1. სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.
11.
(ამოღებულია).
2. თუ მხარე გადახდისუუნაროა და, საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, ამ საქმის განხილვაში ადვოკატის მონაწილეობა მიზანშეწონილია, სასამართლოს უფლება აქვს, აღნიშნული მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 23
1 მუხლით დადგენილ ფარგლებში დანიშნოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე.
21. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დასაბუთებული განჩინება და მიმართავს იურიდიული დახმარების სამსახურს ადვოკატის სახელმწიფოს ხარჯზე დანიშვნის მოთხოვნით. ადვოკატის სახელმწიფოს ხარჯზე დანიშვნის წესი და პროცედურა განისაზღვრება „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. იურიდიული დახმარების სამსახური ვალდებულია შეასრულოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება ადვოკატის სახელმწიფოს ხარჯზე დანიშვნის შესახებ.
22. იურიდიული დახმარების სახელმწიფოს ხარჯზე გაწევისათვის იურიდიული დახმარების სამსახურში დასაქმებული საზოგადოებრივი ადვოკატისა და მოწვეული საზოგადოებრივი ადვოკატის შრომის ანაზღაურების წესი განისაზღვრება „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით.
3. ერთი მხარის განთავისუფლება სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მეორე მხარის სასამართლო ხარჯების გადახდის ვალდებულებებზე გავლენას არ ახდენს.
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5304 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.334
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
საქართველოს
2014
წლის 26 დეკემბრის კანონი №3014 – ვებგვერდი, 31.12.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.12.2014-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 26.12.2014 კანონი №3014
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (21.05.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 47. სასამართლო ხარჯების გადასახადისაგან განთავისუფლება სასამართლოს მიერ 1. სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. 11. (ამოღებულია). 2. თუ მხარე გადახდისუუნაროა და, საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, ამ საქმის განხილვაში ადვოკატის მონაწილეობა მიზანშეწონილია, სასამართლოს უფლება აქვს, აღნიშნული მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 23123 1 მუხლით დადგენილ ფარგლებში დანიშნოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე. 21. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დასაბუთებული განჩინება და მიმართავს იურიდიული დახმარების სამსახურს ადვოკატის სახელმწიფოს ხარჯზე დანიშვნის მოთხოვნით. ადვოკატის სახელმწიფოს ხარჯზე დანიშვნის წესი და პროცედურა განისაზღვრება „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. იურიდიული დახმარების სამსახური ვალდებულია შეასრულოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება ადვოკატის სახელმწიფოს ხარჯზე დანიშვნის შესახებ. 22. იურიდიული დახმარების სახელმწიფოს ხარჯზე გაწევისათვის იურიდიული დახმარების სამსახურში დასაქმებული საზოგადოებრივი ადვოკატისა და მოწვეული საზოგადოებრივი ადვოკატის შრომის ანაზღაურების წესი განისაზღვრება „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. 3. ერთი მხარის განთავისუფლება სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მეორე მხარის სასამართლო ხარჯების გადახდის ვალდებულებებზე გავლენას არ ახდენს. საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5304 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.334 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1110)
- საქმე №ას-897-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2026
ამგვარი საგამონაკლისო წესი დადგენილია საპროცესო კანონმდებლობით, კერძოდ, პირის უფლების შეზღუდვასა და სახელმწიფო ინტერესს შორის სამართლიან ბალანსს ადგენს საპროცესო კოდექსი (სსსკ-ის 47-ე და 48-ე მუხლები). კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში (იხ.
- საქმე №ას-113-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.07.2026
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებით, რომელთაგან პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცედურულ მხარეს.
- საქმე №ბს-67(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.05.2026
იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საადვოკატო მომსახურების სახით გაწეული საპროცესო ხარჯის ნაწილი პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დაუქვემდებარა ანაზღაურებას.
- საქმე №ას-382-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.05.2026
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ სსსკ-ის 102-ე, 103-ე და 105-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ამავე კოდექსის 47-ე და 48-ე მუხლებით განსაზღვრული შეღავათებით სარგებლობა დამოკიდებულია მხარის ქონებრივი მდგომარეობის სათანადო მტკიცებულებებით დადასტურებაზე, ხოლო სასამართლო მოკლებულია უფლებამოსილებას, მტკიცებულებათა არარსებობის პირობებში, დააკმაყოფილოს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან მისი გადავადების შესახებ შუამდგომლობა.
- საქმე №ბს-1304(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.04.2026
…სასამართლო წესით დაცვა) გათვალისწინებული სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური, რადგან იგი შეიძლება შეიზღუდოს. სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის ერთ-ერთი საფუძველი სწორედ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაწესებაა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს…
- საქმე №ას-786-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2026
- საქმე №ბს-940(კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.12.2025
- საქმე №ას-704-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.12.2025
- საქმე №ას-1393-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.12.2025
- საქმე №ას-647-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.10.2025
- საქმე №ას-422-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2025
- საქმე №ას-272-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.06.2025
- საქმე №ას-208-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.06.2025
- საქმე №ას-818-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.05.2025
- საქმე №ას-89-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.03.2025
- საქმე №ას-1460-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.01.2025
- საქმე №ას-1299-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.12.2024
- საქმე №ბს-1118(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.12.2024
- საქმე №ბს-877(კს-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.12.2024
- საქმე №ბს-306(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.11.2024
- საქმე №ბს-1027(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.11.2024
- საქმე №ას-915-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2024
- საქმე №ას-1118-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2024
- საქმე №ას-851-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.10.2024
- საქმე №ას-397-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2024
- საქმე №ას-482-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.07.2024
- საქმე №ბს-486(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.07.2024
- საქმე №ას-454-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.05.2024
- საქმე №ას-394-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.05.2024
- საქმე №ბს-417(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.05.2024
- საქმე №ას-354-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.05.2024
- საქმე №ბს-134(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.05.2024
- საქმე №ას-37-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2024
- საქმე №ბს-1162(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.04.2024
- საქმე №ას-364-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.04.2024
- საქმე №ბ-393-3(ბ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.04.2024
- საქმე №ას-263-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.03.2024
- საქმე №ბს-1272(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.03.2024
- საქმე №ას-1608-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2024
- საქმე №ბ-66-1(ბ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.03.2024
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 1110-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება