცირების თუანდა გადიდების შესახებ სარჩელისა – იმ თანხით, რომლითაც მცირდება ანანდა დიდდება გასაცემი ან გადასახდელი, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში; ზ) ქონების ქირავნობის ხელშეკრულების ვადამდე მოშლის შესახებ სარჩელისა – დარჩენილი ვადის,ვადით, მაგრამ არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხისთანხების ერთობლიობით; თ) გასაცემის ან გადასახდელის შეწყვეტის შესახებ სარჩელისა – არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში დარჩენილი გასაცემი ან გადასახდელი თანხისთანხების ერთობლიობით; ი) ნაგებობაზეუძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელისა – ნაგებობისუძრავი ღირებულებით,ნივთის მაგრამსაბაზრო არანაკლებღირებულებით; მისიკ) საინვენტარიზაციო4 შეფასებისა,000 ხოლოლარით, თუ მისიქონებრივ-სამართლებრივ ასეთიდავაში შეფასება(საკუთრების არხელყოფა არსებობს,ან მაშინსხვაგვარი –ხელშეშლა, არანაკლებსამეზობლო სადაზღვევოდავა ხელშეკრულებითდა გათვალისწინებულისხვა) შეფასებისა,შეუძლებელია ხოლოდავის იმსაგნის შენობებისათვის,ფასის რომლებიცგანსაზღვრა. ეკუთვნის2. საწარმოს,თუ ორგანიზაციას,არაქონებრივ დაწესებულებასდავასთან –ერთად არანაკლებგანიხილება ამმისგან ნაგებობათაწარმოშობილი საბალანსოქონებრივ-სამართლებრივი შეფასებისა.დავა, დავის საგნის ფასი განისაზღვრება უფრო მაღალი ღირებულების მოთხოვნის მიხედვით. საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.2
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2001)
- საქმე №ას-425-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2026
…წ), ასევე (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, §33, 2000, ECHR). 14. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხის დავის საგანია გადაწყვეტილება, რომლითაც გაზრდილი ალიმენტის სახით 160 ლარის გადახდა დაეკისრა. 15. სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად დავის საგნის ფასი განისაზღვრება ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
- საქმე №ას-468-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.05.2026
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 300 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 150 ლარი და დარჩენილი 150 ლარის 70% – 105 ლარი ( სსსკ-ის 41.1 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი, მე-14 და 39.2 მუხლები, 39.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი). ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს…
- საქმე №ბს-758(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.05.2026
…რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების საკითხსაც. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელზე დავის საგნის ფასი განისაზღვრება არაუმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
- საქმე №ას-49-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.04.2026
კერძოდ, საქმის განმხილველმა სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, ნაცვლად ამავე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტისა.
- საქმე №ას-176-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.04.2026
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ზემოთ მითითებულ არგუმენტაციას და განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის ფასის განსაზღვრის კონკეტულ წესს ადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელზე (სააპელაციო საჩივარზე) დავის საგნის ფასი განისაზღვრება გადასახდელი თანხით.
- საქმე №ას-960-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.03.2026
- საქმე №ბს-83(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2026
- საქმე №ბს-1059(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.02.2026
- საქმე №ას-1151-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2026
- საქმე №ას-218-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.12.2025
- საქმე №ას-698-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.12.2025
- საქმე №ას-1577-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.12.2025
- საქმე №ას-34-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.11.2025
- საქმე №ას-1032-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.10.2025
- საქმე №ას-767-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.10.2025
- საქმე №ას-702-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.09.2025
- საქმე №ას-529-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.07.2025
- საქმე №ას-739-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2025
- საქმე №ას-422-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2025
- საქმე №ას-406-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.06.2025
- საქმე №ას-904-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.05.2025
- საქმე №ას-207-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.05.2025
- საქმე №ას-193-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.03.2025
- საქმე №ას-1131-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.03.2025
- საქმე №ას-1532-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.02.2025
- საქმე №ბს-1346(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.12.2024
- საქმე №ას-1360-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.12.2024
- საქმე №ას-164-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.12.2024
- საქმე №ას-1277-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.12.2024
- საქმე №ას-88-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.12.2024
- საქმე №ას-1144-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2024
- საქმე №ას-1066-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2024
- საქმე №ას-972-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2024
- საქმე №ბს-726(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.11.2024
- საქმე №ას-703-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.10.2024
- საქმე №ბს-61(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2024
- საქმე №ას-944-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.08.2024
- საქმე №ას-847-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.07.2024
- საქმე №ას-1303-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.07.2024
- საქმე №ბს-506(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.06.2024
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 2001-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება